ინდიან უელსის ტურნირის მოგების შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სეზონში ტიტულების რაოდენობა ოთხამდე აიყვანა
ინდიან უელსის ტურნირის მოგების შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ სეზონში ტიტულების რაოდენობა ოთხამდე აიყვანა და 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული 23-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ბელარუსი ჩოგბურთელი ამ კვირას მაიამის დიდ ტურნირში ჩაებმება და მოგებათა სერიის გაგრძელების იმედი აქვს. არადა, აზარენკას ამჯერად უფრო სერიოზული გამოცდა ელის. მაიამიში ითამაშებენ ბელგიელი კიმ კლაისტერსი და ამერიკელი სერენა უილიამსი, რომლებიც ინდიან უელსში ვერ ვიხილეთ.

თუმცა ვიქტორია აცხადებს, რომ ის მზად არის გაუმკლავდეს სერენას, პეტრა კვიტოვასა და კაროლინ ვოზნიაცკის, რომლებსაც წელს ჯერ არ შეხვედრია კორტზე.

"რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანთან შეხვედრა მსურს. საერთოდ, რაც უფრო რთული მატჩი მელის, მით უფრო კარგი განწყობით გავდივარ კორტზე. ყოველთვის მოტივაციის ძიებაში ვარ. იმ მეტოქეებმა, რომლებსაც წელს ვეთამაშე, დიდი ბრძოლა გამიმართეს, მაგრამ მინდა უძლიერესებს შევხვდე", - განაცხადა აზარენკამ.

ბელარუსმა ჩოგბურთელმა კომენტარი გაუკეთა გრუნტის მოახლოებულ სეზონს. ამ საფარზე ვიკას მხოლოდ ერთი ტურნირი აქვს მოგებული.

"შარშან გრუნტზე საკმაოდ კარგ თამაშს ვაჩვენებდი. ამიტომაც მომწონს ეს საფარი. ჩემთვის ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. მზად ვარ გავაუმჯობესო გრუნტზე თამაში. ამისთვის მცირე საწვრთნელი შეკრების მოწყობასაც კი ვაპირებ. ვფიქრობ, ჩემს პროგრესს ხელს არაფერი შეუშლის", - დაასრულა კომენტარი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

სხვათა შორის, ამერიკული ტელეარხის, TSN-ის ანალიტიკოსებმა შეადგინეს 23 წლამდე სპორტსმენთა საუკეთესო ათეული, რომელშიც ვიქტორია აზარენკასაც ვხედავთ.

ბელარუსი ჩოგბურთელის გარდა, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა სიაში მოხვდნენ: იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი, ამერიკის ფეხბურთის მოთამაშე კემ ნიუტონი, ამერიკელი კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი და მისი ესპანელი კოლეგა რიკი რუბიო, შვედი ჰოკეისტი ერიკ კარლსონი, სამი კანადელი ჰოკეისტი: ჯონ ტავარესი, ჯორდან ებერლე და სტივენ სტემკოსი, აგრეთვე ბრიტანელი გოლფისტი რორი მაკილროი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!