უკრაინის ნაკრების ექსთავკაცმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას არ აღმოაჩნდება საიმისო თანხა, რათა მის მიერ დატოვებულ თანამდებობაზე უცხოელი სპეციალისტი მოიყვანოს.

უკრაინის ნაკრების ექსთავკაცმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას არ აღმოაჩნდება საიმისო თანხა, რათა მის მიერ დატოვებულ თანამდებობაზე უცხოელი სპეციალისტი მოიყვანოს.

"უცხოელი? უცხოელ მწვრთნელს 20-30-ჯერ მეტი უნდა უხადო, ვიდრე მირონ მარკევიჩს. მეეჭვება, ფედერაციაში ამხელა ფული იყოს. თანაც იბადება კითხვა – რას მოგვცემს უცხოელის დანიშვნა? სანამ საქმის ყურში ჩადგება... სანამ ის, სანამ ეს... მაგრამ... ეს არაა ჩემი საქმე. ჩემი გონება "მეტალისტითაა" დაკავებული, ხოლო ნაკრებზე ისე ვსაუბრობ, როგორც რიგითი გულშემატკივარი. ნაკრების ბედი ყოველთვის ამაღელვებს.

გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ იური კალიტვინცევთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ან როგორი უნდა მქონდეს? მას პატივს ვცემ – როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. იმედია, ისიც იგივეს იტყოდა ჩემზე. მწვრთნელის პროფესია კი ასეთია: დღეს მოიგე და გმირი ხარ, ხვალ წააგებ და ყველაფერი შენ დაგბრალდება. ამისთვის მზად უნდა იყო. ეს ეტაპი გავლილი მაქვს, კალიტვინცევი კი გზის დასაწყისშია", - თქვა მარკევიჩმა, ვინც აგვისტოში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა