"ეშმაკები" ბულგარელ სპეციალისტს ერთ მილიონ ევროდ ყიდულობენ
21 მარტის ნომერში ვწერდით, რომ "შალკესთან" 1:4-ზე განადგურებისა და ბოლო ადგილზე დარჩენის შემდეგ (1.FCK-ს ბუნდესლიგაში 16-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს) "კაიზერსლაუტერნის" ხელმძღვანელებმა ლოგიკური ნაბიჯი გადადგეს და მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი გაათავისუფლეს.

აიმავე ნომერში გაუწყეთ ისიც, რომ "ეშმაკების" დამრიგებლის პოსტზე ფავორიტი ბულგარელი სპეციალისტი კრასიმირ ბალაკოვია, რომელსაც აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ბუნდესლიგაში აქვს გატარებული და რომელსაც ცოტა ხნის წინ ბერლინის "ჰერტას" თავკაცობასაც უწინასწარმეტყველებდნენ.

გუშინ "ბილდი" დარწმუნებით წერდა, რომ "კაიზერსლაუტერნს" მართლაც 45 წლის ბალაკოვი ჩაიბარებს, რომელსაც პფალცელები დღეს ელიან. ლოგიკურად, დღესვე უნდა გაფორმდეს კონტრაქტიც. ბალაკოვი უმუშევარი არ არის - იგი სპლიტის "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელია და ამ კლუბთან ერთად გუშინ თამაში ჰქონდა.

ბალაკოვს "ჰაიდუკთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბალაკოვს გუნდის ნაადრევად დატოვება შეუძლია - თუკი მისი მსურველი ერთ მილიონ ევროს გადაიხდის. "ბილდის" ცნობით, "კაიზერსლაუტერნი" მზადაა, ბალაკოვის კონტრაქტი გამოისყიდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია