ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გადამწყვეტი მატჩები მოახლოვდა

გადამწყვეტი მატჩები მოახლოვდა

ინდიან უელსის მასტერსის მესამე წრეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ძველ ნაცნობს ხვდებოდა
ინდიან უელსის მასტერსის მესამე წრეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ძველ ნაცნობს ხვდებოდა.

სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა 2008 წელს მაიამიში დაამარცხა სერბი, თუმცა გასულ სეზონში ამ ჩოგბურთელთა სამივე მატჩი ნოვაკმა მოიგო. გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა ყოფილა. საათსა და 40 წუთში ანდერსონმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება ვერ შეძლო, არადა, სამი ასეთი შანსი ჰქონდა. თავისი პირველი ბრეიკი სერბმა მეექვსე გეიმში გააკეთა, როცა მისმა მეტოქემ ორმაგი შეცდომა დაუშვა. ამის შემდეგ ჯოკოვიჩმა კიდევ ორჯერ აიღო სამხრეთაფრიკელის მოწოდება. მერვედფინალში მისი მეტოქე პაბლო ანდუხარი იქნება.

მორიგი მარცხი იწვნია ენდი როდიკმა. ამჯერად ამერიკელი ტომაშ ბერდიხთან დამარცხდა. ასე რომ, ერთ დროს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბოლო 14 მატჩიდან მეცამეტედ წააგო საუკეთესო ათეულის წევრებთან. ელიტის წარმომადგენლებთან ბოლო მოგება როდიკს შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე ჰქონდა, როცა დავიდ ფერერი დაამარცხა.

ბერდიხი პირველივე წუთებიდან დომინირებდა და საწყის გეიმში ბრეიკი გააკეთა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად. მეორე პარტიაში როდიკი გააქტიურდა. 3:3-ზე მან ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი მესამე ცდაზე სეტის აღება მოახერხა. მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში ბერდიხმა ინიციატივა დაიბრუნა.

მან ადრეული ბრეიკი გააკეთა, რამაც 3:1 დაწინაურების საშუალება მისცა. თავის გეიმებზე ჩეხი მშვიდად იღებდა ქულებს და მეტოქეს მხოლოდ შვიდი გათამაშება დაუთმო. 2:5-ზე როდიკმა ორჯერ მარჯვნიდან არაზუსტად ითამაშა, შემდეგ ორმაგი შეცდომაც დაუშვა და ბერდიხს სამმაგი ბრეიკ-პოინტი აჩუქა, რომელიც ჩეხმა ზუსტი ფორჰენდით გამოიყენა.

საინტერესოა, რომ ბერდიხი მერვედფინალში ნიკოლას ალმაგროს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ მათი მატჩი ავსტრალიის ღიაზე სკანდალით დასრულდა: ბერდიხმა მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, რადგან მიიჩნია, რომ ალმაგრომ ერთ-ერთი გათამაშების დროს შეგნებულად გაარტყმა ბურთი.

მესამე წრეში მამაკაცებს შორის ერთი სენსაცია მაინც მოხდა - მერვე ნომრად განთელისმა მერდი ფიშმა ზელანდელ მეტიუ ებდენთან წააგო - 3:6, 4:6. თუმცა ამ სენსაციას შეიძლება ფორმალური ვუწოდოთ იმის გამო, რომ გასული სეზონის ბოლო ნაწილიდან მოყოლებული, ფიში შორს არის ოპტიმალური ფორმისგან.

ზედიზედ მეექვსე ტურნირია ამერიკელი ვერ ახერხებს მეოთხედფინალამდე მიღწევას, გარდა ამისა, 2011 წლის შემაჯამებელ ტურნირზე სამივე მატჩი წააგო, ჰოპმანის თასზე - სამიდან ორი. თუმცა ერთი პოზიტიური მომენტი იყო - მერდიმ დევისის თასზე ურთულეს მატჩში სტანისლას ვავრინკას მოუგო და ამით ამერიკის მეოთხედფინალში გასვლას შეუწყო ხელი.

ქალებმა დაასრულეს მერვედფინალისტების გამოვლენა. რთული მატჩი ჰქონდა კაროლინ ვოზნიაცკის, რომელსაც ორსაათნახევარი დასჭირდა სოფია არვიდსონის წინააღმდეგობის დასაძლევად.

პირველ სეტში შვედის უპირატესობა აშკარა იყო. მან პირველივე გეიმი მოიგო მიღებაზე და მეთოდურად ზრდიდა სხვაობას. 5:3-ზე კაროლინმა კიდევ ერთი საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი წააგო. მეორე სეტში ვოზნიაცკიმ მოახერხა თამაშის მსვლელობის შემოტრიალება, თუმცა ეს პარტიის ბოლოსკენ მოახერხა - 4:5-ზე კარომ მომდევნო 11 გეიმიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. 5:2-ზე ვოზნიაცკიმ შესანიშნავი შემოვლითი დარტყმით გამოიყენა მატჩ-პოინტი და მერვედფინალში ანა ივანოვიჩზე გავიდა.

უფრო დამაჯერებელი იყო მარია შარაპოვას გამარჯვება სიმონა ჰალეპთან. მეორე ნომრად განთესილი პირველ სეტში კორტის სრული ბატონ-პატრონი იყო. უკვე მესამე გეიმში მან ბრეიკი გააკეთა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

ამ პარტიაში რუსმა მეტოქის სამივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია. არანაკლებ წარმატებით დაიწყო მარიამ მეორე სეტიც. რუმინელმა ორმაგი შეცდომით დათმო საკუთარი გეიმი, თუმცა მეცხრეში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ იქვე ჰალეპმა კიდევ ერთი ბრეიკი აჩუქა მარიას.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

კაცები. III წრე

ჯონ ისნერი (აშშ, 11)-ხუან მონაკო (არგ, 22) 7:5, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 29) 6:2, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 13)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 23) 6:4, 6:4; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:6, 6:4; მეტიუ ებდენი (ზელ)-მერდი ფიში (აშშ, 8) 6:3, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 4:6, 6:2, 7:6; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ენდი როდიკი (აშშ, 30) 6:3, 4:6, 6:2; რაიან ჰარისონი (აშშ)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ) 6:4, 7:5.

ქალები. III წრე

მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:2, 6:0; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 23)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 10) 6:2 უარი; ნადია პეტროვა (რუს, 30)-სამანტა სტოსური (ავსტრა) 6:1, 6:7, 7:6; რობერტა ვინჩი (იტა, 21)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16) 6:7, 6:0, 6:4; მარია კირილენკო (რუს, 20)-ლურდეს დომინგეს-ლინო (ესპ) 6:2, 4:6, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 2)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:3, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 15)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 6:7, 6:3, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-სოფია არვიდსონი (შვედ) 3:6, 7:5, 6:2.

1/8 ფინალი

აზარენკა (1)-გორგესი; ჰემპტონი-ა. რადვანსკა (5); მაკჰეილი (32)-კერბერი (18); ზაკოპალოვა-ნა ლი (8); ბარტოლი (7)-საფაროვა (23); ივანოვიჩი (15)-ვოზნიაცკი (4); პეტროვა (30)-კირილენკო (20); ვინჩი (21)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა

ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება

დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს

მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა

"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი

წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას

ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება

[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...

სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს

სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა

ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს

"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა

"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა

[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი

[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა

[VIDEO] მამუკელაშვილი V ბითაძე - "ტორონტომ" 21-ქულიანი ქამბექი შეასრულა

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია

საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა

[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია