ზაქათალის "სიმურგის" ქართველმა თავკაცმა გუნდს სეზონი მეშვიდე ადგილზე უნდა დაასრულებინოს
მცირე ხნის წინ რუსი სპეციალისტი სერგეი იურანი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი გიორგი ჩიხრაძე დანიშნეს.

კლუბის პრეზიდენტი ანარ ბექიროვი თვლის, რომ ქართველი მწვრთნელი გუნდს მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს:

"ჩიხრაძეს "სიმურგის" ახალ დონეზე აყვანა შეუძლია. დიდი ხანია, რაც ეს 44 წლის სპეციალისტი აზერბაიჯანში მუშაობს და ჩვენს ფეხბურთს კარგად იცნობს.

კლუბის ხელმძღვანელობას მისი გვჯერა და გვწამს, რომ მომავალი სეზონიდან ზაქათალელი გულშემატკივრები ბრძოლისუნარიან და მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ "სიმურგს" იხილავენ".

"სიმურგის" აღმასრულებელი დირექტორი ვაგიფ ალიევი კი ამბობს:

"გიორგისთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გავაფორმეთ. მის წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას - "სიმურგმა" სეზონი მეშვიდე ადგილზე უნდა დაასრულოს. შემდეგ წელიწადში ჩვენი პროგრამა პირველ ექვსეულში მოხვედრაა, შემდეგ კი - ოქროს მედლებისთვის ბრძოლა.

"სიმურგი" ამბიციური გუნდია და ჩვენ აზერბაიჯანულ ფეხბურთში ლიდერობა გვსურს".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიხრაძეს დამთავრებული აქვს მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა და პროლიცენზიის მფლობელია. ის სამი წლის განმავლობაში იყო თბილისის "ამერის" მთავარი მწვრთნელი, სადაც ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს. 2009 წლიდან ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე