"ბოლტონის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უქმეებზე "ბლექბერნთან" 29-ე ტურის შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყება
"ბოლტონის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უქმეებზე "ბლექბერნთან" 29-ე ტურის შეხვედრა დათქმულ დროს, შაბათს, ადგილობრივი დროით 15:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის აუტსაიდერებს ფაბრის მუამბას თავს დატრიალებული შემთხვევის გამო 2 მატჩი ("ტოტენჰემთან" თასზე და ასტონ ვილასთან" ჩემპიონატში) ისედაც გადაედოთ. თავის მხრივ, თამაშის გადატანა "ბლექბერნმაც" შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლტონელები გონს ნელ-ნელა მოდიან. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ მუამბას მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და შესაძლო ლეტალურ შედეგზე უკვე აღარავინ ლაპარაკობს.

"დღეს დილას ფეხბურთელებთან სპეციალური შეხვედრა ჩავატარეთ. წინა საღამოს კი მუამბას ოჯახსაც ველაპარაკეთ. ფაბრისის მამამ და მეგობარმა გოგონამ გვირჩიეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ფეხბურთის თამაშს განვაახლებდით. ფეხბურთელები მათი სიტყვებით ერთი-ორად გახალისდნენ და სწორედ ამის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ასოციაციის თასზე თამაშსაც ვაპირებთ," - აცხადებს "ბოლტონის" მთავარი მწვრთნელი ოუენ კოილი. "ტოტენჰემისა" და "ბოლტონის" შეხვედრა ისევ "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართება. თარიღს ასოციაცია მოგვიანებით დაადგენს.

"ბოლტონის" ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც მუამბასთან პირადად გასაუბრების უფლება მიეცა, კლუბის მთავარი ექიმი ჯონათან ტობინია. მისი თქმით, 23 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. მეტიც, მისი თქმით, ავადმყოფი უკვე ახერხებს გარშემომყოფებთან ხუმრობას და მათ გახალისებას. დაბოლოს, ტობინი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ მოედნიდან გაყვანილი ფეხბურთელის გულისცემის აღსადგენად ექიმებს 15-ჯერ დასჭირდათ დეფიბრელატორის გამოყენება.

ბლექბერნი ზენდენს იწვევს

"ბლექბერნის" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ინიციატივით, "ვარდებმა" 35 წლის ნახევარმცველ ბუდევეინ ზენდენს ერთწლიანი თანამშრომლობა შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი წინა სეზონში "სანდერლენდში" ირიცხებოდა, თუმცა "შავმა კატებმა" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვეს. ბუდევეინმა ზაფხულში ვერც სხვა კლუბი მონახა, იანვარში კი თავად არ უცდია სადმე მოწყობა. ასე რომ, 8-9 თვეა, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

ამასთან, ის ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს. "ზენდენთან მოლაპარაკება გრძელდება. ჯერჯერობით რაიმე შედეგზე ლაპარაკი ნაადრევი იქნებოდა. ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია," - აცხადებს "ბლექბერნის" მთავარი მწვრთნელი.

სენტ ეტიენი ბრალდებას უარყოფს

"სენტ ეტიენის" წარმომადგენელთა თქმით, "ლიონის" პრეზიდენტ ჟან მიშელ ოლას განცხადება, რომ "ჟოფრუა გიშარზე" მოგებული თამაშის შემდეგ სტუმართა ავტობუსს ადგილობრივი გულშემატკივრები დაესხნენ თავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ლიონის" ავტობუსი, სადაც კლუბის პრეზიდენტიც იჯდა, პოლიციელთა კორდონის თანხლებით გასცილდა ჩვენს სტადიონს. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აბსოლუტურად ყველა ზომა მიღებული იყო.

ასე რომ, შეგვიძლია "ლიონის" დელეგაციაზე თავდასხმის ფაქტი მუსიე ოლას ფანტაზიის ნაყოფად ჩავთვალოთ. ოფიციალური პირები დამემოწმებიან, რომ უსაფრთოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ ავტობუსზე თავდასხმის კვალი არ აღმოჩენილა", - აცხადებს "სენტ ეტიენის" ერთ-ერთი ფუნქციონერი როლანდ რომაიერი.

ლივერპული ნორვიჩელს აკვირდება

"ისტერნ დეილი პრესის" ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ "ნორვიჩმა" შეიძლება ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაკარგოს. მაგალითად, ცნობილია, რომ "იადონების" 30 წლის თავდამსხმელის, გრანტ ჰოლტის გადაბირებას "ლივერპული" აპირებს.

ჰოლტი კარგ სეზონს ატარებს. მარტო პრემიერლიგაში მის ანგარიშზე 10 გოლია. 2 ბურთი მას ასოციაციის თასზეც აქვს შეგდებული, "ნორვიჩთან" ხელშეკრულება კი 2014 წელს უმთავრდება. ჰოლტის გარდა, მერსისაიდელებმა 23 წლის მარცხენა ნახევარმცველის, ენტონი პიკლინგტონის გადაბირებაც შეიძლება განიზრახონ.

უკანასკნელის ანგარიშზე 7 გოლია. ამას გარდა, "ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა ალან პერდიუმ რასელ მარტინისა (26 წლის, მარჯვენა მცველი, კონტრაქტი 2014-ამდე) და ენდრიუ სერმანის (25 წლის, განაპირა ნახევარმცველი, კონტრაქტი 2013-ამდე) შეძენა მოისურვა. თუკი ეს კლუბები ფეხბურთელების შეძენას სერიოზულად მოიწადინებენ, მიზნის მიღწევა ნამდვილად არ გაუჭირდებათ. "ნორვიჩი" პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ხელმოკლე გუნდია.

ნიუკასლი და სანდერლენდი დაჯარიმდნენ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პრემიერლიგის 27-ე ტურში "ნიუკასლი"-"სანდერლენდის" შეხვედრისას (1:1) ფეხბურთელებს შორის მომხდარი ინციდენტები განიხილა და ორივე კლუბი დააჯარიმა. "სქაი სპორტსის" ცნობით, "ნიუკასლი" 40 ათას ფუნტს გადაიხდის, "სანდერლენდი" - 20 ათასს. მოედანზე მყოფი ფეხბურთელების ემოციები კიდევ გასაგებია, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ საქმის გარჩევაში ხშირად სათადარიგოებიც კი ერთვებოდნენ.

აქვე გაცნობებთ, რომ "ნიუკასლი"-"ნორვიჩის" შეხვედრაში (1:0) ტრავმირებულმა ტიმ კრულმა სულ ორი დღე გააცდინა. ჰოლანდიელის თავს სერიოზული არაფერია. ის უკვე წესრიგშია და კვირას, "ვესტ ბრომვიჩთან" უკვე ძირითად შემადგენლობაში იქნება. ინფორმაცია "კაჭკაჭების" კარის დარაჯმა "ტვიტერის" საშუალებით თავად გაავრცელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი