ლიპი "რაი სპორტის" ჟურნალისტს ესუბრა და სერია A-ში არსებული ვითარება გააანალიზა
მარჩელო ლიპის შეთავაზებები ნამდვილად არ აკლია, მაგრამ როგორც ჩანს, თავს უქმადაც შესანიშნავად გრძნობს და არსად წასვლის სურვილი არ აქვს.

არის თავის რანჩოზე რეჯიო კალაბრიაში და პერიოდულად ჟურნალისტებს თავის შთაბეჭდილებებსა თუ მოსაზრებებს უზიარებს. გუშინ, მარჩელო "რაი სპორტის" ჟურნალისტს ესუბრა და სერია A-ში არსებული ვითარება გააანალიზა. მოვუსმინოთ მაესტროს:

"ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უპირატესობას "იუვენტუსს" ვანიჭებდი, მაგრამ დღეს ფავორიტად "მილანი" მიმაჩნია. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, მაშინ "იუვე" იყო ლიდერი, დღეს კი "როსონერია". როდესაც ცხრილში პირველი ადგილი გიკავია, მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და აღარ გიწევს იმაზე ნერვიულობა, როგორ ითამაშეს კონკურენტებმა.

თუ "მილანი" დარჩენილ თამაშებში ქულათა მაქსიმუმს აიღებს, სკუდეტოც მას დარჩება და ბუნებრივია, რომ ფავორიტი სწორედ მასიმილიანო ალეგრის გუნდია. თუმცა, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და არ გამოვრიცხავ, რომ ვითარება კიდევ შეიცვალოს. ერთი ფაქტია, დღეს ‘მილანი" ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ალეგრის ტრავმების გამო ნახევარი გუნდი აკლია".

ლიპის კიდევ ერთხელ ჰკითხეს ანტონიო კონტეს შესახებ და კოლეგის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება სთხოვეს: "კონტემ ყველაზე მთავარი

შეძლო, მან ერთ მუშტად შეკრა გუნდი და ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა. ყოველთვის ამას ვიმეორებ, მთავარია, რომ გუნდი ერთსულოვანი იყოს და ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდეს.

მართალია, ბოლო დროს ტურინელებს ფრეები დასჩემდათ და ყველაფერი ისე კარგად ვეღარ არის, როგორც იყო, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

"იუვეს" კონტეს თავკაობით მთავარი თამაშები ჯერ კიდევ წინ აქვს და არა მხოლოდ ამ სეზონში, ზოგადად. "იუვეს" ასეთი აღმასვლა შესაძლოა თვითონ ფეხბურთელებისთვისაც მოულოდნელი იყო და რაღაც ეტაპზე ამან უკურეაქცია გამოიწვია - თუმცა, ეს დროებითია და დარწმუნებული ვარ, "ვეკია სენიორა" მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ ფორმას".

ბოლოს, ლიპიმ იტალიური საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა და სერია A-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურის დაკარგვაზე გაამახვილა ყურადღება. იტალიელმა ჟურნალისტმა ლიპის თავისივე კომენტარი გაახსენა, რომელიც მაესტრომ დაახლოებით ორი წლის წინ გააკეთა, როდესაც სერია A-ს ჯერ კიდევ ოთხი გუნდი გაჰყავდა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე - ჯერ სწორედ ის ძველი კომენტარი გავიხსენოთ და შემდეგ ახალსაც გავეცნოთ…

აი, რა თქვა დაახლოებით ორი წლის წინ მაესტრომ: "სერია A-სა და ბუნდესლიგას შორის ძალიან პატარა სხვაობაა და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ერთი საგზური დავკარგოთ. თუმცა, ეს შეიძლება დადებითადაც აისახოს ჩვენს ფეხბურთზე, ცოტა გამოვფხიზლდეთ და ევროპაექრობებს მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ეს არ ითქმის, მაგრამ მეჩვენება, რომ ევროპის ლიგის თამაშებში სერია A-ს წარმომადგენლები ბოლომდე არ იხარჯებიან.

არადა, სეზონის მსვლელობისას საშუალო იტალიური გუნდები გამალებით იბრძვიან ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, მაშინ რაღა აზრი აქვს ასეთ ბრძოლას თუ ტურნირში განახევრებული შემადგენლობით და ნახევარი ძალით უნდა ითამაშო? ამან კარგი არაფერი მოგვიტანა, როგორც ხედავთ, უეფას რეიტინგში პოზიციას ვკარგავთ და ეს პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს".

აქვე, ახალი კომენტარი ამ მართლაც აქტუალურ საკითხზე: "დიახ, მაშინ ვივარაუდე კიდეც, რომ ლიგის საგზურს აუცილებლად დავკარგავდით და სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა - გერმანულ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე მთლიანობაში ვჯობნით, მაგრამ აი ევროპის ლიგას არა და არ დაადგა საშველი.

მიმდინარე სეზონში ბევრი ვერაფრით დავიკვეხნით, მხოლოდ "უდინეზე" შემორჩა ამ ტურნირს და ისიც ახლოს არის გამოვარდნასთან. "ლაციო" მადრიდის "ატლეტიკოსთან" გაჩერდა და რომაელები იმით ინუგეშებდნენ თავს, რომ მათთვის პრიორიტეტული მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლდათ - კი, მაგრამ, რომ არა ასეთი წარუმატებელი ასპარეზობა ევროპის ლიგაზე, სერია A ისევ ოთხ გუნდს გაიყვანდა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე და "ლაციოს" ამოცანა დღეს ბევრად მარტივი იქნებოდა. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ეს კარგად უნდა გავითავისოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა