დიდთოვლობის გამო "ზესტაფონი" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვერ ვარჯიშობს და საწვრთნელ პროცესს თბილისში ატარებს
იმერეთში დიდთოვლობის გამო "ზესტაფონი" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვერ ვარჯიშობს და საწვრთნელ პროცესს ამ დღეებში თბილისში ატარებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში რამდენიმე სიახლეა და ამის შესახებ მოკლედ გიამბობთ.

ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგნენ შოთა ბაბუნაშვილი და ალექსი ბენაშვილი, რომლებსაც წელს ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებიათ. თუკი ბენაშვილის მდგომარეობა საგანგაშო არ ყოფილა, ბაბუნაშვილმა ესპანურ შეკრებაზე ხერხემალი დაიზიანა და ძალიან გაუმართლა, რომ მისი კარიერა და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დაზიანების კვალობაზე გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე სარეკორდოდ მოკლე ვადაში დაუბრუნდება.

აბაიომი ოვონიკოკოს სარეაბილიტაციო პროცესი კი ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. "ზესტაფონის" ნიგერიელი ახალწვეული უკვე საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და თამაშიც სულ მალე შეეძლება. მოედანს მალე დაუბრუნდებიან გიორგი ხიდეშელი და თორნიკე აფციაურიც.

ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ "ზესტაფონის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა როსტომ გეწაძემ. ეს პერსპექტიული ნახევარმცველი რუსთავის "მეტალურგის" გამოცდილი წევრის, რევაზ გეწაძის ძმაა და რომ არა მძიმე ტრავმა, დღეს, შესაძლოა, უკვე ყოფილიყო "ზესტაფონისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.

ჯაბა დვალმა და შოთა გრიგალაშვილმა თამაში უკვე განაახლეს, მიკროტრავმა მოიშუშა თემურ ღონღაძემ და დღეისთვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონს" ტრავმირებული ფეხბურთელები აღარ ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეროელთა ისედაც გრძელი სათადარიგოთა სკამი კიდევ უფრო დაგრძელდება და კონკურენციაც ერთიორად გამძაფრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა