ევროპის ლიგის მეოთხედფინალისტები ცნობილია
ლისაბონის "სპორტინგი" ორი მატჩის ჯამში "მანჩესტერ სიტიზე" ძლიერი აღმოჩნდა და ევროპის ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.

1/8 ფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც მანჩესტერში 16 მარტს ღამით გაიმართა, "სიტი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 აგებდა და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, შემდეგ რაუნდში "სპორტინგი" გავიდა, სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ლისაბონში პორტუგალიურმა კლუბმა 1:0 მოიგო.

"სიტის" გარდა, ტურნირის კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოეთიშა. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი სტუმრად ბილბაოს "ატლეტიკთან" 1:2 დამარცხდა.

ბილბაოს "ატლეტიკის" და ლისაბონის "სპორტინგის" გარდა, 16 მარტს ევროპის ლიგის კიდევ ექვსი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. მეოთხედფინალში გერმანული "ჰანოვერი" და "შალკე", ჰოლანდიური "ალკმაარი", ესპანური "ვალენსია" და "ატლეტიკო", ასევე, უკრაინული "მეტალისტი" გავიდნენ.

"ჰანოვერმა" ბელგიური "სტანდარდი" 4:0 გაანადგურა, "შალკემ" ჰოლანდიურ "ტვენტეს" 4:1 სძლია, მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად თურქეთის "ბეშიქთაში" დაამარცხა 3:0, "მეტალისტმა" სტუმრად ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" მოუგო 2:1, უკრაინელებმა ორივე გოლი შეხვედრის ბოლო 10 წუთში გაიტანეს.

"ალკმაარი" სტუმრად "უდინეზესთან" დამარცხდა 1:2, თუმცა 1/4 ფინალში საშინაო შეხვედრის წყალობით გავიდა, რომელიც 2:0 ჰქონდა მოგებული. "ვალენსიამ" პსვ-სთან ფრედ 1:1 ითამაშა და ასევე პირველი მოგებული მატჩის წყალობით შემდეგ რაუნდში გავიდა.

მეოთხედფინალური წყვილები 16 მარტს გასამართი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

ევროპალიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბილბაო-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (3:2)

ბილბაო (4-1-2-2-1): ირაისოსი - ირაოლა, ხავი მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე - ანდერი (82. ი. პერესი), დე მარკოსი - სუსაეტა, მუნიაინი (88. სან ხოსე) - ლორენტე (40. ტოკერო).

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-2-2-1): დე ხეა - რაფაერლი, ევანსი, რ. ფერდინანდი (63. სმოლინგი), ევრა - ქერიკი (64. პოგბა) - კლევერლი, პარკი - იანგი, გიგზი (68. უელბეკი) - რუნი.

გოლები: 1:0 ლორენტე (23), 2:0 დე მარკოსი (65), 2:1 რუნი (80)

გაფრთხილება: სუსაეტა - რაფაელი, პოგბა

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 5-8; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14(5)-4(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 40 000

ჰანოვერი-სტანდარდი 4:0 (2:2)

ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, ეგიმანი, პანდერი (46. კ. შულცი) - შმიდებახი (85. ლალა), პინტუ - შტინდლი, შლაუდრაფი, რაუში - აბდელაუ (70. ია კონანი).

სტანდარდი (4-2-2-2): ბოლატი - კიმანი (24. ოპარე), კანუ, ფელიპე, პოკონიოლი - ბუიენსი, ვაინკუერი - გაპკე, ვან დამი (71. სეიასი) - ჩიტე, კირიაკი (82. ბაჩუაი).

გოლები: 1:0 აბდელაუ (4), 2:0 კანუ (21-საკ. კარში), 3:0 კანუ (73-საკ. კარში), 4:0 პინტუ (92)

გაძევება: გაპკე (58. სტანდარდი)

გაფრთხილება: ჰაგი, კ. შულცი - ოპარე, ვან დამი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(3)-9(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 43 000

ეინდჰოვენი-ვალენსია 1:1 (2:4)

ეინდჰოვენი (4-2-1-2-1): ტიტონი - მანოლევი, ბოუმა (75. ბოუმა), მარსელო, პიეტერსი - ლაბიადი, სტროტმანი - ტოივონენი - ვინალდუმი, მერტენსი (80. ლენსი) - მატავჟი.

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბრუნო, რამი, დეალბერტი, მატიო - ალბელდა (75. ტოპალი), ტინო კოშტა - ფეგული, ხონასი (85. პარეხო), ხორდი ალბა - ადურისი (80. პიატი).

გოლები: 0:1 ფეგული (47), 1:1 ტოივონენი (64)

გაძევება: რამი (89. ვალენსია)

გაფრთხილება: მანოლევი, ბოუმა, ტოივონენი - ბრუნო, ხორდი ალბა, ადურისი, მატიო, დიეგო ალვეში

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(6)-8(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 29 500

უდინეზე-ალკმაარი 2:1 (0:2)

უდინეზე (4-2-2-2): ჰანდანოვიჩი - პაციენცა (78. აბდი), ბენატია (11. პასკუალე), დომიცი, ეკსტრანდი - პინცი, ასამოა - ფერონეტი (66. ფაბრინი), არმერო - ფლორო ფლორესი, დი ნატალე.

ალკმაარი (4-1-2-2-1): ალვარადო - მარსელისი, მოისანდერი, ვიერგევერი, ს. პოულსენი - ფალკენბურგი (83. ორტისი) - მაჰერი, რ. ელმი - ბეერენსი (11. კლავანი), ჰოლმანი (77. გუდმუნდსონი) - ალტიდორი.

გოლები: 1:0 დი ნატალე (3-პენ), 2:0 დი ნატალე (15), 2:1 ფალკენბურგი (31)

გაძევება: ვიერგევერი (2. ალკმაარი)

გაფრთხილება: პასკუალე, პაციენცა, პინცი - ალტიდორი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 10-0; კარში დარტყმა: 16(5)-7(5); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 9 500

ბეშიქთაში-ატლეტიკო 0:3 (1:3)

ბეშიქთაში (4-1-2-3): გონენი - დაგი (46. ჰოლოშკო), შივოკი, კორკმაზი, კოიბაში - თორამანი (61. აურელიო) - ფერნანდეში, კავლაკი - ედუ (59. პეკტემეკი), ალმეიდა, სიმაო.

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - გაბი (85. დომინგესი), სუარესი - კოკე (72. სალვიო), ადრიან ლოპესი, არდა თურანი (68. ასუნსაო) - ფალკაო.

გოლები: 0:1 ადრიან ლოპესი (26), 0:2 ფალკაო (83), 0:3 სალვიო (93)

გაფრთხილება: ალმეიდა, კორკმაზი, შივოკი, კავლაკი - არდა თურანი, გაბი, ხუანფრანი

კუთხური: 1-8; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 7-13 (3-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 23 000

მან. სიტი-სპორტინგი 3:2 (0:1)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კ. ტურე, სავიჩი, კოლაროვი - პისარო( 55. ჯეკო), ი. ტურე - ჯონსონი (46. დე იონგი), სილვა (66. ნასრი), ბალოტელი - აგუერო.

სპორტინგი (4-3-3): პატრისიო - კარიკო, ჩანდაო, პოლგა, ინსუა - პერეირინია, ფერნანდესი (64. ნეტო), სხაარსი - იზმაილოვი, ვან ვოლფსვინკელი (68. კარილიო), კაპელი (64. ჟეფრენი).

გოლები: 0:1 ფერნანდესი (33), 0:2 ვან ვოლფსვინკელი (40), 1:2 აგუერო (60), 2:2 ბალოტელი (75-პენ), 3:2 აგუერო (82)

გაფრთხილება: ი. ტურე, კოლაროვი, სავიჩი, ბალოტელი - ფერნანდესი, კარიკო, პოლგა

კუთხური: 11-6; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-7 (3-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 43298

ოლიმპიაკოსი-მეტალისტი 1:2 (1:0)

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): მედიერი - ტოროსიდისი, პაპადოპულოსი, მარკანო, ჰოლებასი - ორბაისი (87. დიოგო), მანიატისი (58. მოდესტო) - ფუსტერი, იბაგასა (44. მაკუნი), მირალიაში - ჯებური.

მეტალისტი (4-2-3-1): დისლიენკოვიჩი - ვილიაგრა, ტორსილიერი, გიე, პშენიჩნიხი - ტორესი, ქსავიერი - სოსა, ტაისონი, ბლანკო (93. ვალიაევი) - მარლოში (46. დევიჩი).

გოლები: 1:0 მარკანო (14), 1:1 ვილიაგრა (81), 1:2 ქსავიერი (86)

გაფრთხილება: ორბაისი, მოდესტო, პაპადოპულოსი - ვილიაგრა, ბლანკო, დევიჩი, სოსა

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-10 (8-7); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 30 000

შალკე-ტვენტე 4:1 (0:1)

შალკე (4-3-1-2): ჰილდებრანდი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - დრაქსლერი (90. ობასი), ჯონსი (88. მორიტცი), ჰოლტბი - რაული - ფარფანი (86. მარიკა), ჰუნტელაარი.

ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - ტიენდალი, დუგლასი, ბენგტსონი, როსალესი - ბრამა (76. პლეტი), იანსენი, ლეუგერსი (51. ფერი) - ბაირამი (58. ჯონი), დე იონგი, ჩადლი.

გოლები: 0:1 იანსენი (14), 1:1 ჰუნტელაარი (29), 2:1 ჰუნტელაარი (57-პენ), 3:1 ჯონსი (71), 4:1 ჰუნტელაარი (81)

გაფრთხილება: ფუხსი, ჰუნტელაარი, ჰოლტბი - როსალესი, ლეუგერსი, ტიენდალი, იანსენი, დე იონგი

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-9 (11-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 52 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან