ყველასთვის მოულოდნელად ოქრო რუსეთის ეროვნული გუნდის წევრმა ვალენტინა გუნინამ დაიმსახურა
თურქულ გაზიანთეფში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი. ყველასთვის მოულოდნელად ოქროს მედალი რუსეთის ეროვნული გუნდის წევრმა ვალენტინა გუნინამ დაიმსახურა.

13 მარტს გადამწყვეტ და პრინციპულ პაექრობაში მან თეთრი ფიგურებით 38-ე სვლაზე აჯობა ერთპიროვნულ ლიდერ ანა მუზიჩუკს (სლოვენია), რომელიც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ქულით უსწრებდა.

ორივე დიდოსტატმა საბოლოოდ 11 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულა მოაგროვა. გუნინა უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა. მუზიჩუკს ბრინჯაოს მედალი ხვდა. მეორე ადგილი ასევე, 8,5-ქულიანმა ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ დაიკავა. ბოლო ტურში რუსმა დიდოსტატმა შავი ფიგურებით ნანა ძაგნიძე დაამარცხა.

დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მე-11 ტურის პარტიები ასე დამთავრდა: კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5, ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) - სოფიკო გურამიშვილი 0,5:0,5, ნინო ხურციძე - ალექსანდრა გომიაჩკინა (რუსეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი - მერი არაბიძე 0,5:0,5, მირანდა მიქაძე - ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) 0:1, მარია კურსოვა (სომხეთი) - სალომე მელია 0:1, ზუზანა ბოროსოვა (რუსეთი) - სოფიო გვეტაძე 0:1.

ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთესი შედეგი ხოტენაშვილმა აჩვენა - 7,5 ქულით მე-9 ადგილი. სხვათა მონაგარი აკი ასეთია: 13. ნინო ხურციძე (7 ქულა), 14. ნანა ძაგნიძე (7), 15. სალომე მელია (7), 17. ლელა ჯავახიშვილი (7), 25. სოფიკო გურამიშვილი (6,5), 28. ნინო ბაციაშვილი (6,5), 32. მერი არაბიძე (6,5), 42. სოფიო გვეტაძე (6), 43. ნაზი პაიკიძე (6), 44. მირანდა მიქაძე (6).

საგულისხმოა, რომ უკვე განვლილ ევროპის 13 ჩემპიონატში ჩვენებურთაგან მხოლოდ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს აქვს მოპოვებული ბრინჯაოს მედალი 2000 წელს ბათუმში. მას შემდეგ ინდივიდუალურ პირველობებში, სამწუხაროდ, კვარცხლბეკს ვერავინ გაეკარა.

გაზიანთეფში 15-16 მარტს მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონობას სწრაფ ჭადრაკში, ხოლო 17-18 მარტს ბლიცში გაითამაშებენ. ორივე ტურნირის საპრიზო ფონდია 10-10 ათასი ევრო.

მიხეილ მჭედლიშვილი დუეტში

ხუთი მოგება და სამი ყაიმი - ამგვარი მონაგრით ქართველი მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილი რუს მაქსიმ ტუროვთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს უზბეკი დიდოსტატის გიორგი აგზამოვის მე-6 საერთაშორისო მემორიალში, რომელსაც ტაშკენტი მასპინძლობს.

მთავარი პრიზისთვის (5000 დოლარი) ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის 110 მოჭადრაკე ჩაება, მათ შორის - 15 დიდოსტატი. მჭედლიშვილმა, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის (19 მარტს ბულგარეთში დაიწყება) ემზადება, ტურნირში ირინა გევორქიანი, ელბეკ ალიკულოვი, ნიკიტა ხოროშევი, ანდრეი კვონი (ყველა - უზბეკეთი), რასეთ ზიატდინოვი (აშშ) დაამარცხა, ხოლო ბეგალი საიდოვს, ჯანგირ ვარადოვსა (ორივე - უზბეკეთი) და ბორის გრაჩევს (რუსეთი, ასპარეზობის რეიტინგფავორიტი - 2705) დაუზავდა.

8 ტურის შემდეგ, ტუროვის მსგავსად, 6,5 ქულა აქვს. დღეს გადამწყვეტ პარტიაში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ბორის გრაჩევი, ანტონ ფილიპოვი (უზბეკეთი), გადირ გუსეინოვი, რაუფ მამედოვი (ორივე - აზერბიჯანი), ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა) და რუსტამ ხუსნუტდინოვი (ყაზახეთი) დჩამორჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს