ტურნირს ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი მასპინძლობს, რომელშიც 9 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს
ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი დღეიდან პირველ აპრილამდე მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-13 ჩემპიონატს უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში 39 ქვეყნის 350 წარმომადგენელი ჩაებმება, მათ შორის - 182 დიდოსტატი, რომელთგან 15-ის რეიტინგი 2 700 პუნქტს აჭარბებს. ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 ევრო, საიდანაც გამარჯვებული 14 000-ს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, 11 000 და 9 000 ევროთი დაჯილდოვდებიან.

სულ გათვალისწინებულია 25 ფულადი პრიზი 1 000-იდან 15 000 ევრომდე. მოჭადრაკეებს თითოეულ პარტიაში 40 სვლისთვის მიეცემათ 90 წუთი ყოველ სვლაზე 30-30 წამის დამატებით. შვეიცარიული სისტემით 11 ტური გათამაშდება. 26 მარტი დასვენების დღეა.

ჩემპიონატის რეიტინგფავორიტია იტალიელი ფაბიანო კარუანა (2767). ჩემპიონობისთვის მას უპირველესად 2 700-იანთა კლუბის წევრები - შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2752), დიმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2729), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2717), ალექსანდრ რიაზანცევი (რუსეთი, 2710), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2709), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2706), ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2706), ბორის გრაჩევი (რუსეთი, 2705), ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი, 2705), ვიქტორ ლაზნიჩკა (ჩეხეთი, 2702), სერგეი მოვსესიანი (სომხეთი, 2702), არკადი ნაიდიჩი (გერმანია, 2702), დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2700) და ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2700) გაუწევენ კონკურენციას.

ჩვენებურთაგან საპრიზო ადგილებისთვის, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა - (2010) და ბრინჯაოსმედალოსან (2009) ბაადურ ჯობავას გარდა, ითამაშებენ: 71 (კოეფიციენტით განთესვის ნომერი).

მიხეილ მჭედლიშვილი (2626), 102. ლევან ფანცულაია (2595), 156. დავით ბენიძე (2530), 182. ლუკა პაიჭაძე (2491), 191. გაიოზ ნიგალიძე (2472), 222. შოთა აზალაძე (2419), 271. დავით ლომსაძე (2338), 332. გიორგი ხელაია (2080).

აქვე შეგახსენებთ ევროპის წინა 12 ჩემპიონატში გამარჯვებულთა ვინაობას: 2000 წ. - პაველ ტრეგუბოვი (რუსეთი), 2001 - ემილ სუტოვსკი (ისრაელი), 2002 - ბართლომეი მაჩეია (პოლონეთი), 2003 - ზურაბ აზმაიფარაშვილი (საქართველო), 2004 - ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), 2005 - ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (რუმინეთი), 2006 - ზდენკო კოჟული (ხორვატია), 2007 - ვლადისლავ ტკაჩევი (საფრანგეთი), 2008 - სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია), 2009 - ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი), 2001 - იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი), 201. - ვლადიმირ პოტკინი (რუსეთი).

20 მარტს პირველი ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა