ერთი წამოცდა ფაბიო კაპელოს 2012 წელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადავდგებიო და "ვაკანსიის" დასაკავებლად უკვე რიგი დადგა...
ერთი წამოცდა ფაბიო კაპელოს 2012 წელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადავდგებიო და "ვაკანსიის" დასაკავებლად უკვე რიგი დადგა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა თავისი კანდიდატურა ამთავითვე მოხსნა.

ერთი სიტყვით, ორ წელიწადში კაპელო მიდის, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას კი გამოცხადებული აქვს, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად ინგლისელი იქნება. ჰოდა, გამოკვეთნენ კიდეც ფიგურები, რომელთაც "ბრიტანეთის ყველაზე რთული თანამდებობის" დაკავების გამორჩეული შანსი აქვთ. ერთ-ერთი მათგანია "სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრუსი, რომელმაც თქვა, რომ ახლა, როგორც მას ასევე სხვა კანდიდატებს თავის გამოჩენისთვის 18 თვე ეძლევათ.

"რასაკვირველია, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა მინდა, - თქვა 49 წლის სპეციალისტმა, - საერთოდ, ყურადღების მიპყრობას იშვიათად ვცდილობ, საყვირების ჩაბერვა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დაგიმალავთ, რომ თუ შანსი მომეცემა, გამოვიყენებ. რატომაც არა? წარმოიდგინეთ, რამხელა პატივი და სიამაყეა. ყველამ კარგად ვიცით რა ჯოჯოხეთშიც ჰყოფს ადამიანი თავს, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ხდება, მაგრამ ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა ცხოვრების უდიდესი მომენტია. ეს მომენტი თანმდევ კოშმარად ნამდვილად ღირს. თქმა არ უნდა, ამ თანამდებობას რომ თანხმდები, ძალიან სქელი კანი უნდა გქონდეს, თუმცა, ზოგადად, მწვრთნელობასაც რომ იწყებ, ეს თვისება მაინც გჭირდება. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რას ვიზამ შემდგომი 18 თვის განმავლობაში.

როგორ შევხვდები იმ მომენტს, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა მართლა ვაკანტური გახდება. იმ დროისთვის შესაძლოა ახალმა კანდიდატმა გადაჩრდილოს ყველა. მაგალითად, იან ჰოლოვეიმ. განა ბოლო დროს ვინმემ გააკეთა რაიმე ისეთივე ეფექტური, როგორც მან თავის "ბლექპულთან" ერთად? ალბათ, არა, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი მომენტის ამბავია. მთავარია რამდენად ეფექტური იქნები არა დღეს არამედ იმ მომენტისთვის, როდესაც ნაკრების მწვრთნელის დანიშვნას გადაწყვეტენ".

დღეს კიდევ ერთ მთავარ კანდიდატად ინგლისში "ბლექბერნის" თავკაცი სემ ელერდაისი მიაჩნიათ. ის ერთხელ უკვე იყო

თანამდებობასთან ძალიან ახლოს, როცა "ბოლტონში" მუშაობდა და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ ფეხბურთის ასოციაციამ სტივ მაკლარენის დანიშვნა ამჯობინა. მას შემდეგ "დიდმა სემმა" "ნიუკასლში" ვერ მიაღწია წარმატებას და რეპუტაციის აღდგენა უკვე "ივუდ პარკიდან" შეუდგა.

ელერდაისმა თქვა: "თანამდებობის დაკავება ადრეც მსურდა, ასე რომ, ჩემგან ასეთი პრეტენზიის გამოვლენა სიახლე არ არის. ინგლისის ნაკრების თავკაცობა საჩემო საქმეა. სხვა საქმეა, რომ როცა ამ თანამდებობაზე გნიშნავენ, შენც და შენი ოჯახიც დიდი დარტყმის ქვეშ დგებით. მახსოვს, ამ საკითხებზე ბოლოს ბობი რობსონსა და ტერი ვენეიბლზს ველაპარაკე. ორივემ ერთი და იგივე მითხრა - ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე დიდებულ საქმეს ცხოვრებაში ვერ ნახავო. ასე რომ გეტყვიან, ცხადია ბედის ცდა მოგინდება. თან, მნიშვნელოვანია, თავად რას გრძნობ, შეძლებ თუ არა დიდი ამოცანისთვის თავის გართმევას.

მე პრემიერლიგაში ათ წელიწადზე მეტი გამიტარებია და გუნდში რამდენიმე უმაღლესი კლასის ვარსკვლავიც მყოლია. დიდი სიამოვნებაა მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონთან ან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან მუშაობა. ახლა კი დროა, სანაკრებო დონეზეც მოვსინჯო ბედი და, კაცმა რომ თქვას, ეს ინგლისში მოხდება თუ სხვა ქვეყანაში, სულერთია. ისე, ნაკრების სათავეში ჩადგომა ახალგაზრდა კაცის საქმე არ არის... და კიდევ ერთი. თუ ფეხბურთის ასოციაციას ინგლისის ნაკრების მომავალი მწვრთნელის მთავარ ფუნქციად ამ ქვეყნის მოთამაშეების საუკეთესო თვისებათა გამოვლენა მიაჩნია, მაშინ მართალია, ინგლისელი მწვრთნელზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა