დამოკიდებულება ანეკდოტურია: "კიდევ ერთი პრობლემა დამემატა - მეზობელმა ახალი მანქანა იყიდა"
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი რომ განაცხადა, ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია, მათ შორის, რუსეთსა და სომხეთში.

მათ რეაქციაში ირონია და ცინიზმი იგრძნობა და ამბობენ, პროექტის ჩაგდებას ტექნიკური მხარე გამოიწვევსო.

სომხურ ინტერნეტ-გაზეთ "ლრაგირში" კი ჟურნალისტი თავისიანებს მოუწოდებს, აჯობებს, საკუთარ მამიდას მივხედოთო.

მეზობლის "მანქანა" და ჩვენი "საზრუნავი"

"ერთმა სომხურმა ტელეკომპანიამ საკითხი უკვე განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ევრო 2020-ის მასპინძლობის არანაირი შანსი არ აქვთ. მედიასაშუალება შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობდა: ერთობლივი განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ ქვეყნები ერთმანეთის ორგანულ გაგრძელებას წარმოადგენენ.

მათი ლოგიკით, ასეთები იყვნენ პოლონეთი და უკრაინა. ცხადია, გადაცემას ამ სლავური ქვეყნების მცხოვრებლები ვერ უყურებდნენ და ბევრი დაკარგეს, რადგან საკუთარ თავზე საინტერესო "სიახლეს" შეიტყობდნენ.

იაპონია და სამხრეთ კორეაც არ ყოფილან ერთმანეთის ორგანული გაგრძელებები, მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მაინც ერთად უმასპინძლეს.

სინამდვილეში რაციონალური იქნება იმის თქმა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი უეფას ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, არც საკმარისი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და ტურნირს ამიტომ ვერ უმასპიძლებენ.

...ჩვენს ტელეეთერში ძალიან ბევრი ილაპარაკეს ქართულ-აზერბაიჯანულ განაცხადზე, როდესაც იგივე დრო სომხეთისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებისთვის შეეძლოთ დაეთმოთ; ან ემსჯელათ, შეუძლია თუ არა სომხეთს იგივე სახის აქტიურობით თავის გამოჩენა?

განსახილველია არა ის, ღირს თუ არა ევრო 2020-ში მონაწილეობა, თუ ის საქართველო-აზერბაიჯანში ჩატარდება, არამედ, გვაქვს კი თავად რაიმე მსგავსი რეგიონული ინიციატივები?

საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი განაცხადის წარდგენას რომ აპირებენ, ეს უკვე არის შანსი, ან მცირე შანსის გამოყენება.

მმართველი და ოპოზიციური ჯგუფები საერთოდ არ გვთავაზობენ რეგიონულ პროექტებს, მათ შორის, ქართულ-სომხურ ერთობლივ იდეასაც კი.

ამოცანა ის კი არაა, ჩვენს პროექტებს როგორ მიიღებენ აზერბაიჯანი და საქართველო. დაე, უარი თქვან. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ დროს მივაწოდოთ ევროპასა და მსოფლიოს საჩვენო ინფორმაციები. ამაში კი სომხური დიასპორა უნდა გამოვიყენოთ.

P.S. მეგობარმა ზუსტად მითხრა, რომ (სააკაშვილის ინიციატივაზე) ჩვენი დამოკიდებულება ისეთია, როგორიც ანეკდოტში: პრობლემები ისედაც მრავლად მქონდა და ახლა კიდევ ერთი დამემატა - მეზობელმა ახალი მანქანა იყიდა".

ცხადია, საქართველო-აზერბაიჯანში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ბევრს არ სჯერა, მაგრამ ორიოდე დღის წინ ასეთი ამბავი მოხდა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი ბაქოში "ტოპიკ ბახრამოვის" სახელობის სტადიონს ესტუმრა, რომლის განახლებაც სრული ტემპით მიმდინარეობს.

თავიდან სტადიონის ტევადობა 29 700 მაყურებელზე იყო გათვლილი, თუმცა ალიევმა ტრიბუნების კიდევ 2 500 ადგილით გაზრდა მოითხოვა და განახლებული "ტოპიკ ბახრამოვი" 31 200 მაყურებელს დაიტევს.

რა არის ამაში საინტერესო? "ბახრამოვი" იმ კრიტერიუმს დააკამყოფილებს, რაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას სჭირდება - სტადიონი 30 ათასს მაყურებელზე ნაკლებს არ უნდა იტევდეს.

თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება დღემდე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
damokidebuleba anekdoturia: “kidev erTi problema damemata - mezobelma axali manqana iyida”

saakashvili
აი, ხომ ხედავთ?! :D ამ ქვეყანაში ლიბერალიზმი ჯერ კიდევ უცხო ხილია..
dato
ნეტა სომხეთშიც თუ ასე უფრთხილდებიან და წონიან საკუთარ განცხადებებს, რომ ქსენოფობიაში არ ჩამოართვან? რატომგაც არა მგონია. ან რას ხედავთ ამ სტატიაში ქსენოფობიურს?
georgiano
განსაკუთრებით მომეწონა ეს კომენტარი, რომელიც აშკარად არაა ქართველის ხელით დაწერილი - "მე ვფიქრობ ავტორმა დაუფშვიტინა და თუ არა მაშინ მე დავუფშვიტინებ". ჯიგარო-ჯან, "დავუფშტვინებ" თუ უკვე დაუფშტვინე?
G
ყოველთვის საქართველო ათრევდა სომხეთს და მაგიტომაც, შურიანები არიან და მათ იმის გარდა სხვას ტ**** ულოკონ მეტი არ შეუძლიათ. მცდელობათ მაინც გირს თუ კი ვერ დავაკმაყოფილებთ FIFA_ს სტადარტებს.
nikkk
რა შუაშია ქსენოფობია თუკი არის ფაკტები და წერენ მსგავსი სახის სტატიებს ჩვნ რა უფლბა არ გვაქვს ვიცოდეთ. ქსენოფობიური შისების გამო გარკვეულ ინფორმაციბზე უარი ვთქვათ და რთგვარი ცენზურა დავაწესოთ "მორალური" :))? არ გავაბრაზოდ ჩვენზე მოქირქილენი ჰო? :)))
ilia
რა ქსენოფობია. ყველაფერი სწორია. ნეტა რატო ვძულვართ სომხებს ასე
archili
მე ვფიქრობ ავტორმა დაუფშვიტინა და თუ არა მაშინ მე დავუფშვიტინებ.
saakashvili
პატივცემულო ავტორო, ქსენოფობიის პოპულარიზაციას ხომ არ უწყობთ ხელს ამ სტატიით?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე