არსენ ვენგერის გუნდმა 12 მარტს, საღამოს, "ნიუკასლს" უმასპინძლა და მეოთხე თამაში მოიგო
ინგლისურ ფეხბურთზე წერისას ხშირად გვიწევს გამეორება, რომ ამა თუ იმ გუნდს მოგებათა თუ მიჯრით მიყოლებული წაგებების სერია აქვს. ამის თქმა "არსენალზეც" შეიძლება. არსენ ვენგერის გუნდმა ორშაბათ საღამოს "ნიუკასლს" უმასპინძლა და მეოთხე თამაში მოიგო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 4-იდან 3-ჯერ ის აგებდა, ერთში კი გოლი სულ არ გაუშვია.

თამაში ძალიან ლამაზი გამოდგა. იმას, რასაც ეკრანზე ვხედავდით, არც პირველ ტაიმში დაეწუნებოდა რამე, მაგრამ მეორეში, ძირითადად მასპინძელთა მეცადინეობით, ფეხბურთი სპექტაკლად გადაიქცა.

გულწრფელად გეტყვით, 5-6 წლისწინანდელი "არსენალი" გაგვახსენდა, რომელიც "ბარსელონასთან" ერთად ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. მოედანზე ერთადერთი, რაც თვალს არ სიამოვნებდა, ტიმ კრულისა და რობინ ვან პერსის სიტყვიერი თუ მსუბუქი ფიზიკური დაპირისპირება გახლდათ. მასპინძელთა ვარსკვლავი თანამემამულე მეკარეს პირველივე ტაიმში წაეკინკლავა დროის გაყვანის არაჯენტლმენური მცდელობების გამო.

პირველი მომენტი მე-3 წუთზე ტეო უოლკოტმა და ვან პერსიმ შექმნეს. ჰოლანდიელს სანტიმეტრები დააკლდა ბურთამდე, თორემ კრულს კარგი დღე არ დაადგებოდა.

მე-14 წუთზე ანგარიში გაიხსნა. გაბრიელ ობერტანმა ჰატემ ბენ არფას გადააწოდა, ვინც ფლანგზე იოლად გაუსწორდა კირან გიბსს და დაარტყა. ვოიცეხ შჩესნიმ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა - 0:1. ანგარიში ზუსტად 55 წამში გათანაბრდა. უოლკოტმა ბურთი ფლანგზე მიიღო. ჩაწოდება ვან პერსიმ დაამუშავა, ფაბრისიო კოლოჩინი მოატყუა და 4-5 მეტრიდან აუღებელი დაარტყა - 1:1.

ტაიმის ბოლომდე ინიციატივას "არსენალი" ფლობდა. უოლკოტის გარდა "მეთოფეთა" რიგებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ტომაშ როსიცკი, ვინც თავდადებული თამაშით კლუბს ახალი კონტრაქტისთვის მადლობას უხდიდა.

ვეტერანი ერთნაირად პროდუქტიული იყო შეტევაშიც და დაცვაშიც. მეორე ტაიმში ლონდონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. მიყოლებით აფუჭებდნენ მომენტებს ვან პერსი, როსიცკი, ვერმალენი და ჟერვინიო. ვან პერსისთან ლოკალური შეტაკებების გარდა, კრული კარგი თამაშისთვისაც იცლიდა. მან გუნდი ზუსტად ხუთჯერ გადაარჩინა უეჭველ გოლს.

ვერმალენმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. მის გარდა საქმეში მონაწილეობდნენ უოლკოტი და ლორან კოშელნი. აქ შეიძლებოდა დაწერა, ბელგიელის გოლმა მატჩს წერტილი დაუსვაო, მაგრამ არ იქნებოდა სიმართლე. ჰოვარდ ვები სწორედ 2:1-ის მერე გახდა იძულებული, ფეხბურთელები ერთმანეთისგან დაეშორიშორებინა. ყველაფერი ისევ ვან პერსი-კრულის გამო დაიწყო. საბოლოოდ ორივემ ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს