ქართველმა ცენტრმა "ბოსტონთან" (76:79) მატჩში 16 ქულა, 13 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა
ზაზა ფაჩულიას და კევინ გარნეტს ამჯერად არ უჩხუბიათ. ქართველმა კალათბურთელმა "ბოსტონის" სუპერვარსკვლავს მოედანზე კარგი თამაშით დაუმტკიცა საკუთარი ძალა.

"ატლანტა"-"ბოსტონის" მატჩში ფაჩულია საკუთარი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგი დუბლი და ატლანტელთაგან მთლიანობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

გარნეტთან ჩხუბი იმიტომ ვახსენეთ, რომ მასთან ფაჩულიას არაერთხელ მოსვლია შეხლა. ამჯერადაც საკმაოდ აგრესიულ ურთიერთობაში იყვნენ, რასაც ეს ფოტოც მოწმობს, თუმცა საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. თუკი წლების მანძილზე გარნეტი ფორვარდად თამაშობდა, ბოლო მატჩებია ის "ბოსტონში" ნომინალური ცენტრის პოზიციაზეა და დღევანდელ მატჩშიც უშუალოდ ქართველ ცენტრთან უწევდა პაექრობა.

გარნეტი-ფაჩულიას დუელიდან გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა. ფაჩულიამ მატჩი 16 ქულით, 13 მოხსნითა და 3 ჩაჭრით დაასრულა, ხოლო გარნეტის მონაგარი შემდეგი იყო: 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა.

ზაზამ მოედანზე 39 წუთი გაატარა, გარნეტმა - 37. ფაჩულიამ 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 9 ტყორცნიდან 8 მიითვალა.

გარნეტმა 17-იდან 7 ორიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. "ბოსტონის" ვარსკვლავმა რომ თამაშიდან განხორციელებული სროლების უმეტესობა ააცილა, სწორედ ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის დამსახურებაა.

ეს ფაჩულიას მეცხრე ორმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში. ქართველი ცენტრი "ატლანტასთვის" დიდ ძალას წარმოადგენს. ზაზამ "ჰოუქსს" ძირითადი ცენტრის, ალ ჰორფორდის დანაკლისი არ აგრძნობინა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში ღირსეულად შეცვალა ჯორჯიელთა ტრავმირებული ცენტრი.

ამ მატჩში ფაჩულიასთვის უარყოფითი მხოლოდ საბოლოო შედეგია. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და რომ არა ბოლო მეოთხედში გამოჩენილი ინერტულობა, ატლანტელები პრინციპულ მეტოქეს დაამარცხებდნენ.

მთელი შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, სანამ ბოსტონელთა გამოცდილი უკანახაზელი არ აფეთქდა. რეი ალენმა ბოლო მეოთხედში მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და ბოსტონელებს რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი 13:0 მოაგებინა. მაყურებელთა მხარდაჭერის ფონზე ატლანტელებმა მაინც მოახერხეს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება - ჯო ჯონსონის სამქულიანის შემდეგ, საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე, ანგარიში 76:77 გახდა. ბოლო წამებზე ისევ რეი ალენმა იჩაუქა, რომელმაც ორი საჯარიმო ჩააგდო და "ბოსტონს" 79:76 მოაგებინა.

ამ გამარჯვებით "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში თითქმის გაუთანაბრდა მეექვსე ადგილზე მყოფ "ატლანტას". ამ გუნდებს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. მომდევნო მატჩში, 22 მარტს, ფაჩულიას გუნდი "კლივლენდს" უმასპინძლებს, რომელიც 2 დღის წინ სტუმრად 103:87 გაანადგურა.

gbf.ge

shoda
ზაზამ საოცრად მოუმატა!! ის ჩვენი სიამაყეა! თანდათან ყალიბდება დიდ კალათბურთელად, ხოლო როგორც პიროვნება ყოველთვის დიდებული იყო!!
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა