მანჩინის გადაწყვეტილებით, 21 მარტს, პირველად 6-თვიანი პაუზის შემდეგ, "ჩელსისთან" შეხვედრის განაცხადში კარლოს ტევესიც მოხვდა
რობერტო მანჩინის გადაწყვეტილებით, 21 მარტს, პირველად 6-თვიანი პაუზის შემდეგ, "ჩელსისთან" შეხვედრის განაცხადში კარლოს ტევესიც მოხვდა.

ის ისტორიები, რაც არგენტინელ ვარსკვლავს თავს გადახდა, უამრავჯერ დაგვიწერია და ახლა აღარ გავიმეორებთ. კარლოსის საქციელით ყველაზე მეტად "ქალაქელების" ვეტერანები და გულშემატკივრები იყვნენ აღშფოთებულები.

ისინი ერთხმად აცხადებდნენ, რომ ხელმძღვანელობას პრინციპული პოზიცია უნდა დაეკავებინა და კარლოსი სამუდამოდ მოეკვეთა.

თავდაპირველად ამას ფიქრობდა მანჩინიც, მაგრამ დროთა განმავლობაში მას ბრაზმა გადაუარა და თავადვე მოინდომა ტევესთან შერიგება. ახლა, როცა იტალიელის გუნდი უკვე თავადაა მდევრის როლში, ერთით ზედმეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი "ეტიჰადზე" ნამდვილად არ აწყენდათ. გუშინდელ შეხვედრამდე მანჩინიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ყველაფერი, რაც მოხდა, წარსულში დარჩა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გვქონდა მისი იმედი. ვფიქრობ, მასაც ძალიან უნდა ფეხბურთის თამაში, რადგან ეს მისი მომავლის გარანტიაა. ვარჯიშებზე ის იდეალური იყო.

მეტიც - ალბათ უფრო უკეთესი, ვიდრე შარშან. მისი დაბრუნება ყველაზე მეტად მე მიხარია, რადგან კარლოსი ტოპკლასის ფეხბურთელია. ასე ვფიქრობდი მაშინაც კი, როცა ფეხბურთელთან ურთიერთობის პრობლემები გვქონდა. ამ პერიოდისთვის კარლოსი იდეალური ფორმისგან შორს დგას, თუმცა 25-30-წუთიან დატვირთვას გაუძლებს.

ორი კვირის თავზე კი ის უკვე იდეალურ კონდიციაში იქნება. შეიძლება მას "ჩელსისთან" მატჩში თამაში არ მოუხდეს, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებთ სხვა თამაშებისას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად