სანაკრებო პაუზისას "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზას... ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ესტუმრა. ბრაზილიის ნაკრები ლიეუს ბაზაზე იყო დაბანაკებული და იქ ვარჯიშობდა, ბოლოს კი მანო მენეზესის გუნდმა ამხანაგური მატჩიც გამართა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდთან და 3:0 მოიგო.

სანაკრებო პაუზისას "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზას... ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ესტუმრა. ბრაზილიის ნაკრები ლიეუს ბაზაზე იყო დაბანაკებული და იქ ვარჯიშობდა, ბოლოს კი მანო მენეზესის გუნდმა ამხანაგური მატჩიც გამართა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდთან და 3:0 მოიგო. "კანარინიას" შემადგენლობაში გოლებით თავი ლუკასმა, ალეშანდრე პატომ და ფერნანდინიომ გამოიჩინეს.

თამაშს დაესწრო "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც გვერდით ტრავმირებული კარლეს პუიოლი ეჯდა, იქვე იყო გუნდის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა. ცნობილ ბრაზილიელთაგან ტრიბუნებზე ორ მსოფლიო ჩემპიონს იხილავდით: მაზინიოს (1994 წ) და ედმილსონს (2002). ბრაზილიის ნაკრები ამ თამაშზე დანომრილი სავარჯიშო ფორმით გამოცხადდა. ანგარიში ლუკასმა მე-12 წუთზე გახსნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და უძლიერესი დარტყმით გაიტანა. ორ წუთში "სელესაოს" უპირატესობა გაორმაგდა - ფილიპე კოუტინიოს ბრწყინვალე პასის შემდეგ ფორმაში მყოფმა პატომ გაიტანა - 2:0.

მენეზესმა შესვენებაზე მინდვრის ათივე მოთამაშე შეცვალა. ბრაზილიელთა უპირატესობა მაინც აშკარა იყო, მათ ერთი გოლიც გაუტანეს მასპინძლებს, ანდრემ "ბლაუგრანას" მცველთა ცუდი პასი ჩაჭრა, გოლი კი ფერნანდინიომ შეაგდო - 3:0.

ბრაზილიის ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა (I ტაიმი): დიეგო ალვეში - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, ანდრე სანტოსი - ლუკასი, რამირესი, კოუტინიო, ედუარდო - რობინიო, პატო. (II ტაიმი): დიეგო ალვეში (გაბრიელი) - რაფაელი, ენრიკე, ალექსი, ადრიანო - ფერნანდინიო, ერნანესი, სანდრო, დუგლასი - ანდრე, ჰალკი.

პუიოლი ერკულესთან ვერ ასწრებს

"ბარსელონას" ვეტერანმა მცველმა კარლეს პუიოლმა ჯერ ვერ მოირჩინა კოჭის ტრავმა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის პრიმერა დივიზიონის მეორე ტურის მატჩს გამოტოვებს უმაღლესში დაბრუნებული ალიკანტეს "ერკულესის" წინააღმდეგ. პუიოლმა ტრავმა I ტურის წინ, სანტანდერში მოთელვაზე მიიღო და მას მერე ესპანეთის ნაკრების ორი შეხვედრა გამოტოვა: ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩი ლიხტენშტაინის წინააღმდეგ და ამხანაგური შეხვედრა ბუენოს აირესში. თავად პუიოლი გამოჯანმრთელების ტემპით მაინც კმაყოფილია: "ყოველდღიურად თავს უკეთ და უკეთ ვგრძნობ. მომავალს იმედით ვუყურებ", - განაცხადა პუიოლმა.

ექიმების დასკვნის საფუძველზე პუიოლს სამი კვირა უნდა დაესვენა. მაგრამ ენერგიული ვეტერანი უფრო მალე დადგება ფეხზე, შესაძლოა მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩშივე ითამაშოს, ბერძნული "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ.

ალვეში სიამოვნებით დარჩება

"ბარსას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა დაადასტურა, რომ კლუბთან მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის შესახებ დაწყებულია. დანი ხოსეპ გვარდიოლას ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო, მასში "სევილიას" 32 მილიონი ევრო გადაუხადეს, თუმცა ბრაზილიელმა გაამართლა ეს სარისკო ტრანსფერი, განსაკუთრებით კარგად მან 2009 წელს ითამაშა, როცა "ბარსელონამ" სასწაული ჩაიდინა - 6 ტიტული მოიგო.

რადიოშოუ "კადენა კოპეს" ეთერში საუბრისას ბრაზილიელმა ლეგიონერმა განაცხადა: "მართალია, რომ მოლაპარაკება დაწყებულია და ის წარმატებით დაგვირგვინდება, რადგან ახლა თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ "ბარსაში" და დარჩენა მინდა". ალვეშმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც ისაუბრა, "ზლატანთან დაპირისპირება არასოდეს მომსვლია და მგონი, არც არავის - უბრალოდ, იბრა გუნდის სათამაშო სტილს ვერ მოერგო, სულ ეს არის".

ვინ უნდა უფრთხოდეს მესის?

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკლავი ლეო მესი განსაკუთრებით ორი კლუბსი წინააღმდეგ "ილესავს კბილებს", - მას ძალიან უნდა "ერკულესს" (რომელსაც "ბარსა" ახლა ხვდება) და "რეალ სოსიედადს" გაუტანოს. მიზეზი კი ასეთია, მხოლოდ ეს ორი კლუბია პრიმერა დივიზიონში, რომელთათვისაც მესის ჯერ გოლი არ გაუტანია, დანარჩენი 18 კლუბი მან ერთხელ მაინც "დააჯილდოვა" გოლით.

შარშანდელი სეზონის წინ მხოლოდ სამი გუნდი იყო ასეთი: "ვალიადოლიდი", "ტენერიფე" და "ვილიარეალი" - მესიმ სამივეს გაუტანა. ახლა პრიმერაში სამი სხვა გუნდი გადმოვიდა, "ლევანტეს" კარში "ლა პულგას" გაუტანია, რჩება მხოლოდ "რეალ სოსიედადი" და "ერკულესი". გასულ სეზონში მესიმ პირადი რეკორდი დაამყარა, როცა "ბარსელონას" მაისურით 47 გოლი გაიტანა (34 ლა ლიგაში). ახალი სეზონიც ასევე დაიწყო - სულ ორ ოფიციალურ მატჩში ითამაშა და უკვე 4 გოლი გაიტანა (ამას დავუმატოთ გოლი ნაკრების შემადგენლობაში). არგენტინელი თუკი ცაციათი გაიტანს, ეს მისი მე-100 გოლი იქნება მარცხენა ფეხით "ბარსელონას" მაისურით.

ბუტრაგენიო: აცალეთ მოუს

მადრიდის "რეალის" ლეგენდა ემილიო ბუტრაგენიო კლუბს და მის ფანებს ურჩევს აცადონ თავის გამოჩენა ჟოზე მოურინიოს. ბუტრაგენიომ, რომელმაც 11 წელიწადი ითამაშა "რეალში" (1984-1995 წწ) განაცხადა, რომ პორტუგალიელის შრომა ნაყოფს სეზონის მეორე ნახევარში გამოიღებს. "ახლა მოურინიოს იმის საშUუალებაც არა აქვს, რომ სრულფასოვანი ვარჯიშები ჩაატაროს, სანაკრებო პაუზა და ტრავმები ხელისშემშლელი ფაქტორებია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მშვიდები, მოურინიოს დრო უნდა მივცეთ, ეს აუცილებელია. გუნდში რამდენიმე ახალწვეულია, ცალკე მათ ესაჭიროებათ დრო სრული ინტეგრაციისათვის. შემდეგ კი გუნდის თამაშიც უკეთესი გახდება", - განაცხადა ბუტრაგენიომ.

პერესი: აი, ბიუჯეტი!

"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ხელი მოაწერა კლუბის ახალ ბიუჯეტს, რომელიც "სამეფო კლუბისთვის" სარეკორდოა - 450 მილიონი ევრო. აქამდე რეკორდი შარშანდელ სეზონს ეკავა 400-მილიონიანი ბიუჯეტით. შარშან ამხელა ბიუჯეტის მიუხედავად გუნდმა ერთი ტიტულიც კი ვერ მოიგო. ეტყობა პრეზიდენტმა გამოსავალი ხარჯების გაზრდაში იპოვნა. პერესი მოწადინებულია, რომ "რეალის" "ახალმა გალაქტიკამ" ესპანური ტახტიდან "ბარსელონა" ჩამოაგდოს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში დაასრულოს წარუმატებელი სერია.

დემიკელისი ნახევარ ესპანეთს სურს

"ბაიერნის" არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი კიდევ ერთ ესპანურ კლუბს მოუნდა, მას შემდეგ, რაც დემიკელესით "ბარსელონა", "სევილია", "ატლეტიკო" და "სარაგოსა" დაინტერესდნენ, სამომავლო ტრანსფერზე ბასკურმა "რეალ სოსიედადმაც" დაიწყო მუშაობა. მოკლედ, როგორც კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება დემიკელისზე ტაციაობა დაიწყება.

მარტინს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს "ბაიერნის" მწვრთნელ ლუის ვან გაალთან და მას უჭირს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. მისით ახლაც ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერის ფანჯრის დახურვამდე ვერ განხორციელდებოდა და დემიკელისიც გერმანიაში დარჩა. "დიარიო ასი" ამტკიცებს, რომ "რეალ სოსიედადი" არგენტინელში 10 მილიონ ევროს გადაიხდის. 29 წლის დემიკელისი 2003 წელს გადავიდა "რივერ პლეიტიდან" "ბაიერნში".

იტალიელი სარაგოსაში

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ "სარაგოსა" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა - არაგონელებმა უკლუბოდ დარჩენილი თავისუფალი აგენტი მაურიციო ლანძარო. იტალიელმა მცველმა ბოლო ხუთი სეზონი "რეჯინაში" გაატარა. 28 წლის ფეხბურთელს იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. ლანძარო სერია ბ-ს კლუბმა ივნისში გაუშვა და მას შემდეგ ის უგუნდოდ იყო. "სარაგოსამ" იტალიელს სამწლიანი კონტრაქტი (1+2 სისტემით) გაუფორმა. "მზად ვარ მსოფლიოში საუკეთესო ლიგაში სათამაშოდ. გამოწვევის არ მეშინია, თავს აუცილებლად გამოვიჩენ. როგორც კი "სარაგოსაში" თამაშის შანსი გაჩნდა, მაშინვე დავთანხმდი წინადადებას, რადგან საზღვარგარეთ თამაში ძალიან მსურდა. მით უფრო ასეთ ლამაზ ქალაქში, როგორიც სარაგოსაა".

ხანგრძლივი კონტრაქტი ამორებიეტას

ბილბაოს "ატლეტიკი" ცენტრალურ მცველ ფერნანდო ამორებიეტას ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს უმზადებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით ამორებიეტა გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ახლა. ბასკთა შეფუცხუნების მიზეზი ამორებიეტას შეძენით რუსეთის ჩემპიონ "რუბინის" დაინტერესება. "ატლეტიკმა" და თავად ფეხბურთელმა რუსებს ტრანსფერზე უარი უთხრეს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ამორებიეტა ვენესუელაშია დაბადებული და სერიოზულად განიხილავს წინადადებას ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგოს. "მოლაპარაკების მაგიდაზე ახალი კონტრაქტის მონახაზი დევს, ის ხომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ხინეს კარვახალმა.

ლელო

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ