ჩვენებურის "ატლანტამ" დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ "დენვერთან დამატებით დროში ერთი ქულით წააგო
ზაზა ფაჩულიას გუნდმა სტუმრად დამატებით დროში, ერთი ქულით წააგო დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ "დენვერთან.

ქართველ ცენტრს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა მატჩის ყველაზე საპასუხისმგებლო ეპიზოდში ხელი მოეცარა. როცა დამატებითი დროის დასრულებამდე 3,5 წამი რჩებოდა, ფაჩულიამ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ბურთი მიიღო. იგი ფარისკენ დაიძრა და თითქოს გამარჯვების ბურთიც უნდა ჩაეგდო, თუმცა იტალიელი დანილო გალინარის დაცვითმა ტაქტიკამ თავისი ქნა.

ზაზას ფარქვეშიდდან ნასროლი გამარჯვების ბურთი კალათში არ ჩაეშვა და შეხვედრაც დასრულდა - 118:117 "დენვერის" სასარგებლოდ.

ამ აცილებული ბურთის მიუხედავად, ფაჩულიაზე აუგს ვერავინ იტყვის. ზაზამ დამაჯერებლად იმუშავა ფარქვეშ და ჯოშ სმიტთან ერთად მატჩში საუკეთესო - 13 მოხსნა მიითვალა. ამასთან ერთად 6 ქულა და 2 პასიც მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-ჯერ შეუტია დენვერელთა ფარს და 3-ჯერ მისმა ტყორცნამ მიზანს მიაღწია.

ამ წაგებით "ატლანტა" გაემიჯნა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეზე მყოფ "ინდიანას" და მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. დასავლური ტურის ფარგლებში ატლანტელები მომდევნო შეხვედრას ლოს ანჯელესში - "კლიპერსთან", 15 მარტს გამართავენ.

gbf.ge

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო