ევროპის რანგით ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ევროლიგაზე - მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო
ევროპის რანგით ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ევროლიგაზე - მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. ორ წყვილში გაიმართა პირველი მატჩები და ორივე ლოგიკური შედეგით დასრულდა.

"ბარსელონა" საკუთარ მოედანზე ხვდებოდა ყაზანის უნიქს-ს. ამ წყვილში ფავორიტი კატალონიური გრანდია, თუმცა პირველ შეხვედრაში "ბარსას", ასე თუ ისე, გაუჭირდა ამ სტატუსის დამტკიცება.

მასპინძლები თავიდან კარგად თამაშობდნენ დაცვაში და საწყის ორ წუთში ქულა არ ჩააგდებინეს მეტოქეს - უნიქს-მა პირველი ქულა იმ დროს მოიპოვა, როცა ბარსა 7:0 იყო დაწინაურებული. ესპანური კლუბი აგრძელებდა დომინირებას და პირველი 10 წუთი 22:14 მოიგო. ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ "ბარსელონა" დიდი ანგარიშით მოიგებდა შეხვედრას. მით უმეტეს, რომ მასპინძლებმა განავრცეს უპირატესობა და პირველი მეოთხედის სხვაობას მეორეში კიდევ 4 ქულა დაამატეს, რითაც უნიქს-ის ჩამორჩენა 12 ქულამდე გაიზარდა.

ყაზანური კლუბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო თამაშში დაბრუნება. რუსები მეთოდურად ამცირებდნენ სხვაობას და თანდათან მიუახლოვდნენ მეტოქეს. სტუმრების აქტიურობას ის შედეგი მოჰყვა, რომ მესამე 10-წუთეული მათ სამი ქულის სხვაობით მოიგეს და სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 62:53 იყო.

შეხვედრამ კულმინაციას საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მიაღწია, როცა უნიქსი ხუთი ქულით მიუახლოვდა მეტოქეს - 64:69. მაგრამ აქ თავისი სიტყვა თქვა ერაზემ ლორბეკმა, რომელმაც რთული ტყორცნით 71:64 გახადა ანგარიში. ამას სამოილენკოს აცილებული საჯარიმოები და მიკელის მორიგი ორი ქულა მოჰყვა - ანგარიში გახდა 73:64 და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია - 78:66.

გამარჯვებულის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო მიკელი, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. 15 და 13 ქულა მოიპოვეს ლორბეკმა და ნავარომ. ესპანელებმა შეძლეს უნიქს-ის ლიდერების შეჩერება - დომერკანტმა და მაკარტიმ ერთად 20 ქულა დააგროვეს.

სერიის მორიგი მატჩი ისევ ბარსელონას მოედანზე გაიმართება.

დღის მეორე წყვილში ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "მაკაბის". ბერძნებს სერიოზული მეტოქე ჰყავდათ, მაგრამ ისრაელის ჩემპიონმა ბერძნულ გრანდს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

"პანათინაიკოსმა" მხოლოდ პირველი ხუთი წუთის განმავლობაში მისცა "მაკაბის" თანაბარი ბრძოლის საშუალება. ამის შემდეგ კი მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა. მატჩში ბოლოჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში - 18:18 და ამის შემდეგ "პანათინაიკოსმა" 22 უპასუხო ქულა დააგროვა. ანგარიში გახდა 40:18 მასპინძლების სასარგებლოდ.

მართალია, “მაკაბიმ” ოდნავ გაასწორა მიზანი, მაგრამ მაინც სოლიდური სხვაობით წააგო პირველი ტაიმი - 34:55. მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. მესამე მეოთხედის ერთ მომენტში სხვაობა 30 ქულამდეც კი ავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეშვა “პანათინაიკოსი”. მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქეს 27-ქულიანი ჩამორჩენის 20-ამდე შემცირების საშუალება მისცეს და დააფიქსირეს საბოლოო ანგარიში - 93:73.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის, დიმიტრის დიამანტიდისის ანგარიშზე 15 ქულა და 8 შედეგიანი პასი მოდის. 11-11 ქულა დააგროვეს მაიკ ბატისტმა და დევიდ ლოგანმა.

მაკაბის რიგებში გამორჩეულები იყვნენ ამერიკელი ლეგიონერები - კიტ ლენგფორდი და დევინ სმიტი, რომლებმაც შესაბამისად 21 და 17 ქულა დააგროვეს.

ბარსელონა-უნიქსი 78:66

22:14, 23:19, 17:20, 16:13

ბ: მიკელი (22+7 მოხსნა), ლორბეკი (15+5 მოხსნა), ნავარო (13), ნდონგი (12).

უ: ჯავაი (15+7 მოხსნა), დომერკანტი (12), ვერემეენკო (11+9 მოხსნა), ლაიდეი (10), მაკარტი (8).

სერია: 1-0

პანათინაიკოსი-მაკაბი 93:73

28:18, 27:16, 24:18, 14:21

პ: დიამანტიდისი (15+8 პასი+5 მოხსნა), კალატესი (13+8 მოხსნა), ბატისტი (11), ლოგანი (11), იასიკიავიჩუსი (9+5 პასი).

მ: ლონგფორდი (21), სმიტი (17+6 მოხსნა).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად