არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ფიქრობს
გურამ კაშია სულ რაღაც ორი წლის წინ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. მართლაც საგრძნობი იყო ახალგაზრდა ცენტრალური მცველის პროგრესი - თბილისის "დინამოს" დუბლებიდან მოკლე პერიოდში მის ლიდერად და შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

მერე იყო მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" მიწვევა, დამკვიდრება და კაპიტნობაც!

გურამ კაშია ევროპული კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა. "ლელო" ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს წერდა ინგლისურ მედიაზე დაყრდნობით, რომ არნემელთა კაპიტნით ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა (იხილეთ სტატია).

ამის შემდეგ მცირე ხანში ფეხბურთელის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ თქვა, რომ გურამს "ვიტესზე" უფრო ტიტულოვან ჰოლანდიურ კლუბებში იწვევენ.

გურამ კაშიას არნემში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "ჩელსის" ინტერესზე აღარაფერი ისმის. რეალურად ინგლისელებთან მოლაპარაკება გქონდა?

- ეს ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა და მაგაზე მეტის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ჩელსისთან" მოლაპარაკება პირადად მე არ მქონია.

- ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვიტესმა" ახალი კონტრაქტი შემოგთავაზა...

- შემოთავაზება არის და შესაძლოა, "ვიტესთან" უახლოეს დღეებში ახალი კონტრაქტი მართლაც გავაფორმო.

- ახალი კონტრაქტი რამდენწლიანი იქნება?

- ჯერ ეს არ გადაწყვეტილა. ძველი ხელშეკრულება კი 2013 წელს მთავრდება.

- შენი მენეჯერის, გოგა გახოკიძის სიტყვებია, რომ "ტვენტესა" და "ეინდჰოვენში" გიწვევენ. ანუ ამ წინადადებებზე უარს ამბობ?

- ინტერესი მართლაც იყო და არის კიდეც. უბრალოდ, მანამდე ბევრი საკითხია გადასაჭრელი და არ ვიცი, როგორ მოგვარდება.

- კონკრეტულად?

- "ეინდჰოვენი" და "ტვენტე" ძალიან სერიოზული გუნდებია და როდესაც შენით დაინტერესდებიან, შეუძლებელია, არ დაფიქრდე და გულმა არ გაგიწიოს; მაგრამ, მეორე მხრივ, გუნდის წინაშე გამაჩნია წმინდა ადამიანური მოვალეობა და პასუხისმგებლობა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ვიტესს" ძალიან შევეგუე, გუნდის კაპიტანი ვარ და ლიდერად მთვლიან. "ვიტესს" კი მიმდინარე სეზონში დიდი ამბიციები აქვს და ასეთ დროს გუნდის მიტოვებას ვერ გამიგებენ.

- მიმდინარე სეზონში რა მიზნები გაქვთ?

- გვინდა, ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვოთ. საერთოდ, ამ გუნდის განვითარებაში, ზრდასა და საერთო პროგრესში უკვე ისე ვარ ჩართული, თავადაც გამიჩნდა ინტერესი, რომ შედეგს სწორედ არნემში მივაღწიო.

ისე, ძალიან მაინტერესებს, რამდენს შევძლებთ. ძნელია, ამ ყველაფერზე უარი ვთქვა და სხვაგან გადავიდე.

- "ვიტესში" წასვლამდე "ტრანსფერმარკტი" 300 ათას ევროდ გაფასებდა, დღეს კი 4 მილიონად და ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდი. უდავოდ დიდი ნახტომია...

- ეს, უპირველესად, ჰოლანდიის ჩემპიონატის დამსახურებაა. საქართველოში რაც უნდა კარგად ითამაშო, ფასის ჭერია დაწესებული და იმაზე მეტად არ შეგაფასებენ. ახალგაზრდა კაცი ჰოლანდიაში ძალიან ბევრ რამეს სწავლობ და იზრდები; მით უფრო, საქართველოდან წასული.

მიხარია, "ტრანსფერმარკტი" ასე ძვირად რომ მაფასებს. სხვათა შორის, საქართველოში თამაშის პერიოდში ჩემი ფასი 150 ათასი იყო და მხოლოდ ბოლო თვეებში გაიზარდა 300 ათასამდე. ამის შემდეგ ტრანსფერის ასეთი რადიკალური გადაფასება ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ყველაზე მეტად სპორტული ზრდა მახარებს.

ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო, გავიზარდო და ბევრს მივაღწიო.

მეორე ის ფაქტორია, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა. სულაც არ ვთვლი, რომ ამ შეფასების გამო მე ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ რა დასამალია, ფაქტი მაინც მსიამოვნებს.

- საქართველოს ევროპის საუკეთესო ნაკრებებში არ ასახელებენ, მაგრამ მილიონად შეფასებული მოთამაშეებით 20 საუკეთესოში მაინც ვართ...

- ჩვენ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და ეს ჩვენი ფეხბურთის პოტენციალზე მიუთითებს. დარწმუნებულიც ვარ, ჩვენს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს. თანაც, გადახედეთ, ძალიან ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან. თუნდაც ჩემი თანაგუნდელები, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამარდაშვილის მშრალი მატჩი და მაღალი შეფასებები - "ლივერპულმა" "რექსჰემს" მოუგო
მიქაუტაძის საგოლე პასი და გატანილი პენალტი - "ვილიარეალმა" "კომო" დაამარცხა
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
FIFA-მ ახალი რევოლუციური პროექტი დაანონსა, რის გამოც ევროპელები მუნდიალს ბოიკოტს გამოუცხადებენ? - სკანდალური ამბის დეტალები
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] ამჯერად 0:3 - "დილა" "აპოლონთან" კვიპროსშიც დამარცხდა
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
კიეზამ "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
ტერ შტეგენის "აიაქსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
კვლავ ნიდერლანდებში - დუშან ტადიჩი ახალ გუნდში გადავიდა
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება