ვერის ბაღში საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის დარბაზმა ტრადიციულ სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა
14 მარტს ვერის ბაღში საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) დარბაზმა ტრადიციულ საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა.

რინგზე ბორჯომის, გორის, ახალციხის, დუშეთის, ზუგდიდის, ვარიანის, გურჯაანის, თბილისისა და ქუთაისის წარმომადგენლებმა მოსინჯეს ძალები. პროფესიულ კრივში შედარებით ახალბედებმა ოთხრაუნდიანი პაექრობები გამართეს.

განსაკუთრებით დებიუტანტებმა იყოჩაღეს. 56 კილოში მერაბ შანთაძემ (ახალციხე) პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია ღვთისო თითბერიას (გორი), 62 კილოში ზვიად გოგიას (ზუგდიდი) ორი რაუნდიც არ დასჭირვებია მიშიკო წითლანაძის (ბორჯომი) დასამარცხებლად. მე-3 რაუნდში მიაღწიეს წარმატებას ზურაბ ჭეჭელაშვილმა (91 კგ, გორი) და პაატა ადუაშვილმა (81 კგ, ვარიანი). გიგა ლაბაძესთან (ქუთაისი) და რუსლან ბადიშოვთან (თბილისი) შეხვედრებისას. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროფესიულ რინგზე არც წაგებულებს ჰქონიათ დიდი გამოცდილება - თითო-ოროლა შეხვედრა თუ გაუმართავთ.

გუშინდელი დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: როლანდ დიდმანიძე (52 კგ, ბორჯომი) - მიხეილ სალონინიკი (გორი), 39:39, არჩილ მჭედლიშვილი (56, დუშეთი) - თორნიკე თორთლაძე (გორი) 38:40, გიგა ნადირაძე (64, ვარიანი) - ტარიელ მამიტაშვილი (გორი) 39:38, გიორგი აბრამიშვილი (64, გურჯაანი) - გიორგი კოლოტაშვილი (გორი) 39:39, გიორგი კანდელაკი (75, გორი) - გიორგი ჯოჯუა (თბილისი) 40:38, რამაზ გოგიჩაშვილი (69, ვარიანი) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი): პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გოგიჩაშვილმა გაიმარჯვა.

დავით ტლაშაძე (66, გორი) - ნოდარ რობაქიძე (ბორჯომი) 40:37, ომარ ციხელაშვილი (75, დუშეთი) - დავით გოგოხია (თბილისი) 40:40, ანზორ გამგებელი (64, ვარიანი) - მამუკა გუკასიანი (ბორჯომი) 40:38, ალექსანდრე ვახტანგიშვილი (62, ვარიანი) - მიხეილ ავაკიანი (ბორჯომი) 60:57, გარი აბაჯიანი (69, თბილისი) - ამბროსი სუთიძე (ქუთაისი) 80:80, მიხეილ ხუციშვილი (72, ვარიანი) - რობიზონ ომსარაშვილი (გურჯაანი) 59:59.

ტურნირის მშვენება გამოდგა 72 კილოში ვარიანელი ბორის მდინარაძისა და ვინიცელი (უკრაინა) ვოლოდიმირ ბოროვსკის რვარაუნდიანი ორთაბრძოლა. მდინარაძეს გუშინდლამდე პროფესიულ რინგზე 21 შეხვედრა ჰქონდა გამართული, საიდანაც 20 მოიგო, მათ შორის - 16 ნოკაუტით და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ 22 წლის ვარიანელმა მოკრივემ შარშან UBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიით 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის გადამწყვეტ პაექრობაში გორის სტადიონზე ტანზანიელ სელემან საიდს მე-4 რაუნდში ნოკაუტით სძლია. ბოროვსკი 35 წლისა.

პროფესიულ რინგზე 68 შეხვედრა გამართა, საიდანაც 20 მოიგო (10 - ნოკაუტით), 46 წააგო (7 ნოკაუტით) და 2 ფრედ დაამთავრა. ვინიცელისთვის 69-ე პაექრობა უიღბლო გამოდგა, არადა, პირველ რაუნდში ყოჩაღად გამოიყურებოდა, ორთაბრძოლაც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

მე-2 რაუნდიდან ინიციატივას თანდათან ჩვენებური დაეუფლა, მე-4 რაუნდში კი მდინარაძემ თავბრუდამხვევი დარტყმები მდინარესავით მიუშვა და მეტოქეც რინგზე გაიშხლართა, თუმცა რეფერის მე-10 დათვლამდე წამოდგომა მოასწრო და ორთაბრძოლაც განაგრძო. უცხო თვალიც იოლად შეამჩნევდა, ის უკვე ის ბოროვსკი აღარ იყო, შეხვედრა რომ რიხით დაიწყო. მე-7 Hრაუნდში ვარიანელი მოკრივის მორიგ სერიულ დარტყმებს ვინიცელმა ვეღარ გაუძლო და ნოკაუტში აღმოჩნდა.

"მართალია, ვადამდე დავამარცხე, მაგრამ ბოროვსკი, ვისაც კი დღემდე შევხვედრივარ, ყველაზე ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. მხოლოდ მე-7 რაუნდის დასაწყისში ვიგრძენი, რომ გამარჯვება მე დამრჩებოდა.

მიხარია, რომ ასეც მოხდა და გულშემატკივრები გავახარე. თვე-ნახევარში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დაცვა მომიწევს. ეს ორთაბრძოლა გორში გაიმართება. ყველაფერს ვიღონებ, რომ ქომაგები არ გავაწბილო", - მითხრა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ბორის მდინარაძემ.

გიორგი კანდელაკი: "საინტერესო პაექრობები ვნახეთ. სასიამოვნოა, რომ პროფესიულ კრივში პერსპექტიული სპორტსმენები მოგვიმრავლდნენ, ამიტომაც სარეიტინგო შეხვედრები უფრო მიმზიდველი გახდა. ასე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. რაც შეეხება ბორის მდინარაძეს, მან ჭკვიანურად იჩხუბა და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწია. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. პერსპექტიულია და შრომისმოყვარე. მწამს, რომ

ერთ წელიწადში იგი საერთაშორისო სარბიელზე უფრო ხმაურიანი გამარჯვებებით გაგვახარებს"...

გულშემატკივრებს აქვე შევახსენებთ, რომ 17 მარტს ქუთაისელი ბექა სუთიძე კიევში სარეიტინგო 10-რაუნდიან პაექრობას გამართავს უკრაინელ ვლადიმირ სპილკოსთან, ხოლო ვარიანელ ლევან ჯომარდაშვილს 14 აპრილს იტალიაში მოუწევს ქვეყნის სპორტული ღირსების დაცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის