ინგლისელთა დროებითმა თავკაცმა სტიურატ ლანკასტერმა გუნდში ორი ცვლილება განახორციელა
ინგლისის ნაკრებმა გასულ უქმეებზე ექვსი ერის გათამაშების მეოთხე ტურში თითქმის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სტუმრად საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან - 24:22 და პირველი ადგილის დაიკავების თეორიული შანის გაუჩნდა.

"პომებმა" საამისოდ შაბათს შინ ირლანდიის ნაკრებს უნდა მოუგოს და ლიდერმა, უელსის ეროვნულმა გუნდმა ასევე შინ უნდა წააგოს საფრანგეთის ნაკრებთან.

ინგლისელთა დროებითმა თავკაცმა სტიურატ ლანკასტერმა გუნდში ორი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული გარემარბის ჩარლი შარლპსის ნაცვლად მან დევიდ სტრიტლი დააბრუნა, რომელმაც თავის მხრივ ტრავმა ახლახან მოიშუშა. შერკინების კვაჭმა რობ ვებერმა ფრანგებთან მატჩში მხარი იტკინა და მის ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე ლი მეარსი დაჯდება.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იანვარში, ლიდსში პირველად რომ შევიკრიბეთ, თითქოს გუშინ იყო. იქიდან დაიწყო ახალი ერა ინგლისურ რაგბიში. ჩემს თანაშემწეებთან ერთად ღრმად გვწამს, რომ ნაკრებში მორაგბეთა სწორედ ის ჯგუფია, რომელიც ინგლისურ რაგბის დიდ წარმატებებს მალე მოუტანს.

შაბათს ირლანდიის ნაკრებთან გასამართი მატჩი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ დიდ და ურთულეს გზაზე. მოუთმენლად ველით "თვიქნემზე" დაბრუნებას, სადაც განსაკუთრებული ქომაგები და აურაა. იმედი გვაქვს, რომ "სამყურებს" დავამარცხებთ და გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გავახარებთ" - თქვა ინგლისის ნაკრების დროებითმა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა.

ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ "პომები" ცუდად არ ასპარეზობენ, ლანკასტერის შანსი მთავარ მწვრთნელად მუდმივად დარჩეს, მცირდება. "პომების" თავკაცობის ყველაზე რეალურ კანიდატად სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი და კანბერას "ბრამბიზის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჯეკ ვაითი სახელდება.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ბრედ ბარიტი, 11. დევიდ სტრიტლი, 10. ოუენ ფარელი, 9. ლი დიქსონი. 1. ალექს კორბიშიერო, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. მარისუ ბოთა, 5. ჯეფ პერლინგი, 6. ტომ კროფტი, 7. კრის რობშო, 8. ბენ მორგანი.

16. ლე მეარსი, 17. მეთ სტივენსი, 18. ტომ პალმერი, 19. ფილ დოუსონი, 20. ბენ იანგზი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. მაიკ ბრაუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო