"ვერდერის" პერუელ გოლეადორს "ჰანოვერის" მცველ პოგატეცისთვის სილის გარტყმა ორმატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა

კვირას "ვერდერის" პერუელი გოლეადორი კლაუდიო პისარო ძალიან ცუდად მოიქცა - მან "ჰანოვერის" მცველ ემანუელ პოგატეცს სილა გაარტყა!

მართალია, ამ დღეებში პისარომ ბოდიში არაერთხელ მოიხადა და აღიარა, ძალიან სულელურად მოვიქეციო, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველა: გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა "ვერდერის" ფორვარდს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და პრინციპში, პისაროს უნდა უხაროდეს, უფრო მძიმე სასჯელს რომ არ გამოჰკრა ხელი.

"ისე, გულახდილად ვამბობ, რომ სილის გარტყმა არ მინდოდა. მე მხოლოდ პოგატეცის ხელის მოშორებას ვცდილობდი და საბოლოოდ სახეში არცთუ ძლიერი გარტყმა გამომივიდა. გასაგებია, რომ ეს ახლა არავის სჯერა, მაგრამ ეს ასეა," - თქვა გუშინ "ვერდერის" თავდამსხმელმა.

თუკი "ვერდერი" ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს (აზრი არც ექნება), პისარო უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს და ბრემენელებს ვერც დორტმუნდში დაეხმარება და ვერც "აუგსბურგთან". ეს თომას შააფის გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან პერუელს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის