თემურ ქეცბაიას მიერ ეროვნული სტადიონის საფარის "ყანად" მონათვლამ მოედნების პრობლემა კვლავ აქტუალური გახადა...

თემურ ქეცბაიას მიერ ეროვნული სტადიონის საფარის "ყანად" მონათვლამ მოედნების პრობლემა კვლავ აქტუალური გახადა. რატომ არის ეროვნული სტადიონის საფარი ცუდ მდგომარეობაში? ამის თაობაზე დაველაპარაკეთ ადამიანს, რომელიც მის ხარისხზეა პასუხისმგებელი - კომპანია "გრინტექსის" დირექტორ დავით ენდელაძეს.

- ეროვნულზე ეს საფარი 2006 წლის ზაფხულში დააგეს. თუმცა, სტადიონის ძველმა მმართველებმა ძველ კომპანიას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და საფარის მოვლა კომპანია "აგრონოვაციას" გადააბარეს, რომლის საფუძველზეც შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენი დღევანდელი კომპანია "გრინტექსი". ჩვენ სწორედ სპორტული მოედნების წარმოებასა და მოვლაზე ვართ ორიენტირებულები. საფარის მდგომარეობაზე ადრეც მსურდა მელაპარაკა და ვერიდებოდი, მაგრამ ახლა დამალვას აზრი აღარ აქვს და მადლობა თემურ ქეცბაიას, ეს თემა რომ წამოწია.

- არა მხოლოდ ქეცბაიას, ფეხბურთელების საერთო აზრიცაა, ასეთ ცუდ საფარზე არასდროს გვითამაშიაო.

- დიახ, მართლა ასეა.

- მოედანს თქვენ უვლით და გამოდის, რომ კარგად ვერ მოგივლიათო...

- საქმე ისაა, რომ საფარი თავიდანვე არასწორად დააგეს და დღეს ამის შედეგებს ვიმკით, ის უვარგისია და შესაცვლელია და არა მხოლოდ საფარი. მე მომხრე ვარ, რომ პრობლემა საფუძვლიანად განიხილონ და ერთხელ და სამუდამოდ მოევლოს. ამიტომ ვარ ქეცბაიას მადლობელი და ისიც ვიცი, რომ პრობლემა ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. უხარისხობა ორმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი - კლიმატია. წვიმები არ იყო და საფარი ჯამურმა მაღალმა ტემპერატურამაც წაახდინა. თუმცა იკითხავთ - სიცხეები სხვა ქვეყანაში არ იყოო? კი, მაგრამ იქ საფარი უვარგათ. სწორედ აქ უნდა მივადგე მეორე ფაქტორს - როდესაც საფარს აგებდნენ, არ გაითვალისწინეს, თუ რა ტიპის საფარი იყო საჭირო სპორტულ მოედანზე.

- რა არ გაითვალისწინეს და რა დააგეს?

- მკითხველი პროფესიული ტერმინებით რომ არ დავღალოთ, უბრალო ენით გეტყვით - არის სპორტული მოედნებისა და ჩვეულებრივი, ქალაქის გაზონის ჯიშები, ეროვნულ სტადიონზე კი სპორტული არ დაუგიათ. ამ ბალახს სტრესულ ვითარებაში - მაღალი სიცხის, ან სიცივის, ან დიდი დატვირთვისა და ბუცებით სირბილის შემდეგ სწრაფად აღდგენის უნარი არ გააჩნია. ახლანდელი გაზონი ქუჩის ბალახის მსგავსია და ბუნებრივია, საშინელ მდგომარეობაში იქნება. ამას გარდა, სტანდარტს არ შეესაბამება ნიადაგის შემადგენლობაც. ასე რომ, საფარიც და ნიადაგიც შესაცვლელია.

მე ისიც მიკვირს, დღევანდელზე უარეს მდგომარეობაში რომ არაა. იცით, ეს ვითარება რას შეიძლება შევადარო? რეანიმაციაში მომაკვდავი ფეხზე რომ დააყენო, მაგრამ იმას დიდხანს მაინც ვერ აცოცხლებ. ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვთქვი, რომ ისრაელთან მოედანი არ ივარგებდა. სხვათა შორის, მაქსიმალურად კარგი მდგომარეობისთვის რომ მიგვეღწია, ამიტომაც ვთხოვეთ თბილისის "დინამოს", "ბაიასთან" მატჩის ზუგდიდში გადატანა, თორემ 7 სექტემბერს ეროვნული ნაკრები უფრო საშინელ მოედანზე ითამაშებდა. მოკლედ, საფარი და ნიადაგი სასწრაფოდ შესაცვლელია, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება.

- რა თანხაა საჭირო?

- დაახლოებით 360 ათასი ლარი მარტო საფარისა და ნიადაგისთვის, 50 ათასი თანამედროვე სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად. გარდა ამისა, სტადიონზე უნდა იყოს საფარის ლაბორატორია, მოსავლელად საჭირო სპეცტექნიკა და ათასი წვრილმანი. ეს აუცილებელი ხარჯია. თუმცა პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ამჟამად სპორტული მოედნის ჯიშის საფარი დათესილი არაა, მის მოსაყვანად კი ერთწლიანი ციკლია საჭირო. მე საფარი დათესილი კი მაქვს და მითხრეს, თქვენი დავაგოთო, მაგრამ სპორტული ტიპის არ არის და ფულისთვის ყველაფერს ხომ არ ვიკადრებ?!

- უცხოეთიდან ჩამოტანა პრობლემაა?

- შეიძლება უცხოეთიდან ჩამოტანა, მაგრამ საფარი მოჭრიდან 24 საათში უნდა დაიგოს, მაქსიმუმ 72-ში. უცხოეთიდან ჩამოტანილი კი ხშირად ფუჭდება, რადგან გზაში 72 საათზე მეტ ხანს ყოვნდება...

sss
არ ყოფილა საშველი და ეგაა
gia
ხო თქმა მინდოდა მარა ვისთვის მეთქვა..ბურთს რომ ურტყამდენ სულ მტვერი ადიოდა თითქოს სოფლის მოედანი ყოფილიყო
mamuka
მოკლედ რო ვთქვა ყველა ატრაკებს რა... მარა ყანაში ევროპული ნაკრების მასპინძლობა მართლა ძაან სირცხვილია!!!
bq777
რა დღეში ვყოფილვართ ??? ქეცბაიას რო არ ეთქვა ამხელა ამბავს ვერც გავიგებდით... რამდენჯერმე როცა ხიზანიშვილმა დაარტყა შორიდან სულ მტვერი და ბალახი ფეხზე ყვებოდა და ცხადია ასე დარტყმა რთულია... გააკეთე ერთხელ და ნორმალური ხო შეილება???
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს