"მილანი" "პარმას" ესტუმრება, ტურინის "იუვენტუსს" კი ფლორენციაში მოუწევს ბრძოლა
როდესაც გაცხადდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე იტალიას ყველაზე მეტი, სამი გუნდი ეყოლებოდა - აპენინებზე სიამაყით ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კალჩო ძველი დიდების დაბრუნების გზას დაადგა.

ლაპარაკია იმ დროზე, როდესაც იტალიური გუნდები ერთი-მეორეს მიყოლებით იგებედნენ ევროპულ საკლუბო ტურნირებს...

ამ კვირას კი აშკარად ცივი წყლის ეფექტი ჰქონდა - ჯერ "ინტერი" გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, შემდეგ მისი ბედი "ნაპოლიმ" გაიზიარა და ბოლოს, "უდინეზემაც" შეირცხვინა თავი.

იქამდე, "მილანმა" "არსენალთან" კინაღამ 4-ბურთიანი ფორა გაანიავა და საშვილიშვილოდ მოიჭრა თავი.

ასეა თუ ისე, წინ სერია A-ს მორიგი ტურია, რომელიც ბევრ საინტერესო პაექრობას გვპირდება. მოკლედ, აპენინებზე ცივი შხაპის შემდეგ, ცხელი ბატალიების მოლოდინში არიან...

სკუდეტოსთვის

სკუდეტოს მაძიებლები 17 მარტს გამართავენ შეხვედრებს, "მილანი" "პარმას" ესტუმრება, "იუვენტუსი" კი ფლორენციაში ჩადის, სადაც "ფიორენტინასთან" მოუწევს ბრძოლა.

ჯერ ემილიაში დაგეგმილ პაექრობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი იასპარეზებს.

"მილანის" ლაზარეთი რომ სავსეა, ძველი ამბავია და თუ მაინც არ გჯერათ, შეგიძლიათ ტრავმირებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალს გადახედოთ. ბოლო დღეებში ლომბარდიელებმა კიდევ ორი მოთამაშე დაკარგეს, რობინიო და ინაციო აბატე. სამაგიეროდ, მაქსი ლოპესი გამოჯანმრთელდა და "პარმასთან" შეხვედრაში სავარაუდოდ თადარიგში იქნება.

მასიმილიანო ალეგრი ტრადიციულად 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის და სტეფან ელ შაარავის ტანდემს დაეყრდნობა.

"მილანი" ფავორიტია, მაგრამ იოლად არც ემილიელები დათმობენ რამეს და წესით, კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

რაც შეეხება "პარმას", სებასტიან ჯოვინკო სრულ მზადყოფნაშია და მას ალბათ სერჯო ფლოკარისთან ტანდემში მოუწევს ასპარეზობა.

ბოლოს, სიტყვა "პარმას" მთავარ მწვრთნელს, რობერტო დონადონის გადავცეთ, რომელმაც მთელი კარიერა "როსონერიში" გაატარა და ახლ, მშობლიური გუნდის მეტოქე იქნება - მოვუსმინოთ დონადონის:

"ფავორიტი რა თქმა უნდა "მილანია", მაგრამ იოლად არაფერს დავთმობთ. მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე გვიწევს თამაში და არ გვაქვს უფლება, რომ გულშემატკივრები გავაწბილოთ.

"როსონერიში" მთელი კარიერა მაქვს გატარებული და ამ გუნდის ქომაგად დღემდე ვრჩები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ თამაშის წინ რაღაც განსაკუთრებულად ემოციური ვარ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ "მილანის" წინააღმდეგ კიდევ არაერთხელ გავიყვან გუნდს".

პარმა-მილანი

სავარაუდო შემადგენლობები

პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - ბიაბიანი, ვალიანი, მუსაჩი, მარიგა, მოდესტო - ჯოვინკო, ფლოკარი.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძამბროტა, ბონერა, ტიაგო სილვა, მესბა - ნოჩერინო, ამბროზინი, მუნტარი - ემანუელსონი - ელ შაარავი, იბრაჰიმოვიჩი.

პრინციპული მეტოქეები

"არტემიო ფრანკიზე" პრინციპული და ისტორიული მეტოქეების ჯახია. ფლორენციელებმა ჯერ კიდევ მაშინ აითვალწუნეს ტურინელები, როდესაც "იუვენტუსმა" რობერტო ბაჯოში 25 მილიარდი ლირა გადაიხადა და მაგიური ცხენისკუდა "ფიორენტინას" გამოამშვიდობა.

ფლორენციაში "იუვე" არ უყვართ, აუცილებლად მტრულად დახვდებიან და დანარჩენი უკვე უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

"იუვენტუსი" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა - ამდენი ყაიმის შემდეგ, გულშემატკივარი გამარჯვებას და სამ ქულას ითხოვს. სამაგიეროდ, ჩასაფრებულნი არიან ჟურნალისტები, რომლებსაც ანტონიო კონტემ სულაც ბოიკოტი გამოუცხადა. კიდევ ერთი ფრე, ან მით უმეტეს მარცხი და "იუვეს" თავკაცს ალბათ მიწასთან გაასწორებენ.

კონტე 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ვუჩინიჩი-პეპე-ბორიელოს ტრიოს გაამწესებს. ბოლო დროს, ტურინელებს შეტევაში გაუჭირდათ და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ანდრეა პირლო - მოვუსმინოთ "იუვენტუსის" ერთ-ერთ ლიდერს:

"გოლების გატანა გვიჭირს, რაც არა მარტო თავდამსხმელების, მთელი გუნდის ბრალია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ შავი პერიოდი უკან მოვიტოვოთ.

"ფიორენტინა" საკუთარ მოედანზე ყოველთვის ძლიერია და მძიმე ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. თუმცა, თუ სკუდეტოს მოპოვება გვსურს, სწორედ ასეთ მატჩებში უნდა გამოვავლინოთ შესაძლებლობები.

პირველი ნომრიდან ვეცდებით თამაშს და იმედია, რომ ეს სასურველ შედეგს გამოიღებს".

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, შემტევ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს დელიო როსიც და "ფიორენტინა" "იუვენტუსს" ჩერჩი-ამაური-ვარგასის ტრიოთი დაუპირისპირდება. მით უკეთესი ჩვენთვის, წინ ძალიან საინტერესო პაექრობა გველის.

ფიორენტინა-იუვენტუსი

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, ნასტასიჩი, ნასტასიჩი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო, ლაძარი - ჩერჩი, ამაური, ვარგასი.

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პეპე, ბორიელო, ვუჩინიჩი.

ტაქტიკოსთა ჯახი

ბოლოს "სტადიო ფრიულიზე" დაგეგმილ შეხვედრაზე ვთქვათ, სადაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან.

"უდინეზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწორზე მთელი ექვსი ქულა დევს.

უდინელებიც და ნეაპოლელებიც პრინციპულ დაპირისპირებას უხასიათოდ ხვდებიან, რადგან შუა კვირაში ევრობატალიებს გამოეთიშნენ. შესაბამისად, გუნდებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე და წესით, თავი არ უნდა დაზოგონ.

საინტერესო იქნება ფრანჩესკო გვიდოლინისა და ვალტერ მაცარის დაპირისპირება - ორი გამორჩეული სპეციალისტი, რომლებმაც დიდი ხანია ტაქტიკოსების სახელი გაიგდეს.

ბუნებრივია, ორივე გუნდი სამი მცველით ითამაშებს, მთავარი ბრძოლა კი მოედნის ცენტრში გაჩაღდება. რაც მთავარია, ნეაპოლელებს სამივე ტენორი (ჰამშიკი, ლავეცი, კავანი) მწყობრში ჰყავთ, უდინელებს კი თავიანთი სოლო-შემსრულებლის იმედი აქვთ, რომელსაც მარტოს შეუძლია ყველაზე პრინციპული მატჩების მოგება - რა თქმა უნდა, ტოტო დი ნატალეზეა ლაპარაკი. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება...

უდინეზე-ნაპოლი

სავარაუდო შემადგენლობები

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ფერონეტი, ფერნანდესი, პინცი, ასამოა, არმერო - დი ნატალე, ფლორო ფლორესი.

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, არონიკა, ბრიტოსი - ცუნიგა, ჯემაილი, ინლერი, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

სერია A. XXVIII ტური

17 მარტი

პარმა-მილანი 21.00

დისკვალიფიკაცია: მექსე (მილანი).

ტრავმა: გობი, პალადინო - პატო, ბოატენგი, მერკელი, შტრასერი, კასანო, ნესტა, აბატე, რობინიო, ვან ბომელი.

ფიორენტინა-იუვენტუსი 23.45

ტრავმა: კროლდრუპი, იოვეტიჩი - ბარცალი.

18 მარტი

კალიარი-ჩეზენა 15.30

დისკვალიფიკაცია: პუდილი, ჩეკარელი (ჩეზენა).

ტრავმა: ელ ქაბირი, დესენა, სამპაიო, ერიკსონი - გუანა, ფონ ბერგენი, იაკვინტა, მარტინესი.

ბოლონია-კიევო 18.00

ტრავმა: კაზარინი, ხიმენესი, გარიჩი - გულანი, სარდო, მორერო.

კატანია-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: გონსალესი, მათუზალემი (ლაციო).

ტრავმა: ბიაჯანტი, პოტენცა, მოტა - გარიდო, სტანკევიჩუსი, ლულიჩი.

ინტერი-ატალანტა 18.00

ტრავმა: გუარინი, სნეიდერი, ალვარესი - ბრიგი, სტენდარდო, ლუკინი, კაპელი, ტირიბოკი.

ლეჩე-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: მიკოლი, პიზანო, ბარეტო (პალერმო).

ტრავმა: გროსმიულერი, კაროციერი, ჟულიო სერჟიო - ბაჩინოვიჩი, სილვესტრი.

სიენა-ნოვარა 18.00

ტრავმა: ბოლცონი, დაგოსტინო, კონტინი, კალაიო - ლუდი, მარიანინი.

უდინეზე-ნაპოლი 23.45

ტრავმა: ბასტა, ბადუ - გრავა, დონადელი, მაჯო.

19 მარტი

რომა-ჯენოა 23.45

ტრავმა: ტოტი, ბურდისო, ჟუანი, პიანიჩი - კუჩკა, ანტონელი, ბოვო, გრანკვისტი.

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 27 17 6 4 55-22 57

2. იუვენტუსი 27 13 14 0 39-17 53

3. ლაციო 27 14 6 7 42-33 48

4. ნაპოლი 27 12 10 5 50-28 46

5. უდინეზე 27 13 7 7 37-24 46

6. რომა 27 12 5 10 40-33 41

7. ინტერი 27 12 4 11 38-36 40

8. კატანია 27 9 11 7 35-35 38

9. ბოლონია 27 9 8 10 29-31 35

10. პალერმო 27 10 4 13 39-44 34

11. კიევო 27 9 7 11 22-33 34

12. ატალანტა 27 9 12 6 31-29 33

13. ჯენოა 27 9 6 12 35-48 33

14. სიენა 27 8 8 11 32-28 32

15. ფიორენტინა 27 8 8 11 27-28 32

16. კალიარი 27 7 10 10 26-35 31

17. პარმა 27 7 10 10 33-42 31

18. ლეჩე 27 6 7 14 30-44 25

19. ნოვარა 27 4 8 15 22-46 20

20. ჩეზენა 27 4 5 18 16-42 17

შენიშვნა: ატალანტა- 6 ქულა

ბომბარდირები

19 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა), მილიტო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?