ბუბა დაუშვილის "კარპატიში" ტრანსფერთან დაკავშირებით ფიფაში ზესტაფონელთა სარჩელი შევა
"ლელოს" მკითხველს კარგად მოეხსენება ლვოვის "კარპატისა" და საქართველოს ჩემპიონის დავის ამბავი: უკრაინული კლუბი არ აპირებს, "ზესტაფონს" მურთაზ დაუშვილის ტრანსფერის კომპენსაცია, 360 ათასი ევრო გადაუხადოს.

ფეხბურთელმა ისარგებლა უფლებით და ქართულ კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ხუთი თვით ადრე, 2011 წლის აგვისტოში "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმა. მასზე გაბრაზებულმა "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ბოლო 5 თვის განმავლობაში დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა. ყველას ეგონა, რომ ლვოველები "ზესტაფონს" საკომპენსაციო თანხას, 360 ათასი ევროს გადაუხდიდნენ, ბუბა უკრაინაში თამაშის უფლებას მიიღებდა და კონფლიქტი ამოიწურებოდა, მაგრამ ლვოველებმა უკრაინული მასშტაბით ამ მიზერული თანხის გადახდაც არ ისურვეს.

რადგან საქმეს ასეთი პირი უჩანდა, "ზესტაფონმა" ლვოველებს ოფიციალურად მიმართა, რომ "კარპატის" კუთვნილი საკომპენსაციო თანხა გადაეხადა. უკრაინელთა არაოფიციალური პასუხი უცნაურად ჟღერდა - ან 50 ათას ევროს გადაგიხდით, ან 1 მაისამდეც მოვიცდითო. საქმე ისაა, რომ 1 მაისს დაუშვილი 23 წლის გახდება და მის კონტრაქტში "კარპატის" კომპენსაციის გადახდა აღარ მოუწევს, "ზესტაფონი" კი უკრაინის პირველი ლიგის "ლვოვისგან" (სადაც ტრანსფერი დაარეგისტრირეს დაუშვილის "კარპატიში" იჯარით გაშვებამდე) მხოლოდ 60 ათას ევროს მიიღებს.

ცნობილია, რომ დაუშვილი "კარპატის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს: უკრაინის პრემიერლიგა ეროვნული ჩემპიონატების მეორე კატეგორიაშია და გუნდი ვალდებულია, 23 წლამდე თავისუფალ აგენტში გამზრდელ კლუბს სეზონში 60 ათასი ევრო გადაუხადოს. დაუშვილი "ზესტაფონში" 6 სეზონი თამაშობდა და იმერულ კლუბს 360 ათასი ევრო ეკუთვნოდა.

რადიკალურად იცვლება ვითარება "ლვოვის" შემთხვევაში: უკრაინის პირველი ლიგის კლუბი ჩემპიონატების მეოთხე კატეგორიაშია და "ზესტაფონს" ბევრად ნაკლები, სეზონში 10 ათასი ევრო, ანუ სულ 60 ათასი უნდა გადაუხადოს.

ეს "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ თავიდანვე თაღლითურ სქემად მონათლა, რადგან კლუბს კომპენსაციისთვის თავის არიდება სურს.

"თუ ლვოველებს ეს სქემა დაუმტკიცდათ, მაშინ ფიფასგან სერიოზული სანქციები წამოვა... "ზესტაფონის" ინტერესის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ. მეტსაც გეტყვით: ყველაფერს გავაკეთებთ, დემინსკის ფეხბურთში საქმიანობა რომ აუკრძალონ. ეს მათთვის პირველი სკანდალი არ არის, მის "საქმეებს" თავად უკრაინაშიც კარგად იცნობენ", - განაცხადა კოკაიამ (იხილეთ ვრცლად).

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად "ზესტაფონი" ამ ტრანსფერის იურიდიულ მხარეს დეტალურად სწავლობს, საჭირო ინფორმაციებს აგროვებს, დახმარებისთვის კი უკრაინელი იურისტი მოიწვია. ეს ინკოგნიტო პიროვნება თბილისში მცირე ხნის წინ იმყოფებოდა, მაგრამ ვინაობის დასახელება და კომენტარი არ ისურვა.

თუ ფიფა ქართული მხარის არგუმენტებს გაიზიარებს, მაშინ ლვოველები იძულებულნი გახდებიან, რომ "ზესტაფონს" საკომპენსაციოსთან ერთად, დამატებითი თანხაც გადაუხადონ.

ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმ ფაქტს, რომ დაუშვილმა იჯარამდე "კარპატიში" 4 საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

"ზესტაფონი" ამ საკითხზე განცხადებას ჯერ არ აკეთებს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ კონსულტაციებს აწარმოებენ და "კარპატისთვის" თანხის შერჩენას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
მიდი ზესტა არაფერი შეარჩინა მაგ უნამუსოებს! მარტო ზესტაფონმა კი არა ფედერაციამაც ყველა საშუალებას უნდა მიმართოს რომ სამაგალითოდ დაისაჯოს „ლვოვიც“, „კარპატიც“ და დაუშვილიც, რომ მასეთი გოთვერნობებით შემდეგში სხვა ქართული კლუბებიც არ დაზარალდნენ!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა