"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური გუნდის უპირველესი სამიზნე "ვილიარეალის" ფორვარდია
"ინტერმა" მიმდინარე სეზონი ჩააგდო და ამის თქმა უკვე თამამად შეგვიძლია. ფაქტია, რომ მილანური გრანდი ვერც სკუდეტოს მოიპოვებს, ვერც ჩემპიონთა ლიგას დაეუფლება და ვერც იტალიის თასს აიღებს. ეგ კი არა, 99%-იანი ალბათობით, "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე რჩება, რაც კატასტროფის ტოლფასია.

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ კრიზისის დასაძლევად მასიმო მორატიმ ახალი გუნდი უნდა შექმნას და შესაბამისად, ზაფხულში ჯიბეზე ხელი გაიკრას.

არადა, "ინტერის" პრეზიდენტს, ფინანსური თვალსაზრისით, ოქროს პერიოდი ნამდვილად არ უდგას, რასაც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაც ემატება.

ცნობილი ამბავია, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში ასპარეზობა ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მოკლედ, მორატიმ ახალი გუნდი მინიმალური თანხებით უნდა შექმნას, თუ ამის განზრახვა საერთოდ აქვს...

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური გუნდის უპირველესი სამიზნე "ვილიარეალის" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი გახლავთ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. 25 წლის შემტევს ესპანურ კლუბთან 2016 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა აღარ მალავს, რომ კარიერის ტოპ-კლუბში გაგრძელება სურს. აი, რას ამბობს როსის პირადი აგენტი ფედერიკო პასტორელო:

"ჯუზეპეს ევროპული ფეხბურთის გრანდში სურს ასპარეზობა და "ინტერი" სწორედ ასეთ გუნდად მიაჩნია. ჯერჯერობით მილანიდან არავინ შეგვხმიანებია და თუ დაგვიკავშირდნენ, მათ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავთ. ისე, ჩემამდეც მოვიდა ხმები "ინტერის" როსის მიმართ დაინტერესების შესახებ, რამაც ძალიან გამახარა. მართალია, "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება, მაგრამ ვგონებ, ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა".

თუ მილანელებს მართლაც სურთ ჯუზეპე როსის გადაბირება, აგენტის სიტყვები მათთვის დიდი სტიმული უნდა იყოს. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი და ეს ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებაა... "კორიერეს" ინფორმაციით, "ვილიარეალის" მესვეურები ჯუზეპეს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან. თანხა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ თუ მასიმო მორატიმ ვესლი სნეიდერი სარფიანად გაასხვისა, მაშინ პრობლემა მოიხსნება.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვთქვათ, რომ სნეიდერის გადაბირება ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს სურთ და მასში გვარიანი თანხის გადახდასაც აპირებენ. მართალია, ვესლის გასხვისების სურვილი მილანელებს არ აქვთ, მაგრამ თავად ფეხბურთელს აშკარად აცრუებული აქვს გული "ინტერზე" და ძალით რომ არ გააჩერებენ, ესეც ფაქტია. ბოლოს მასიმო მორატის მოვუსმინოთ, რომელიც სწორედ სატრანსფერო საკითხებს შეეხო და კერძოდ, სნეიდერის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერჯერობით სატრანსფერო საკითხებზე ფიქრისთვის არ მცალია. წინ სეზონის დასკვნითი ნაწილია, რომელიც მაღალ დომეზე უნდა ჩავატაროთ - სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება. რაც შეეხება სნეიდერს, მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ "ინტერში" თამაში აღარ სურს - თუ მეტყვის, აუცილებლად გავუშვებ, რადგან ძალით აქ არავინ გაგვიჩერებია და არც გავაჩერებთ. ჰოლანდიელი ჯერ თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს, დანარჩენს კი მერე მივხედავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის