იმედია, ამ შეჯიბრებას ღირსეულად ვუმასპინძლებთ - ბევრად უკეთ, ვიდრე ეს ბელგრადმა შეძლო
14 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა. ვინაიდან სამინისტროს შენობაში რემონტია, შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში შედგა.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადში გამართულ ევროპის პირველობაზე ჩვენმა დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა. აქედან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წილად 5 ჯილდო მოდის - 1 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო, ბერძენ-რომაელთა მონაგარი კი 1 ვერცხლია.

"თავისუფალთაგან" ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84) გახდა, ბესიკ გოჩაშვილმა (55) და დავით ხუციშვილმა (74) ვერცხლი მოიპოვეს, მალხაზ ზარქუა (60) და დავით მოძმანაშვილი (120) მესამეზე გავიდნენ. ბერძენ-რომაელთაგან კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (74) გახდა.

შეხვედრას ეს ბიჭებიც ესწრებოდნენ და ევროპაზე უმედლოდ დარჩენილი სხვა ფალავნებიც, თუმცა პრესკონფერენციის მთავარ მოვლენად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გარდამავალი დროშა იქცა, რომელიც ბელგრადში გადასცეს ჩვენს დელეგაციას, როგორც ევროპის მომავალი ჩემპიონატის მასპინძელს.

დიახ, საკმაოდ ძლიერი კონკურენტების მიუხედავად საბოლოოდ გადაწყდა, რომ კონტინენტის 2013 წლის პირველობას 19-24 მარტს თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (აგრეთვე ქალებში), თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ეს ჩვენი ფედერაციისთვის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრება იქნება, რომელსაც, იმედია, ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ბევრად უკეთ, ვიდრე ეს ბელგრადმა შეძლო. იქ ადგილზე ორგანიზაცია როგორი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ საინფორმაციო უზრუნველყოფა კრიტიკას ვერ უძლებდა - როცა ძიუდოში ან სპორტის უმრავლეს სახეობებში ინტერნეტით საშუალო დონის ტურნირების პირდაპირი რეპორტაჟიც კი ეწყობა, ბელგრადიდან ინფორმაციის მიღება ლამის შეუძლებელი იყო. მხოლოდ ფინალურ ბლოკს აჩვენებდნენ, აი, ინტერნეტში ბადეების განახლება კი ლამის "ქრისტეს პერანგის კერვად" აქციეს.

"თავისუფალთა" ტურნირზე დღის ბოლოს მაინც აახლებდნენ ბადეებს, ბერძენ-რომაელებისაზე კი ჯერ ჩემპიონატის ოფიციალური საიტი გაითიშა, მერე - თვით FILA-სი და მხოლოდ კვირა საღამოს ჩაირთო, თორემ მკითხველს კვარცხლბეკს ვერც მივაწვდიდით. პირდაპირი რეპორტაჟების უზრუნველყოფა და საშეჯიბრო ბადეების განახლება უფრო FILA-ს ტექნიკური ჯგუფის პრეროგატივაა, თუმცა, იმედია, საკუთარი პრესტიჟისთვის მასპინძლებიც იზრუნებენ და მათ საიტის გამართულ მუშაობას მოსთხოვენ.

მანამდე აუცილებელია, ინტერნეტის პრობლემა თავად სპორტის სასახლეში მოგვარდეს და ის პრეს-ლოჟამდე მიიყვანონ. ასევე აუცილებელია პრეს-ცენტრის მოწყობა, რათა მან გამართულად იმუშაოს. იმედია, ჩვენი ფედერაცია ამ პრობლემებს წარმატებით გადაჭრის. მით უფრო, რომ მაღალი დონის ტურნირთა კარგი ორგანიზების გამოცდილება უკვე აქვს - გემახსოვრებათ, 2009 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული პირველობა გაიმართა და გახსნის მაშინდელ ეფექტურ ცერემონიალს ბევრი დიდი ტურნირი ვერ დაიკვეხნის.

ვიმედოვნებთ, ამჯერად უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებას კიდევ უფრო ღირსეულად ჩავატარებთ, რაშიც მინისტრის სიტყვები გვაიმედებს:

"მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უთუოდ შეუწყობს ხელს საქართველოში ჭიდაობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას. სახელმწიფომ, ფედერაციამ, თითეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს იყოს გამორჩეული ჩემპიონატი, ის მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა ვარძელაშვილმა.

ევროპამ მწვრთნელები დააიმედა

FILA-ს გარდამავალი დროშა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ წარმოგვიდგინა, რომელმაც პრესკონფერენცია გახსნა. მის გარდა სპორტსმენებს ვარძელაშვილი და ცნობილი ვეტერანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძეც მიესალმნენ.

გეწაძემ და ვარძელაშვილმა "თავისუფალთა" კარგ გამოსვლასთან ერთად ბერძენ-რომაელთა მოკრძალებული შედეგიც აღნიშნეს, თუმცა ისიც დაამატეს, რომ ამ გუნდში მიღწეულზე მეტი პოტენციალი დაინახეს და სალიცენზიო ტურნირებს იმედიანად ხვდებიან. ახლა ზოგიერთმა თავის წონაში არ იჭიდავა, თორემ შედეგი უკეთესი იქნებოდაო, თქვეს მათ. ხელმძღვანელთა გამოსვლებში გამოსჭვიოდა იმის იმედი, რომ ეს წარმატება სპორტსმენებისთვის სტიმული იქნება და ოლიმპიადისთვის გაათმაგებული შემართებით მოემზადებიან.

პრესკონფერენციის დასასრულს ნაკრებთა მთავარ მწვრთნელებს - ზაზა თურმანიძესა და ბეგი დარჩიას ვთხოვეთ, შეეფასებინათ ბელგრადში ჩვენი გუნდების გამოსვლები, რამდენად კარგად შეასრულეს შეგირდებმა დავალებები და რამდენად სრულყოფილად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

ზაზა თურმანიძე (თავისუფალი ჭიდაობა):

"გოჩაშვილის გამოსვლამ მოლოდინს გადააჭარბა, თუშიშვილისამ - ათჯერ მეტად. ზარქუამაც გაამართლა იმედები, 74-ში კარგი შედეგია, მაგრამ ხუციშვილს ცოტა მეტად რომ მოენდომებინა, უკეთესი მაჩვენებელი გვექნებოდა. ეტყობა, მეტოქის ავტორიტეტმა მაინც იმოქმედა - ცარგუში ხომ მსოფლიოს ორგზის ევროპის აწ უკვე სამგზის ჩემპიონია.

84-ში დავით მარსაგიშვილის ჩემპიონობა აუცილებელი და საჭირო იყო სამომავლოდ თავად სპორტსმენის კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებისთვის.

ცხადია, გოგშელიძის გამოსვლით ოდნავადაც არ ვარ კმაყოფილი და მძიმე წონაშიც მოძმანაშვილს, მინიმუმ, ფინალი უნდა ეჭიდავა.

სალიცენზიო ტურნირებზე ვინ იჭიდავებს, ამაზე ლაპარაკი ჯერ ცოტა ადრეა, ჩამოყალიბებული არ ვართ. თუმც, ვფიქრობ, რომ 55-ში პირველივე ტურნირზე უნდა

მოვიპოვოთ ლიცენზია. ეს ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საამისოდ".

ბეგი დარჩია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა):

"ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით ვარ, რომ 84-ში ვლადიმერ გეგეშიძის, 96-ში კი სოსო ჯაბიძის გამოსვლაში პოტენციალი დავინახე. მანუჩარ ცხადაია სხვა თემაა - ის 66-ის მოჭიდავეა და არა 74-ის, თუმცა მაინც გავიდა ფინალში ანუ მასაც დიდი შესაძლებლობები აქვს.

ცოტა მიჭირს მძიმეწონოსან გურამ ფერსელიძის კრიტიკა, რადგან ძნელ ჯგუფში მოხვდა - მსოფლიოს ჩემპიონი და ამ შეჯიბრების მომავალი გამარჯვებული თურქი რიზა კაიალააპი და სომეხთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იური პატრიკეევი ჰყავდა, რომელიც ბელგრადში მესამეზე გავიდა.

ქემალ ხარაბაძეც ახალ წონაში გამოდიოდა - 55-ში და რევაზ ლაშხიც ზედა წონაში - 66-ში ჭიდაობდა, თუმცა მისგან მაინც მეტს ველოდი. მინიმუმ - სამეულში შესვლას, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემები მასაც ჰქონდა. ამის მიუხედავად, მაინც გამოვიყვანეთ, რადგან სტარტი სჭირდებოდა.

მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა გუნდის შესაძლებლობები გაიზარდა. ფინალს რაც შეეხება, ოქრო უნდა წამოგვეღო, რადგან ის შეხვედრა, ფაქტობრივად, მოგებული იყო. პირველი პერიოდი ჩვენსას მსაჯებმა წააგებინეს, მეორეს კი იგებდა და უპირატესობა არ უნდა დაეთმო. საწყენია, რომ ცხადაიას დონის ფალავანმა ასეთი შეცდომა დაუშვა.

სალიცენზიო ტურნირებზე ვინ სად იჭიდავებს, ამაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. თან ჩვენი შეჯიბრება აპრილის ბოლოს იწყება, მანამდე კი ანალოგიური ასპარეზობები პან-ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ჩატარდება. იმათ შედეგებსაც გადავხედავთ და შემადგენლობის შერჩევისას გავითვალისწინებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა