თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გულშემატკივარს ეროვნულ სტადიონზე საინტერესო სანახაობას ჰპირდება
თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მერებაშვილი, 21 მარტს "ზესტაფონთან" გასამართი მატჩის წინ, გულშემატკივრებს მოუწოდებს, მივიდნენ ეროვნულ სტადიონზე. თავად კი დაძაბული შეხვედრის მოლოდინშია.

- რას ფიქრობ ამ შეხვედრაზე?

- ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამორჩეულად დაძაბული იყო - სერბეთში წასვლამდეც ასეთი განსაკუთრებული განწყობით ვემზადებოდი და ახლა, მით უმეტეს, რადგან ორივე გუნდი უფრო გაძლიერდა. ასე მგონია, ხალხიც ამ შეხვედრებს მეტი ინტერესით მოელის.

დარწმუნებული ვარ, თამაში დაძაბული და საინტერესო იქნება. "მერანთან" ფრეს შემდეგ ჩვენ ქულის დაკარგვის უფლებაც არ გვაქვს. თითოეულმა დინამოელმა იცის, რომ აუცილებელია მოვიგოთ და გულშემატკივარი ლამაზი თამაშით გავახაროთ.

- "მერანთან" ორი ქულის დაკარგვა თქვენთვის აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს "ზესტაფონთან" თამაშისწინა განწყობაზე ხომ არ დაგეტყოთ?

- ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ წინასწარ შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და გვეგონა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა ის, რისგანაც არავინ არის დაზღვეული - ძარიამ ინსტინქტურად ხელით ითამაშა, ბურთი კარიდან გამოიტანა, ირაკლი გააძევეს და ყველაფერი აირია.

თუმცა ჩვენს მიზანს ეს ფრეც ვერ შეცვლის - "დინამოს" ჩემპიონობა სურდა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძნელია ასეთი თამაშის უცებ დავიწყება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წარსულზე წუწუნი არაფერს გვარგებს. ახლა ბრძოლა და ყველა მატჩის მოგებაა საჭირო.

- სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ "ზესტაფონის" თამაშები თუ ნახე?

- ვნახე და აშკარაა, ჩემი წასვლის შემდეგ გუნდი უფრო გაძლიერდა და შეთამაშდა. მაგრამ ახლა მათ თამაშებს უფრო დეტალურად განვიხილავთ და მოწინააღმდეგის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას შევეცდებით, რომ შემდეგ მათი გამოყენებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- გულშემატკივარი ამ შეხვედრისგან უფრო მეტს ელის, ვიდრე ზოგადად ჩემპიონატის სხვა მატჩებისგან...

- ჩემი თხოვნა იქნება, მოვიდეს რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი. სავსე ტრიბუნები ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება. იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, "დინამოს" ქომაგი უფრო მეტი მოვა თუ "ზესტაფონის". მთავარია, ხალხი იყოს და ასე მატჩი უფრო სანახაობრივი გამოვა.

როდესაც მაყურებელი გამხნევებს, მოთამაშეებს მეტი სტიმული და მონდომება გვიჩნდება, საკუთარ თავსაც მეტს ვთხოვთ. ჩვენც შევეცდებით, ხალხი იმედგაცრუებული არ დავტოვოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის