ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ კორღალიძე: ცუდი ნაკრები არ უნდა გვყავდეს

ოთარ კორღალიძე: ცუდი ნაკრები არ უნდა გვყავდეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველად შეიკრიბა
გიორგი დევდარიანის გადადგომის შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოთარ კორღალიძეს ჩააბარეს. ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გუნდი პირველად შეკრიბა, სასტუმრო "ვარაზში" დააბინავა და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის, "ბასას" ხელოვნურსაფარიან მინდორზე ავარჯიშა.

შეკრებაზე კორღალიძემ შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა: ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი პაპავა, თევდორე კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ნიკა სანდოხაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გაგნიძე, ბუბა რუხაძე, ნიკა კაჭარავა (ყველა - "დინამო" თბილისი), გიორგი ჯგერენაია, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "გაგრა"), თორნიკე გრიგალაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, გურამ სამუშია (ყველა - "ზესტაფონი"), გიორგი ბერია, კოტე ზარნაძე, დავით გელაშვილი (ყველა - "სპარტაკი", ცხინვალი), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი).

ამ ეტაპზე მწვრთნელს ნაკრებში არ გამოუძახებია ლეგიონერები: გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი (ორივე - "ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი) და დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და კორღალიძემ მათი კლუბებში დატოვება ამჯობინა.

მათ გარდა, შეკრებაზე არაა 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და ლიდერი, მცველი დავით ხოჭოლავა - "დინამოს" მცველი ტრავმირებულია.

თბილისური შეკრების შემდეგ, 18 მარტს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, ლარნაკაში კი კვიპროსელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს მიმდინარე საკითხებზე ველაპარაკეთ.

- ლევან ბარათაშვილის გარდა, ვინ შევიდა თქვენს სამწვრთნელო შტაბში?

- ერთი ეს ცვლილებაა, ბარათაშვილი გიორგი მიქაძის ნაცვლად იმუშავებს. ყველა დანარჩენი კი დავტოვეთ, მათ შორის, მეკარეთა მწვრთნელი ირაკლი ბალაძე და ადმინისტრატორი.

- კვიპროსში გამგზავრებამდე საკონტროლო მატჩს გეგმავთ?

- ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, 17 მარტს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდთან გვეთამაშა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჩემპიონატის ტური ალბათ არ გადაიდება და ამიტომ 17 მარტს ორმხრივ თამაშს დავჯერდებით. თუ კარგი ამინდი იქნება, კარლო მჭედლიძის აკადემიაში ვითამაშებთ, თუ არადა, "ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

- გამოძახებულთა შორის რატომ არ არიან ნაკრების ძირითადი მეკარე დავით ლეგაშვილი და გუნდის კაპიტანი არჩილ ტვილდიანი?

- ტვილდიანი "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, რაც უკვე ბევრს ნიშნავს. ამიტომ მისი გუნდში დარჩენა და სხვა მოთამაშეებზე დაკვირვება ვამჯობინეთ.

რაც შეეხება დავით ლეგაშვილს, სამწუხაროდ, მას თითი აქვს მოტეხილი და ვერ ვარჯიშობს, მაგრამ პირველ მეკარედ სწორედ ის წარმომიდგენია და იმედია, მაისამდე მომჯობინდება. თუმცა ისედაც უგუნდოდ იყო და ძალიან მინდა, ფედერაციას დახმარება ვთხოვო, მომჯობინების შემდეგ რომელიმე გუნდში რომ ჩაირიცხოს. ასეთი ნიჭიერი ბავშვი უგუნდოდ არ უნდა ცდებოდეს.

- ჭანტურიას, ყაზაიშვილის, გიგაურისა და სხირტლაძის გარდა, ლეგიონერებში ვის აკვირდებით?

- უცხოეთში ბევრი ქართველია და მინდა, საუკეთესოები ჩამოვიყვანოთ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ "კრასნოდარში" თამაშობს ნახევარმცველი ხალვაში, კიევის "ობოლონში" კი 1994 წელს დაბადებული ირაკლი ღერკენაშვილი, რომლითაც კახა კაჭარავაც დაინტერესდა.

თუმცა ბავშვების მოძიებას საქართველოშიც გავაგრძელებთ. საინტერესო ბიჭები არიან "გაგრას" ნახევარმცველი ჭკუასელი და ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ფანცულაია. ძალიან აქებენ ზუგდიდის მეკარე ზურაშვილსაც. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ცუდი ნაკრები არ უნდა გვყავდეს.

- პირველ დღეს გუნდი ნაკრების ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ავარჯიშეთ და არა ნატურალურზე - შეკრების ბოლომდე ასე გააგრძელებთ?

- მთავარ მოედანზე თოვლი იდო და იქ შესვლას მინდვრის გაფუჭების შიშით მოვერიდეთ, მაგრამ დღეს ბალახზე (14 მარტს - რედ.) ვივარჯიშებთ.

- ცოტა უცნაურია, რომ ნაკრებს საკუთარი ბაზა აქვს, სადაც საცხოვრებელი ოთახებია, თქვენ კი სასტუმრო "ვარაზში" დაბინავდით...

- ნაკრების ბაზაზე მხოლოდ ეროვნული გუნდის წევრები ცხოვრობენ. სხვათა შორის, პორტუგალიასთან შეკრებამდე დიღომში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შესვლა გადავწყვიტეთ, რადგან "ვარაზი" ქალაქის ცენტრშია და მუდმივი საცობების გამო მოუხერხებელია.

- ელიტრაუნდის შემადგენლობას როდის დაასახელებთ?

- ბოლო შეკრებას 15 მაისს დავიწყებთ, 19 ან 20 მაისს ხორვატიაში გავემგზავრებით. შემადგენლობას კი გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გამოვაცხადებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gigi1984

მამულაშვილო შალამბერიძეზე დაწერე რამე

19-წლამდელთა წილისყრა ნიონში

[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა

[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს

ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია