თურქულ გაზიანთეფში ევროპის ჩემპიონატის ბლიცის გათამაშებაში ჩვენებურმა 13.5 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თურქულ გაზიანთეფში მოჭადრაკე ქალებმა კლასიკურ და სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატების დამთავრების შემდეგ 18 მარტს ბლიცში მოსინჯეს ძალები.

მართალია, ტურნირს 41 მანდილოსანი შემორჩა, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ტიტულოვანი. მათ შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) და კატერინა ლაგნო (უკრაინა), ევროპის ჩემპიონები - ვალენტინა გუნინა (რუსეთი), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) და ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები - ნანა ძაგნიძე, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, ნადეჟდა კოსინცევა. ასეთ კოჰორტაში საპრიზო ადგილებზე გასვლა, თუნდაც ბლიცში, ყველა მოჭადრაკისთვის საპატიო და საამაყო იყო.

ტურნირი კარგად დაიწყო ნანა ძაგნიძემ. ექვსი ტურის შემდეგ იგი მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა გერმანელ ელიზაბეტ პეტცს, რომელმაც რაპიდში ბრინჯაო დაიმსახურა.

ჩვენებურმა მე-7 ტურში სწორედ გერმანელთან ორი შესაძლებლიდან (ბლიცში ევროპის ჩემპიონატი გათამაშდა შვეიცარიული სისტემით 10 ტურად შეწყვილებული პარტიებით) მხოლოდ ნახევარი ქულის აღება მოახერხა. სამაგიეროდ, მერვეში ორივე პარტია მოუგო ტატიანა კოსინცევას, მეცხრეში კი ასევე პირწმინდად დამარცხდა სტეფანოვასთან.

მედლების ბედი ბოლო მე-10 ტურს უნდა გადაეწყვიტა. მართალია, პეტცი 14 ქულით ერთპიროვნულად მეწინავეობდა, მაგრამ ეს არ იძლეოდა ჩემპიონობის გარანტიას, რადგან სტეფანოვა მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონი გუნინა კი - ქულით.

მესამე ადგილზე გასვლისა და ბრინჯაოს მოპოვების შანსს ძაგნიძეც ინარჩუნებდა, თუმცა ყველაფერი ბელა ხოტენაშვილთან მისი შეხვედრის შედეგზე არ იყო დამოკიდებული.

გუნინამ ორივე პარტია მოუგო სტეფანოვას, 20 შესაძლებლიდან 15 ქულა მოაგროვა და გაზიანთეფში ევროპის ჩემპიონატის მეორე ოქროს მედალი დაიმსახურა. პეტცი ნადეჟდა კოსინცევასთან პაექრობისას მხოლოდ ნახევარ ქულას დასჯერდა და 14,5 ქულით ვერცხლი ერგო. ძაგნიძემ ხოტენაშვილს 1,5:0,5 მოუგო და 13,5 ქულა მოაგროვა, რამაც მას ბლიცში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მართალია, ამდენივე ქულას მოუყარა თავი სტეფანოვამ, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ბულგარელს მე-4 ადგილი ერგო. დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი კი ასეთია: 13. ბელა ხოტენაშვილი (11,5 ქულა), 14. სოფიო გვეტაძე (11), 20. ნაზი პაიკიძე (10,5), 21. ნინო ხურციძე (10), 24. ნინო ბაციაშვილი (10), 26. ლელა ჯავახიშვილი (9,5), 31. მერი არაბიძე (9), 35. სოფიკო გურამიშვილი (8,5).

დღეიდან საჭადრაკო ეპიცენტრი ბულგარეთში გადაინაცვლებს - პლოვდივში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-13 ჩემპიონატი დაიწყება. აქ 39 ქვეყნის 350 წარმომადგენელი ითამაშებს.

მედლებისთვის ქართველთაგან კონტინენტის პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, დავით ბენიძე, ლუკა პაიჭაძე, გაიოზ ნიგალიძე, შოთა აზალაძე, დავით ლომსაძე და გიორგი ხელაია იბრძოლებენ.

შეჯიბრება სტარტს ხვალ აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა