თითქმის ერთი თვე არ ჰქონდა ცხინვალის "სპარტაკს" მატჩი მოგებული და აი, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა 20 მარტს ნავსი გატეხა
თითქმის ერთი თვე არ ჰქონდა "სპარტაკს" მატჩი მოგებული და აი, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა 20 მარტს ნავსი გატეხა. "სპარტაკს" შთამბეჭდავი შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ერთობ მნიშვნელოვანი 3 ქულა კი მოიპოვა - ცხინვალელთა გუნდისთვის ხომ პლეი აუტში პირველი გამარჯვება იყო!

მასპინძლის სტატუსითაც და "რანგითაც" წყვილში ფავორიტად "სპარტაკი" მიიჩნეოდა, მაგრამ ცხინვალელებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს აშკარად დაღლილი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა. არადა, სტუმრებს ფიზიკურ მომზადებაში სერიოზული პრობლემები რომ არ ჰქონოდათ, თბილისიდან, სულ მცირე, ქულასაც წაიღებდნენ.

მეორე ტაიმში "მერცხალმა" სამი ერთობ მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, მასპინძლების თამაშში წუნი რაც იყო, - ამ შემთხვევაშიც საბოლოო და ზუსტ დარტყმებს ვგულისხმობთ.

პირველ ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას კი ფლობდნენ, ტაქტიკაც აშკარად შეტევაზე ორიენტირებული იყო შერჩეული, მაგრამ რასაც სახიფათო მომენტი ჰქვია, "სპარტაკმა" მხოლოდ ერთადერთხელ შექმნა: სერგი ორბელაძის პასის მერე ნიკოლოზ მაისურაძე ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ სტუმართა მეკარემ დავით ოდიშარიამ უშეცდომოდ ითამაშა.

სხვათა შორის, მაისურაძისა და ოდიშარიას "დუელი" მეორე ტაიმის დასაწყისშიც ვიხილეთ და იმ შემთხვევაშიც "მერცხალის" მეკარემ იყოჩაღა.

"მერცხალმაც" მხოლოდ ერთხელ შეუტია და ვინ იქნებოდა ყურადღების ცენტრში, თუ არა ოზურგეთელთა გუნდის ახალწვეული გიორგი მეგრელაძე?! 33 წლის თავდამსხმელი ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, მაგრამ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და თავისი შორეული "საფირმო" დარტყმებით ორჯერ დაემუქრა ახალგაზრდა გიორგი ნადირაძის კარს.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა: ერთი შეხედვით, ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ, მაგრამ ქაოტურადაც უტევდნენ და წუნიც უამრავი ჰქონდათ. სამაგიეროდ, ვიდრე დაიღლებოდნენ, სტუმრებმა რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, მაგრამ გიორგი მეგრელაძისა და ლაშა კალანდაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

ამასთან, "მერცხალი" თავს უნარიანად იცავდა და ყოველივე ეს გუნდის კაპიტნის, 37 წლის მიხეილ ქობულაძის დამსახურებაც იყო.

მასპინძელთა თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის გამოსწორება და სწორედ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების აქტიურობამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი: თორნიკე თუხარელის ფლანგური პასის მერე 20 წლის კონსტანტინე გაბაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა!

გაბაშვილს სულ მალე "დუბლის" შესრულებაც შეეძლო, როცა ასევე შეცვლაზე შემოსული ირაკლი სამხარაძის მართლაც ჩინებული გადაცემის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)

20. 03. თბილისი. "ბენდელა". 300 მაყურებელი

სპარტაკი-მერცხალი 1:0

1:0 გაბაშვილი (87, თუხარელის პასით)

სპარტაკი (4-2-3-1) მერცხალი (4-5-1)

ნადირაძე ოდიშარია

ჭაფოძე ზ. ტუღუში

ტეტუნაშვილი ქობულაძე

ლომაია ხაჩიძე

ორბელაძე კოტრიკაძე

ჩივაძე რ. ტაკიძე

ნ. მაისურაძე თ. ვარდუაშვილი

შარაშენიძე ტყეშელაშვილი

ლ. მელქაძე ბაჯელიძე

გაბაშვილი მეგრელაძე

მწვრთნელი: ვ. ხაჩიძე მწვრთნელი: ხ. ჩხატარაშვილი

სპარტაკი

57. ტეტუნაშვილი - სამხარაძე

75. ჩივაძე - გიორგი გურეშიძე

83. ჩაფიძე - თუხარელი

სათადარიგოები: დაუშვილი, მაჭავარიანი, თ. შონია, მერეჩკო

მერცხალი

43. კოტრიკაძე - ხურციძე

61. ზ. ვარდუაშვილი - კალანდაძე

68. ტყეშელაშვილი - ს. ჩიგოგიძე

სათადარიგოები: გია გოგუა, ათუაშვილი, ა. ლორია, დ. ვაშაკიძე

გაფრთხილება: ოდიშარია (68), სამხარაძე (69), ლომაია (83)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე