თუ რიამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვიტელებმა უმაღლესში ადგილის შენარჩუნება უპრობლემოდ უნდა შეძლონ
16.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 100 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:0

1:0 კუხალეიშვილი (90. ჩიმაკაძის პასით)

ვიტ ჯორჯია სპარტაკი

4-2-3-1 4-4-2

რეჭია ნადირაძე

დ. ხურცილავა ჭაფოძე

გოგიაშვილი ტეტუნაშვილი

კასრაძე ლომაია

ღანიაშვილი ნ. მაისურაძე

ვასაძე შარაშენიძე

გურ. გურეშიძე მაჭავარიანი

კორიფაძე ჩივაძე

გ. ჯანელიძე გიორგი გურეშიძე

ზაქრაძე გაბაშვილი

ჩიმაკაძე ლ. მელქაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. კოჭლაშვილი ვ. ხაჩიძე

ვიტ ჯორჯია

65. ზაქრაძე - კუხალეიშვილი

90. ჯანელიძე - დავლაშელიძე

სათადარიგოები: დაუშვილი, ვ. ხურცილავა, ჯაყელი, ვაშაკიძე, ჯუღელი

სპარტაკი

70. ჩივაძე - სამხარაძე

80. გაბაშვილი - ჩაფიძე

სათადარიგოები: ბერია, გელაშვილი, მ. ჯიშკარიანი, მამუჩიშვილი, თუხარელი

გაფრთხილება: კასრაძე (23), შარაშენიძე (90+2)

არბიტრი: ლ. სილაგავა

პლეი აუტში ვიტელებმა ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი ითამაშეს და უშუალო კონკურენტთან დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

"ვიტ ჯორჯიასა" და ცხინვალის "სპარტაკის" შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, თუმცა საწყის წუთებში უფრო მწვავე მომენტები "სპარტაკის" ფეხბურთელებმა შექმნეს: ლევან მელქაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან დარჩენილ კოსტანტინე გაბაშვილს შეეძლო გატანა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

მოგვიანებით კი თვითონ მელქაძე და ზაქრაძე შეეცადნენ შორი მანძილიდან ფონს გასვლას, თუმცა მათ დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია.

აი, ამის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობა ნათლად გამოიკვეთა. აქტიური გიორგი კორიფაძის სტანდარტულს გუნდის ცენტრალურმა მცველმა ჯემალ გოგიაშვილმა შეაგება თავი, ბურთი მცირედით აცდა გიორგი ნადირაძის კარს. გატანის ჩინებული შანსი ქარს გაატანა ბექა ზაქრაძემაც.

გულხელდაკრეფილები არც სტუმრები იყვნენ, კონტრშეტევებით რომ ცდილობდნენ მოწინააღმდეგის კარის აღებას, მაგრამ კართან მისვლა უჭირდათ. მათ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ტაიმის ბოლოსკენ შეექმნათ, როდესაც თეიმურაზ შარაშენიძის კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს გაბაშვილი გამოეხმაურა, დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

მეორე ნახევარში ვიტელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. გიორგი კორიფაძესა და რევაზ ღანიაშვილს მიჯრით შეეძლოთ გოლის გატანა - მათ დარტყმებს სიზუსტე დააკლდათ.

ბოლოსკენ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დიდი ძალებით წავიდნენ წინ: ჯანელიძის, ღანიაშვილისა და ჩიმაკაძის გააზრებული კომბინაცია ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ 89-ე წუთზე მასპინძელთა მცველების უხეში შეცდომის შედეგად ბურთი თეიმურაზ შარაშენიძეს მიუვიდა, რომელმაც მართალია, ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუქროლა მეტოქის კარს.

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მერაბ კოჭლაშვილმა შეცვლა გამოიცნო: მატჩის უკანასკნელ წუთს მასპინძელთა სამსვლიანი კომბინაცია, რომელსაც სათავე გურამ გურეშიძემ დაუდო და ბესიკ ჩიმაკაძემ განაგრძო, შეცვლაზე შემოსული ლევან კუხალეიშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ვიტ ჯორჯიამ" უპრობლემოდ უნდა მოახერხოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

მატჩის შემდეგ

მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია"): "მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით, შევქმენით რამდენიმე რეალური მომენტიც, თუმცა ბოლო წამამდე არ გაგვიმართლა. დაფიქსირებული შედეგი სავსებით ლოგიკური მიმაჩნია. მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს, ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

ვლადიმერ ხაჩიძე ("სპარტაკი"): სხვადასხვა მიმეზის გამო გვაკლდა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე, გარდა ამისა, მეორე ტაიმში ფიზიკური დაღლა დაგვეტყო, რამაც საბოლოო შედეგზე მოახდინა გავლენა. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, ვეცდებით ნაკლოვანებები უახლოესი თამაშებისთის აღმოფხვრათ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა