ელიტის ყველაზე მძიმე ფალავანმა, 210-კილოგრამიანმა თეიმურაზ ჯუღელმა დასავლეთის სეკივაკე ამინიშიკი დაამარცხა
ელიტის ყველაზე მძიმე ფალავანმა, 210-კილოგრამიანმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) დასავლეთის სეკივაკე ამინიშიკი დაამარცხა მძლავრი ოშიდაშით.

გაგამარუს 2-7 ბალანსი აქვს და კომუსუბის ტიტულის შესანარჩუნებლად ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. 20 მარტს მისი მეტოქე მონღოლი ტოკიტენკუა.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ძალიან ცუდად ასპარეზობს და აი, ლოგიკური შედეგიც - 1 მარტს მან მე-8, გადამწყვეტი ორთაბრძოლა დათმო და აუცილებლად დაქვეითდება რანგში. არადა, ტოჩინოშინმა წააგო სუმოისტთან, რომელსაც აქამდე ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდა მოპოვებული - კიოკუტენჰოსთან.

19 მარტს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ 8-მოგებიანი სერია შეწყვიტა. მან ისევ თანამემამულე კაკურიუსთან წააგო (როგორც იანვრის ბაშოზე). ამ ორის გარდა, 8-8 გამარჯვება ესტონელ ბარუტოსა და რიგით მაეგაშირა შოტენროს აქვთ.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ჰაკუჰო (იორიკირი), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-არანი (იორიკირი), გაგამარუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), იოშიკაძე-მიოგირიუ (ჰიკიოტოში), კიოკუტენჰო-ტოჩინოშინი (იორიტაოში), ვაკაკოიუ-ჩიონოკუნი (ჰატაკიკომი). ძურიო: ჩიოოტორი-კოკაი (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

8-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), შოტენრო (მაეგაშირა 16).

7-2: კოტოშოგიკუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (მ 7)... 2-7: გაგამარუ (კომუსუბი)... 1-8: ტოჩინოშინი (მ 3).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ბარუტო-ამინიშიკი, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ტოჩიოძანი, მიოგირიუ-კისენოსატო, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, კაკურიუ-ტოჩინოვაკა, გაგამარუ-ტოკიტენკუ, კიოკუტენჰო-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-ჰომაშო, ტაკაიასუ-არანი. ძურიო: კოკაი-ოივატო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა