ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მასიმილიანო ალეგრის გასაჭირი და სიფრთხილე

მასიმილიანო  ალეგრის გასაჭირი და სიფრთხილე

მარკო ვან ბომელი კი ადრიანო გალიანისთან შესახვედრად ემზადება
ბევრისთვის მოულოდნელად, მარკ ვან ბომელი "მილანს" შესანიშნავად შეეწყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

დიახ, არ ვაჭარბებთ, რადგან ჰოლანდიელმა ფაქტობრივად ანდრეა პირლოს ფუნქციები იტვირთა და ეს საქმე შესანიშნავად გამოსდის.

მართალია, პირლოს დარი მოედნის ხედვა არ აქვს და პასებსაც ისეთს ვერ აკეთებს, მაგრამ ყველაფერ ამის გარეშეც ახერხებს, რომ გუნდის თამაშს დირიჟორობა გაუწიოს.

თუ დააკვირდებით, მთელი შეხვედრის განმავლობაში კარნახობს თანაგუნდელებს, ვინ სად უნდა იდგეს და რა მომენტში, რა გააკეთოს - მოკლედ, ვან ბომელი "როსონერიში" ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში და ამის შესახებ მან თავადაც არაერთხელ განაცხადა. სწორედ ჰონადიელ შუახაზელს გადავცეთ სიტყვა, რომელიც "კორიერე დელო სპორტის" ჟურნლისტს ესაუბრა:

"დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა ჩემ საყვარელ გუნდში, პსვ-ში დავასრულო, მაგრამ ჯერჯერობით ჰოლანდიაში დაბრუნებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მართალია, უკვე 34 წლის ვარ, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ კიდევ სამი-ოთხი წელი შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. შესაბამისად, ძალიან მინდა, რომ "მილანთან" ხელშეკრულება გავახანგრძლივო.

"როსონერიში" საოცრად კარგად ვარ და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ვარჯიშებზეც კი უდიდესი ენთუზიაზმით მივდივარ. ჩემს ხელშეკრულებას ვადა ივნისში გადის და უახლოეს დღეებში ადრიანო გალიანისთან ვაპირებ დალაპარაკებას - მსურს გავიგო რას მიპირებენ და დიდი იმედი მაქვს, რომ კონტრაქტის მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივებას შემომთავაზებს. მოკლედ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა".

რობინიო დაშავდა

მიმდინარე სეზონში, "მილანის" მთავარი პრობლემა ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმრავლეა და ამ პრობლემას არა და არ დაადგა საშველი. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის ბოლო ვარჯიშზე რობინიომ ტრავმა მიიღო და წვრთნის ჩამთავრება ვერ მოახერხა.

პირველადი დასკვნით ტრავმა მსუბუქი უნდა იყოს, მაგრამ გადაჭრით რაიმეს მტკიცება ჯერ მაინც რთულია. ყველაფერი დეტალური გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა, ერთი კი აქედანვე ცხადია, ბრაზილიელი ფორვარდი სერია A-ს მომდევნო ტურის პაექრობას გამოტოვებს, რომელიც "მილანმა" "პარმასთან" უნდა გამართოს "ენიო ტარდინიზე".

მასიმილიანო ალეგრი საგონებელშია და თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ მას: "შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან თავდამსხმელთა აბსოლუტური უმეტესობა ტრავმირებული გვყავს. ანტონიო კასანოს შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით, მაქსი ლოპესი და ალეშანდრე პატო ისევ ლაზარეთში არიან, მათ რიცხვს კი რიბინიოც შეუერთდა. ანუ, გამოდის, რომ "პარმასთან" პაექრობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სტეფან ელ შაარავის ტანდემით უნდა გავიდეთ ფონს. შესაძლოა, ერთი ფორვარდითაც ვითამაშოთ, ამას მატჩის წინა დღეს გადავწყვეტ".

ალეგრი: სკუდეტომდე შორია

მას შემდეგ, რაც სერია A-ს სატურნირო ცხრილში "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის სხვაობა ოთხ ქულამდე გაიზარდა, ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ლომბარდიულმა გრანდმა ფაქტობრივად გაინაღდა სკუდეტო.

ჩემპიონატის დასრულებამდე მთელი თერთმეტი ტურია დარჩენილი და ასეთ ხმამაღალ განცხადებას რთულია დაეთანხმო, თუმცა "როსონერიმ" რომ დიდი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ, ეს ცხადზე ხადია. აქ არა იმდენად ქულებზე, არამედ კალენდარზეა ლაპარაკი, რომელიც "იუვენტუს" ურთულეს ბატალიებს ჰპირდება, "მილანს" კი შედარებით იოლს და უეკლო გზას. მასიმილიანო ალეგრის კი მიაჩნია, რომ ასეთი თამამი პროგნოზების სრულიად უადგილოა - ბოლოს, კიდევ ერთხელ გადავცეთ სიტყვა "მილანის" თავკაცს:

"ჩემპიონატის დასრულებამდე თერთმეტი ტურია დარჩენილი, უახლოეს მდევარს კი მხოლოდ ოთხი ქულით ვუსწრებთ, რომელ სკუდეტოზეა ლაპარაკი? - ჩვენ კონკრეტულ მატჩებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და დანარჩენი უკვე მაისში გამოჩნდება.

კალენდარზე ლაპარაკიც აბსოლუტური სისულელეა, რადგან სერია A-ში იოლად ქულებს არავინ თმობს. მთავარი ბრძოლები წინ გველის და რაც დრო გავა, თითოეულ ქულას კიდევ უფრო მეტი ფასი დაედება. ჩემი პირადი აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია

ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია

[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა

ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია

WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"

10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა

[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა

[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე