ჩემპიონატის პირველ ტურში დავით ლომსაძემ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა
20 მარტს ბულგარულ პლოვდივში დაიწყო მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-13 ჩემპიონატი, რომელშიც 39 ქვეყნის 348 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის - საქართველოდან 9 წარგზავნილი.

პირველ ტურში ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი, კონტინენტის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, გალელი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა თეთრი ფიგურებით 41-ე სვლაზე თანამემამულე ლუკა პაიჭაძეს დაუზავდა.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ გაიოზ ნიგალიძე და უკრაინელი ზახარ ეფიმენკო. სენსაციური იყო დავით ლომსაძის გამარჯვება - ქართველმა მოჭადრაკემ, რომლის მოკრძალებული რეიტინგია 2338 პუნქტი, ევროპის 2006 წლის ხორვატი ჩემპიონი ზდენკო კოჟული დაამარცხა.

შოთა აზალაძემ შავი ფიგურებით ქულა გაიყო ფიდეს ვერსიით 1999-2000 წლების მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრ ხალიფმანთან (რუსეთი).

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ტიხომირ იანევი (ბულგარეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი 0:1, ლევან ფანცულაია-ილია დუჟაკოვი (რუსეთი) 0,5:0,5, დავით ბენიძე-გიორგი ხელაია 1:0.

საინტერესოდ წარიმართა ჩემპიონატის ფავორიტთა პირველი ტურის შეხვედრები. იმის მიუხედავად, რომ შედარებით დაბალი რანგის მეტოქეები ჰყავდათ, ყველა მათგანმა გამარჯვება ვერ შეძლო, თუმცა არც დამარცხებულან: ნიკოლაი კაბანოვი (რუსეთი)-ფაბიანო კარუანა (იტალია) 0:1, შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-პეტარ დრენჩევი (ბულგარეთი) 0,5:0,5, ტალ ბარონი (ისრაელი)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0:1, ანიშ გირი (ჰოლანდია)-ვლად-კრისტიან იანუ (რუმინეთი) 1:0, ალინ-მილე ბერესკუ (რუმინეთი)-ალექსანდრ რიაზანცევი (რუსეთი) 0,5:0,5, ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი)-ტრაჟკო ნედევი (მაკედონია) 1:0, რამ სოფერი (ისრაელი)-ეტიენ ბაკრო(საფრანგეთი) 0:1, გრიგორ გრიგოროვი (ბულგარეთი)-ბორის გრაჩევი (რუსეთი) 0,5:0,5, ემრე ქანი (თურქეთი)-ემილ სუტოვსკი (ისრაელი) 0:1...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[PHOTO] პეპესა და პორნო ვარსკვლავის ურთიერთობა - რა ფოტოს აქვეყნებს შეტევაში მიქაუტაძის თანაგუნდელის მეგობარი გოგონა
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
"შენ ხარ ადამიანი, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა" - თოფურიამ დვალიშვილს მიმართა
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
"ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ" - სლოტი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა