"ბორჯღალოსნები" პრინციპულ მეტოქესთან საპაექროდ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადებიან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შაბათს, 17 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" უკვე ორი დღეა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ტრადიციულად პრინციპულ მეტოქესთან საპაექროდ ემზადებიან.

უკვე ვწერდით, რომ რუმინული მატჩისგან განსხვავებით, გუნდში ორი ცვლილებაა. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო გარემარბი გიორგი შკინინი დააკლდება, დისკვალიფიცირებულია და ვერ ითამაშებს მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილიც. "ბორჯღალოსნებს" დაემატნენ პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი) და მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

რუსეთის ნაკრები კი ამ დროს სოჭში ემზადება. ჩვენი მეტოქის უელსელმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა გაფართოებულ შემადგენლობაში 28 მორაგბეს უხმო. გასულ უქმეებზე უკრაინასთან გამართულ მატჩში მოთამაშე შემადგენლობიდან გუნდს დააკლდა გარემარბი დენის სიმპლიკევიჩი (ენისეი).

სამაგიეროდ, ჯოუნზმა ისევ გამოიძახა ეროვნულ გუნდში მესამეხაზელი ვიქტორ გრესევი (ვოსფსი) და ცხრა ნომერი ალექსანდრ იანუშკინი (ვვა). რუსებს დაემატათ ასევე შერკინების კვაჭი სტანისლავ სელსკი (ენისეი), რომელიც შარშან თბილისში გამართულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს კაპიტნობდა.

რუსთა გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაეხმარებიან შერკინების კვაჭი ვლადისლავ კორშუნოვი (ვოსფსი), მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი (სეილ შარქსი), ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი) და გარემარბი ვლადიმირ ოსტროუშკო (კრასნოდარი).

რუსთა რიგებში არ არიან ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები. სამაგიეროდ, გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაშია მესამეხაზელი პაველ კვერნაძე, თუმცა უცნობია, ითამაშებს თუ არა ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.

რუსეთის ნაკრები თბილისში ერევნის გავლით 15 მარტს, გვიან ღამით ჩამოვა. მეორე დღეს კი მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე რუსი მორაგბეები კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ თამაში 15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).

#15: ბექა წიკლაური (გდინია).

რუსეთის ნაკრები

შერკინება: დენის ანტონოვი, ვლადიმირ ბოლტენკოვი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, არტიომ ფატახოვი, ანდრეი გარბუზოვი, ნაზირ გასანოვი, ვიქტორ გრესევი, კირილ კოპეშკინი, კირილ კულემინი, პაველ კვერნაძე, სტანისლავ სელსკი, ანტონ სინიცინი, მაქსიმ სტურცა, ევენი ტიტოვი, ინოკენტი ზიკოვი, ალექსეი ვოლკოვი.

უკანა ხაზი: მიხაილ ბაბაევი, პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, გერმან გოდლიუკი, ალექსანდრ იანუშკინი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ შაკიროვი, სერგეი ტრიშინი.

ერთა თასი 2012

ა თ მ ფ წ ბ ქ

1.ესპანეთი 3 2 0 1 +36 10

2.საქართველო 3 2 0 1 +24 10

3.რუმინეთი 3 2 0 1 +27 10

4.რუსეთი 3 2 0 1 -5 9

5.პორტუგალია 4 1 0 3 -28 6

6.უკრაინა 2 0 0 2 -54 0

ორი წლის ჯამი

ა  თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 8 7 0 1 +157 32

2.რუმინეთი 8 5 0 3 +124 26

3.ესპანეთი 8 4 0 4 -47 20

4.რუსეთი 8 4 0 4 -3 20

5.პორტუგალია 9 4 0 5 -13 20

6.უკრაინა 7 0 0 7 -218 0

ერთა თასი. V ტური

17 მარტი

საქართველო-რუსეთი

ესპანეთი-რუმინეთი

უკრაინა-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bondo
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო!!!ჩვენი ომი სპორტია.კიდევ ერთხელ გაახარეთ ქართველი ერი.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს