მსოფლიოს მეორე ჩოგანმა აღნიშნა, რომ სპორტში დიდ წარმატებას არა დოპინგის, არამედ უდიდესი შრომის ხარჯზე მიაღწია
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გაზეთ "ეკიპს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა თებერვალში ფრანგულ ტელეარხ "კანალ პლუსზე" გასულ იუმორისტულ გადაცემასთან დაკავშირებით, რომელშიც ესპანელი ვარსკვლავი დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა აღნიშნა, რომ სპორტში დიდ წარმატებას არა დოპინგის, არამედ უდიდესი შრომის ხარჯზე მიაღწია.

"ამ გადაცემაზე იმდენს ლაპარაკობდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს, მისი ნახვა გადავწყვიტე. სულაც არ მომეჩვენა სასაცილოდ, თუმცა ყველას იუმორის თავისებური აღქმა აქვს.

ამ ვიდეორგოლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ ახლა ხმაური ჩაცხრა. მიყვარს ხუმრობა და სიცილი და ამის გაკეთებას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორიის დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს - რა არის პროფესიული სპორტი. მათ არ იციან, როგორ ფუნქციონირებს ანტისადოპინგო კონტროლი; არ იციან იმის შესახებ, რომ ყოველდღე მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით.

მსგავსმა სკეტჩებმა შეიძლება ნეგატიური აზრი ჩამოუყალიბოს იმათ, ვინც ამ თემას ნაკლებად იცნობს. მე ეს უსამართლობად მიმაჩნია, - მოჰყავს ესპანელის სიტყვები ფრანგულ გამოცემას. - არასოდეს არავის დავადანაშაულებ დამამტკიცებელი საბუთების გარეშე. არ ვიცი რატომ, მაგრამ საფრანგეთში ყველაზე აქვთ ეჭვი. ვერავინ დამდებს ბრალს იმაში, რომ რაღაც "ჯადოსნურ აბებს" ვიღებ. ჩემი "ჯადოსნური აბი" - შრომისმოყვარეობაა.

ვერ შევურიგდები იმას, რომ დოპინგის მომხმარებლის იარლიყს მაკრავენ იმ დროს, როცა ზედიზედ შვიდი წელი ყოველდღე რამდენიმე საათს ვმუშაობ. დოპინგის სამყაროსგან შორს ვარ და აბსოლუტურად არაფერი ვიცი მის შესახებ".

გარდა ამისა, ნადალმა ინტერვიუში ილაპარაკა თანამედროვე ჩოგბურთისთვის აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც გადატვირთულ კალენდარს ეხება.

"ვფიქრობ, მოთამაშეთა 90 პროცენტი დაეთანხმება იმას, რომ კალენდარი გადატვირთულია და ეს არის ხშირი ტრავმების მიზეზი. რომ დავრჩე რეიტინგის სათავეში, საჭიროა პირველი იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე ვითამაშო. თუ მოთამაშეთა უმრავლესობას ცვლილებები სურს, მაგრამ ეს არ ხდება, გამოდის, ჩვენს ინტერესებს კარგად არ იცავენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს