ინდიან უელსის ტურნირში ყველაზე დიდი მოულოდნელობა დენის ისტომინის გამარჯვება მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან დავიდ ფერერთან გახდა
ინდიან უელსის ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ოთხშაბათს ქალებმა ყველა მეოთხედფინალისტი გამოავლინეს, მამაკაცებმა კი 1/16 ფინალში დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა დენის ისტომინის გამარჯვება მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან დავიდ ფერერთან, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა, ისიც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან. უზბეკმა ჩოგბურთელმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარი გეიმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ფერერი არც ისე დამაჯერებლად მოქმედებდა და მისთვის უჩვეულოდ ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა - 4:6, 3:6. ახლა ისტომინი ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელმაც ორი სეტში მოუგო ფერნანდო ვერდასკოს. საინტერესო იყო ამ მატჩის მეორე პარტია, რომელშიც ესპანელმა ექვსი სეტბოლი ვერ გამოიყენა.

ფერერს დავუბრუნდეთ. დავიდმა შეიძლება დაკარგოს რეიტინგში მეხუთე პოზიცია. მისი გასწრება ჟო-ვილფრიდ ცონგას შეუძლია, ოღონდ ამისთვის ფრანგი ნახევარფინალში უნდა გავიდეს. მანამდე ცონგამ სამ სეტში მოუგო რადეკ შტეპანეკს და მერვედფინალში გააღწია, სადაც დავიდ ნალბანდიანს შეხვდება. არგენტინელმა, თავის მხრივ, სამ პარტიაში მოუგო მსოფლიოს მე-10 ჩოგანს იანკო ტიპსარევიჩს.

რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მისი დღევანდელი ფორმის შეფასება რთულია, რადგან ჯერჯერობით სუსტი მეტოქეები ხვდებიან - ვერც ლეონარდო მაიერმა და ვერც მარსელ გრანოლერსმა მსოფლიოს მეორე ნომერს პრობლემები ვერ შეუქმნეს.

მერვედფინალში ესპანელს უფრო სერიოზული გამოცდა ელის - მატჩი ალექსანდრ დოლგოპოლოვთან. თუმცა თავად უკრაინელი არ არის

ოპტიმალურ მდგომარეობაში, რადგან მის თამაშში საკმარისზე მეტი შეცდომაა. მიუხედავად ამისა, მან ტურნირზე მეორე გამარჯვება გაიფორმა - სამ სეტში დაამარცხა მარკოს ბაღდატისი.

ასევე ითამაშებს მერვედფინალში როჯერ ფედერერი. მართალია, შვეიცარიელმა წააგო პირველი სეტი მილოშ რაონიჩთან, მაგრამ შემდეგ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. პირველ პარტიაში როჯერმა ვერაფერი მოუხერხა მეტოქის მოწოდებას, რამაც კანადელს ტაი-ბრეიკზე წარმატება მოუტანა. მეორე სეტი ფედერერმა გაცილებით უკეთ ჩაატარა და სწრაფად გააკეთა ორი ბრეიკი, მესამეში კი ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ასევე შვეიცარიელის ანგარიშზე იყო.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 694 969 დოლარი

III წრე

ტომას ბელუჩი (ბრა)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) უარი; ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 19) 6:2, 7:6(6); დენის ისტომინი (უზბ)-დავიდ ფერერი (ესპ, 5) 6:4, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 28) 6:7(2), 6:3, 6:2; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 5:7, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:1, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 10) 6:3, 3:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მილოშ რაონიჩი (კან, 27) 6:7(4), 6:2, 6:4.

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ანდუხარი (ესპ); ალმაგრო (12)-ბერდიხი (7); ჰარისონი-სიმონი (13); ისნერი (11)-ებდენი; ისტომინი-დელ პოტრო (9); ბელუჩი-ფედერერი (3); ცონგა (6)-ნალბანდიანი; ნადალი (2)-დოლგოპოლოვი (21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" სძლია
"ჰაიდენჰაიმი" ტრავმირებული ზივზივაძის გარეშე "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა