რუსეთის ნაკრების მარცხენაფლანგელ იური ჟირკოვს მოედნის მთელი ფრთის გაკონტროლება შეუძლია, მაგრამ "ჩელსიში" ამ ფეხბურთელს ასეთ გასაქანს არ აძლევენ...

რუსეთის ნაკრების მარცხენაფლანგელ იური ჟირკოვს მოედნის მთელი ფრთის გაკონტროლება შეუძლია, მაგრამ "ჩელსიში" ამ ფეხბურთელს ასეთ გასაქანს არ აძლევენ – მარცხენა ფლანგის დაცვა ხომ ეშლი კოულს აბარია, ხოლო შემტევი ფუნქციები საოცარ ფორმაში შესულ ფლორან მალუდას ეკისრება. სწორედ ამ სიტუაციას მიეძღვნა შკყ შპორტს-ზე გამოქვეყნებული სტატია.

27 წლის რუსი "სტემფორდ ბრიჯზე" მოსკოვის ცსკა-დან ერთი წლის წინათ გადაბარგდა, თანაც "ჩელსიმ" მასში 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, მაგრამ ჟირკოვს რამდენიმე ტრავმის გადატანა მოუხდა, ასეთ პირობებში კი კოულსა და მალუდასთვის კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ჟირკოვს სამშობლოდან "სპარტაკი" და "ზენიტი" უხმობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელი აღიარებს, რომ რეზერვისტის სტატუსის მიუხედავად, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ეცდება, რათა თავი ლონდონში გამოიჩინოს.

"ახლა გუნდი საუცხოო ფორმაშია და მალუდას თუ კოულის ჯობნა პრობლემატურია. კონკურენცია ასეთი რამაა: როცა სათადარიგოთა სკამზე გსვამენ, იქ დიდი ხნით დარჩენა გემუქრება. ჩემს შანსს ველი, სხვა რა გზაა, - ამბობს იური ჟირკოვი, - თამაში მომენატრა, მაგრამ ამ სიტუაციაშუ უბრალოდ ვშრომობ და შანსს მოთმინებით ველი. იმედია, უახლოეს ხანს მომიწევს მინდორზე გასვლა. "ჩელსის" დაძაბული კალენდარი აქვს, მატჩები სამდღიანი ინტერვალითაა, ასე რომ სათამაშო დრო მომეცემა. ცხადია, რაც მეტი, მით უკეთესი. ზამთარში კი უკვე ნათელი გახდება, შანსი მომეცა თუ არა, და თუ მომეცა, როგორ გამოვიყენე ეს შანსი".

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა