თუ ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ბრძანდებით, შესაძლოა გახსოვდეთ კიდეც, რომ ლეონარდო ბონუჩისა და ანდრეა რანოკიას ტანდემზე ჯერ კიდევ...

თუ ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ბრძანდებით, შესაძლოა გახსოვდეთ კიდეც, რომ ლეონარდო ბონუჩისა და ანდრეა რანოკიას ტანდემზე ჯერ კიდევ მაშინ ვწერდით, როდესაც მათ შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. მაშინ, ეს ორი ფეხბურთელი "ბარიში" ასპარეზობდა, დაცვის ცენტრს ამაგრებდნენ და შესანიშნავად ირჯებოდნენ. მაშინვე ვთქვით, რომ ამ ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი მომავალი ჰქონდათ და ჯერჯერობით, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის.

ანდრეა რანოკიას გასული სეზონის მეორე ნახევარი მთლიანად გაუცდა, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციო შეიქმნა. არადა, ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად იწვევდნენ და ეროვნულ გუნდში მოხვედრის რეალური კანდიდატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ექვსი თვე არ უთამაშია, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მასზე მაინც დიდი მოთხოვნა იყო. საბოლოოდ, ახალგაზრდა უკანახაზელი მილანის "ინტერმა" შეიძინა და იჯარის წეით "ჯენოაში" გაუშვა.

ძალიან ლოგიკური გადაწყვეწტილება იყო, რადგან მილანურ გრანდში პერსპექტიულ ფეხბურთელს სათამაშო დროის დეფიციტი ექნებოდა. ყველამ ვიცით დავიდე სანტონი და მისი მილანური პრობლემები - აშკარად, არ არის "ინტერში" მისი ადგილი, მაგრამ ბედს არ ურიგდება და შედარებით ნაკლებად ამბიციურ გუნდში გადასვლას თაკილობს. არადა, ერთ დროს იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დღეს ყველას მიავიწყდა და თუ პოზიცია არ შეიცვალა, ვგონებთ, კიდევ ბევრ დროს დაკარგავს. რანოკია კი "ჯენოაშია" და მასაც "ინტერში' ასპარეზობაზე ეფიქრება, ეს მისი კომენტარიდან ნათლად ჩანს:

"გენუაში თავს კარგად ვგრძნობ და ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით შევხვდი. ამასთან, ბედნიერი ვარ, რომ უმძიმესი ტრავმა როგორც იქნა მოვიშუშე და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. "ჯენოაში" კიდევ დიდ ხანს ვითამაშებდი, მაგრამ არა მგონია ეს ამბავი გამოვიდეს, რადგან "ინტერს" ჩემი დაბრუნება სურს. ეს ან იანვარში მოხდება, ან უკიდურეს შემთხვევაში, მომავალ ზაფხულს. ბუნებრივია, ამის საწინააღმდეგო არც მე მექნება რამე, რადგან "ნერაძური" ევროპული ფეხბურთის გრანდია და მუდმივად მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. საუბარი რაფაელ ბენიტესთანაც მქონდა მასიმო მორატისთანაც, ორივემ დიდი სიმპატიები გამოხატა ჩემს მიმართ და ასე რომ არ იყოს, არც შემიძენდნენ".

რანოკიას იტალიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პერსოექტივაზეც დაეკითხნენ: "რა თქმა უნდა, ეს ჩემი ოცნებაა და მჯერა, რომ ეროვნულ გუნდში ადგილს დავიმკვიდრებ. მთავარია, რომ ტრავმებმა აღარ შემაწუხოს და სტაბილურად ვიასპარეზო. ნაკრების ბოლო ორ თამაშს ვუყურე და მინდა აღვნიშნო, რომ ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი, ამბობენ თაობა არ მოდისო, მაგრამ მე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს. ჩემი აზრით, ძალიან ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რომელსაც დიდი ამოცანების გადაჭრა ხელეწიფება".

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა