იტალიელი ჟურნალისტების გამოსწორება არ იქნება - მთელი გასული სეზონის განმავლობაში წერდნენ იმის შესახებ, რომ "მილანის" მესვეურებმა კლაას იან ჰუნტელაარში სულ ტყუილად გადაყარეს ფული, დღეს კი იმას ამტკიცებენ...

იტალიელი ჟურნალისტების გამოსწორება არ იქნება - მთელი გასული სეზონის განმავლობაში წერდნენ იმის შესახებ, რომ "მილანის" მესვეურებმა კლაას იან ჰუნტელაარში სულ ტყუილად გადაყარეს ფული, დღეს კი იმას ამტკიცებენ, ჰოლანდიელის "შალკეში" გაშვება დიდი შეცდომა იყო და ადრიანო გალიანიმ არასწორი ნაბიჯი გადადგაო. საქმე იმაშია, რომ ჰუნტემ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ორი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა და ჯამში ხუთი გოლი გაიტანა. ის, რომ ჰოლანდიის უმთავრესი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფს სათავეში უდგას, დიდწილად სწორედ კლაას იანის დამსახურებაა, რაც ბუნებრივია, რომ იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ. მყისვე შეეხმიანენ გალიანის და მიახალეს, ეს რა ქენი, ასეთი ფორვარდი რატომ გაყიდეო. აქვე, გაცხარებული სინიორ ადრიანოს პოზიცია:

"ჰუნტელაარი რომ ძალიან კარგი თავდამსხმელია, თქვენზე უკეთ ვიცი და ამის შესახებ მთელი წლის განმავლობაში თავის მართლების პოზიციიდან გესაუბრებოდით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოთ, რომ მე მთავარი მწვრთნელის მითითებებით ვმოქმედებ. არ შეიძლება შედეგზე პასუხისნგებელი მწვრთნელი იყოს და ფეხბურთელებს სხვა ადამიანი არჩევდეს. მასიმილიანო ალეგრიმ მკაფიოდ მითრა, რომ ჰოლანდიელი მის გეგმებში არ ჯდებოდა და თუ შესაძლებელი იყო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გვეყიდა. მისი თხოვნა 100%-ით შევასრულეთ და ამისთვის, მწვრთნელმა დიდი მადლობაც გადაიხადა. ჰუნტელაარს დიდ წარმატებებს ვუსურვებ როგორც "შალკეში", ისე ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში".

ამასობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება პრესაში იმის შესახებ, თუ როგორი სქემით უნდა ითამაშოს ახალი ტრანსფერების შემდეგ "როსონერიმ". ალეგრის განკარგულებაში ხუთი სუპერვარსკვლავია, რომელთაგან ერთი ალბათ განწირულია სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის - ფილიპო ინძაგის ვგულისხმობთ, რომელსაც აუცილებლად ექნება თავისი სათამაშო დრო, მაგრამ ასაკი აღარ უწყობს ხელს იმაში, რომ ასეთი დონის კლუბში სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყოს. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: შეიძლება თუ არა, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად ვიხილოთ შემდეგი ოთხეული: ალეშანდრე პატო, რონალდინიო, რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთმა სპეციალისტმა, ჟურნალისტმა და ფეხბურთელმა გამოთქვა მოსაზრება და ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. მოვუსმინოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს:

"შვედეთის ნაკრეებში აპრობირებულია ასეთი მოდელი და უნდა გითხრათ, რომ წარმატებულადაც მუშაობს. მართალია, გასვლით რთულ პაექრობებში უფრო დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკა გვაქვს, მაგრამ საშინაო პაექრობებში ოთხი შემტევით არაერთხელ გვიასპარეზია. ასე რომ, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ პატოს, რონალდინიოს და რობინიოს მხარდამხარ მომიწიოს თამაში. ვფიქრობ, ასეთი შეტევის წინააღმდეგ დადგომა ნებისმიერ დაცვას გაუჭირდება".

დაახლოებით ანალოგიური პოზიცია აქვს კრისტიან აბიატის, რომელიც თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და თუ რატომ, ამას ქვემოთ შეიტყობთ: "ძალიან გამიმართლა, რომ "მილანში" ვთამაშობ და ჩემს კარს იბრაჰიმოვიჩი, პატო, რონალდინიო და რობინიო არ დაემუქრებიან. ეს არის ფანტასტიკური შეტევის ხაზი, რომლისაც აბსოლუტურად ყველას უნდა ეშინოდეს. ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. იქნება თუ არა ოთხივე სასტარტო შემადგენლობაში? - ეს ალეგრის გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი პირადი აზრით, საშინაო შეხვედრებში ეს სავსებით დასაშვებია".

მოკლედ, ყველა იმ აზრზეა, რომ ოთხივემ ძირითადში უნდა იასპარეზოს და დროა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს ოთხივე ძირითადში? - ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომ ცენტყრფორვარდის პოზიციაზე გაირჯება, ამას წყალი არ გაუვა. ერთ-ერთი გარემარბი აუცილებლად ალეშანდრე პატო უნდა იყოს, რადგან ამპლუით თავდამსხმელია და სიღრმეში მისი ჩაწევა არც თუ გონივრული და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. ანუ, დაგვრჩა მეორე გარემარბის ადგილი და გამთამაშებლის პოზიცია. დიახ, მივიღეთ ზეშემტევი, ცოტა უცნაური ტაქტიკა, მაგრამ ჩვენი იტალიელი კოლეგები სწორედ ამაზე წერენ და როგორც ხედავთ, ფეხბურთელებიც ეთანხმებიან. სხვაგვარად უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია, რადგან კლასიკურ ნახევარმცველად არც ერთი ჩამოთვლილთაგანი არ ივარგებს.

მოკლედ, მეორე გარემარბი ან რონალდინიო უნდა იყოს, ანაც რობინიო და შესაბამისად, რომელიც არ იქნება, ის გამთამაშებლობის პოზიციას გაამაგრებს. გაუჩომ ძალიან კარგად მოირგო გარემარბის ამპლუა და წესით, მას არ უნდა შეუცვალონ პოზიცია - გამომდინარე აქედან, სიღრმეში სწორედ რობინიო შეიწევს. ასეთ შემთხვევაში, ძირითადი შემადგენლობიდან კლარენს ზეედორფი უნდა ამოვარდეს, რადგან ანდრეა პირლო და მასიმო ამბროზინი ხელშეუხებელნი არიან. რობინიოს კი მისთვის უჩვეულო ფუნქციების შესრულება მოუწევს, ის აქტიურად უნდა დაეხმაროს დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში "როსონერის" დაცვაზე ორიენტირებული ორი ნახევარმცველი შერჩება, ასე კი თანამედროვე ფეხბურთში არავინ თამაშობს. და მაინც, არაფრით არ შეიძლება ფილიპო ინძაგის დავიწყება, რომელმაც სერია A-ს პირველ ტურში უკვე მოასწრო თავის გამოჩენა.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე