"ვალენსიას" არგენტინელი ნახევარმცველი, რომელიც ლა ლიგაში შორეული დარტყმების სპეციალისტად არის ცნობილი, შარში გაეხვა
"ვალენსიას" არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა, რომელიც ლა ლიგაში შორეული დარტყმების სპეციალისტად არის ცნობილი, შარში გაეხვა - "ტვიტერის" გვერდზე მან გამოაქვეყნა მოწოდება კლუბის პრეზიდენტ მანუელ ლორენტესადმი და მწვრთნელ უნაი ემერისადმი - გაეცალეთ ჩვენს გუნდსო.

ეს ყველაფერი "მალიორკასთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ მოხდა. ახლა კოსტა ამტკიცებს, რომ მას "ტვიტერზე" "შემთხვევით დაეპოსტა" სხვისი აზრი. ფეხბურთელი მწვრთნელსა და პრეზიდენტს უბოდიშებს, რომ სრულიად შემთხვევით გახდა უნაი ემერის მოხსნის კამპანიის მომხრეთა შორის. "ჩემს გვერდზე შეცდომაა. არასოდეს ცხოვრებაში არ დავუჭერ მსგავს რამეს მხარს, არ დაიჯეროთ", - დაწერა ტინომ მოგვიანებით "ტვიტერზე", მაგრამ დაუჯერებენ?

17-მატჩიანი სასჯელი მწვრთნელის ცემისთვის

"ალ ვასლის" მეკარე მაჯედ ნასერს 17-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს "ალ აჰლის" მწვრთნელის, ესპანელი კიკე სანჩესის გასილაქებისათვის. კიკეს მეკარე უკნიდან მიეპარა და თავში მაშინ ჩასცხო, როცა ესპანელი ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა. მეკარე 30 ათასი დრაჰმითაც (6, 2 ათასი ევრო) დააჯარიმეს. ეს ყველაფერი საამიროების თასის ნახევარფინალში მოხდა. სხვათა შორის, კიკე სანჩესი, რომელიც ადრე "ვალენსიას" და "ატლეტიკოს" წვრთნიდა, ვერ მიხვდა, რა მოხდა: "მეგონა, სატელევიზიო კამერა მომარტყეს", - აღნიშნა მან.

მესი კიდევ ოთხჯერ

"ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კიდევ 4 სეზონის განმავლობაში მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი არავის დაანებებს "ოქროს ბურთს": "რამე არაორდინარული თუ არ მოხდა, მომავალი 3-4 "ოქროს ბურთი" ლეოსი იქნება. ამიტომაც, დროა, სხვადასხვა პოზიციაზე დააწესონ პრიზები, თორემ სულ მესი მოიგებს", - იხუმრა "რადიო კატალუნიასთან" საუბარში ალვეშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[PHOTO] პეპესა და პორნო ვარსკვლავის ურთიერთობა - რა ფოტოს აქვეყნებს შეტევაში მიქაუტაძის თანაგუნდელის მეგობარი გოგონა
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
"შენ ხარ ადამიანი, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა" - თოფურიამ დვალიშვილს მიმართა
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
"ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ" - სლოტი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა