"ატლანტამ" სტუმრად "კლივლენდი" 103:87 დაამარცხა, სადაც ჩვენებურმა 40 წუთზე მეტხანს ითამაშა
ზაზა ფაჩულიას მიმდინარე სეზონის მეცხრე ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. თუმცა ეს დიდი დანაკლისი არაა, პირიქით - ზაზამ კარგად ითამაშა და მისმა გუნდმაც მოიგო.

"ატლანტას " მორიგი მსხვერპლი "კლივლენდი" გამოდგა, რომელიც ჯორჯიელებმა სტუმრად - 103:87 დაამარცხეს. ქართველმა ცენტრმა ხუთეულში 40 წუთზე მეტხანს ითამაშა და პირად ანგარიშზე 9 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება ჩაიწერა.

ზაზამ 11 ცდიდან 3 ორქულიანი და 4-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. როგორც აღვნიშნეთ, მას კინკილა ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ატლანტელთაგან 28 ქულით საუკეთესო ჯო ჯონსონი იყო, კლივლენდელთაგან კი ალონზო გი გამოირჩა 20 ქულით.

ატლანტელებს 26 მოგების წილ 19 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში აქამდე მეხუთეზე მყოფ "ინდიანას" გაუთანაბრდნენ.

მომდევნო ჯახი ატლანტელებს 20 მარტს ელით - შინაურ არენაზე მათ კვალში მდგარ "ბოსტონს" მასპინძლობენ.

gbf.ge

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...