ცხრილის სათავეში შთამბეჭდავად დგას "ჩელსი" და მოდი, მეოთხე ტურზე ლაპარაკიც ამ გუნდით დავიწყოთ: "ლურჯები" შორს არ მიდიან...

დღეს

ევერტონი-მანჩესტერ იუნ 15:45

არსენალი-ბოლტონი 18:00

ფულჰემი-ვულვერჰემპტონი 18:00

მანჩესტერ სიტი-ბლექბერნი 18:00

ნიუკასლი-ბლექპული 18:00

ვესტ ბრომივიჩი-ტოტენჰემი 18:00

ვესტ ჰემი-ჩელსი 18:00

უიგანი-სანდერლენდი 18:00

ხვალ

ბირმინგემი-ლივერპული 19:00

ზეგ

სტოკ სიტი-ასტონ ვილა 23:00

ცხრილის სათავეში შთამბეჭდავად დგას "ჩელსი" და მოდი, მეოთხე ტურზე ლაპარაკიც ამ გუნდით დავიწყოთ: "ლურჯები" შორს არ მიდიან, ლონდონში რჩებიან, ოღონდ შინ არ თამაშობენ - "ვესტ ჰემს" სტუმრობენ. გუნდი, რომელსაც სამი თამაშიდან სამივე მოგებული აქვს მეოთხეშიც გამარჯვებას აპირებს და მის მწვრთნელს კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილი აქვს ამ საქმისთვის ისევ ის ფეხბურთელები გამოიყენოს, რომელთაც პირველ სამ ტურში ენდო. "ვესტ ჰემი" კი შავ დღეშია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი, გამოცდილი ავრამ გრანტი ხელმძღვანელობს, გუნდს ამ ჩემპიონატში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც სტანდარტულით, ხოლო ცხრა გაშვებულიდან შვიდ შემთხვევაში მოწინააღმდეგის კომბინაცია ვერ ჩაშალა.

ინგლისის ჩემპიონთა თავკაცი, ანჩელოტი მიიჩნევს, რომ შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად მის გუნდს განვითარებისთვის კიდევ დიდი რეზერვი აქვს: "ფეხბურთში ყოველთვის არის უამრავი წვრილმანი, რომლის გამოსწორებაც შეიძლება. ნებისმიერი თამაში გაძლევს ჩაფიქრების საშუალებას, ჭკუის სწავლა ყოველდღიურად არის საჭირო. ჩემს სამშობლოს, იტალიასა და ინგლისს შორის ოსტატობაში განსხვავება არ არის, მაგრამ ინგლისელებს მენტალიტეტში აქვთ უპირატესობა. ისინი უფრო ძლიერები არიან".

ანჩელოტი სადღეისოდ ფრენკ ლემპარდისა და ჯონ ტერის ჯანმრთელობის შესახებ ელოდება ექიმთა დასკვნას. თუ ყველაფერი კარგად იქნება, "ლურჯები" "აპტონ პარკზე" უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლივერპულში "ევერტონთან" ჩადის და ამ შეხვედრაში ყურადღების ცენტრში, რასაკვირველია, "ევერტონის" აღზრდილი და ყოფილი ვარსკვლავი, პირადი პრობლემებით დატვირთული უეინ რუნი იქნება. თუმცა, "იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა რუნის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკისგან თავი შორს დაიჭირა.

"მოდი, ეს ამბავი ახლავე დავივიწყოთ. ჩემი ფეხბურთელების ოჯახური ცხოვრების განხილვას არ ვაპირებ", - თქვა ლეგენდარულმა სქოთმა, რომელიც ცნობილია როგორც კაცი, რომელსაც თავისი გრძნობების და გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოტანა არ უყვარს. "ევერტონის" პრობლემა კი პირადული ხასიატისა სულაც არ გახლავთ: მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი ჯეკ როდუელი ისე დაშავდა, რომ სამი თვითვის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს. როდუელი ორი კვირის წინ, "ასტონ ვილას" მცველთან სტივენ უორნოკთან შეჯახებისას დაშავდა.

"მე მეგონა, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო და ჯეკი ერთ კვირაში დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი გაცილებით რთულად ყოფილა" - თქვა მოიესმა.

"ასტონ ვილა" ვახსენეთ და ბარემ მის სტოკში სტუმრობაზე ვთქვათ შემდეგი სიტყვა. ეს შეხვედრა ორშაბათს გაიმართება და ბირმინგემელებს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ეყოლებათ ახალი თავკაცი, რომლის ვინაობაც მთელი ქვეყნისთვის ცნობილია - ფრანგ ჟერარ ულიეზეა ლაპარაკი. ულიეს საფრანგეთში აქვს რაღაც საქმეები დარჩენილი. ის იქ ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. პარასკევს მას ბირმინგემში ოგფიციალური პრესკონფერენცია უნდა მოეწყო, მაგრამ ვაგლახ... ერთი სიტყვით, სტოკში "ვილას" კვლავ კევინ მაკდონალდი უხელმძღვანელებს. რაც შეეხებათ სტოკელებს, მათ გუნდში "ბრიტანია სთედიუმზე" ოთხი დებიუტია მოსალოდნელი და ერთ-ერთი დებიუტანტი კინუეინ ჯონსი იქნება. წინა სეზონში ის "სანდერლენდში" გამოდიოდა. ჯონსმა პირველ შეხვედრაში ვულვერჰემპტონში ფეხი იტკინა და შემდეგი ორი თამაში გამოსტოვა.

"არსენალი" "ბოლტონს" მასპინძლობს. "მეთოფეებსაც" პრობლემა აქვთ, თეო უოლკოტი კოჭის ტკივილის გამო ექვს კვირას გამოსტოვებს. მან ტრავმა ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრაში მიიღო. ლონდონელებს არც რობინ ვან პერსი ეყოლებათ. მასაც ექვსი კვირით მოუწევს ექიმებთან სიარული. სამაგიეროდ, ნავარაუდევზე ადრე გამოჯანმრთელდა სამირ ნასრი. სავარაუდოდ, თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდება, შემდეგ კი "არსენალში" თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს სებასტიან სკილაჩი. "ბოლტონს" მთავარი მეკარე იუსი იაასკელაინენი დაუშავდათ და კარიერაში პირველ პრემიერლიგურ მატჩს ითამაშებს 22 წლის უნგრელი გოლკიპერი ადამ ბოგდანი. ივან კლასნიჩის ჯანმრთელობა კი ექიმებმა კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმონ.

"ფულჰემი" "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ - მასპინძლების ბანაკში მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ბობი ზამორამ ლონდონელებთან ახალ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ვულვზის" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდება "ბირმინგემიდან" ტრანსფერთა ბოლო დღეს ნაყიდი მარკუს ბენტი. გამოჯანმრთელდა თითქმის ვან-კლოდ სინამდვილეში კი ჟილ ვან დამი.

"მანჩესტერ სიტისა" და "ბლექბერნის" შეხვედრა იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ ბენჯანის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს მოედანზე გასვლა... რასაკვირველია, ზიმბაბველი მწვრთნელმა სემ ელერდაისმა თუ ათამაშა.

"ნიუკასლი" "ბლექპულს" მასპინძლობს". მასპინძელთა მწვრთნელს კრის ჰაფტონს ერთბაშად სამი ახალწვეულის შემოწმება შეუძლია. ლაპარაკია სოლ კემპბელზე, ჩეიკ ტიოტესა და ჰათემ ბენ არფაზე. კოჭის ტრავმის შემდეგ ვარჯიში ენდი კეროლმა განაახლა. "ბლექპულის" შემადგენლობაში, სავარაუდოდ, კოჭნატკენი მარლონ ჰერევუდი დაბრუნდება.

"ტოტენჰემი" "ვესტ ბრომვიჩს" სტუმრობს. მასპინძლებს მთავარი შემოქმედი ნახევარმცველი გრემ დორანსი არ ეყოლებაო, ამბობენ "ვესტ ბრომვიჩთან" დაკავშირებული წყაროები. მიზეზი: მწვრთნელთან რობერტო დი მატეოსთან აქვს პირადი პრობლემები. "ტოტენჰემის" ამბავი კი ყველამ იცის - სანაკრებო შეხვედრებში მაიკლ დოუსონი და ჯერმაინ დეფო დაშავდნენ. სამაგიეროდ დიდი შანსია ოთხი ფეხბურთელის დებიუტი ვნახოთ. ისინი გახლავან რაფაელ ვან დერ ვაარტი, უილიამ გალასი, სანდრო და სტიპე პლეტიკოშა.

"უიგანს", ალბათ, შარლ ნ'ზოგბია დაუბრუნდება და გუნდი "სანდერლენდს" ისე შეხვდება, "ბირმინგემისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში კი დიდი შანსია პრემიერლიგას ბირმინგემში დაბრუნებული ალექსანდრ ჰლების დებიუტი ვნახოთ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 3 3 0 0 14-0 9

2. არსენალი 3 2 1 0 9-2 7

3. მანჩესტერ იუნ. 3 2 1 0 8-2 7

4. ასტონ ვილა 3 2 0 1 4-6 6

5. ბოლტონი 3 1 2 0 5-3 5

6. ბირმინგემი 3 1 2 0 6-5 5

7. ვულვზი 3 1 2 0 4-3 5

8. ნიუკასლი 3 1 1 1 7-4 4

9. მანჩესტ. სიტი 3 1 1 1 3-1 4

10. სანდერლენდი 3 1 1 1 3-3 4

11. ტოტენჰემი 3 1 1 1 2-2 4

12. ბლექპული 3 1 1 1 6-8 4

13. ლივერპული 3 1 1 1 2-4 4

14. ფულჰემი 3 0 3 0 4-4 3

15. ბლექბერნი 3 1 0 2 3-4 3

16. ვესტ ბრომვიჩი 3 1 0 2 1-7 3

17. უიგანი 3 1 0 2 1-10 3

18. ევერტონი 3 0 1 2 1-3 1

19. სტოკი 3 0 0 3 2-6 0

20. ვესტ ჰემი 3 0 0 3 1-9 0

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა