ქართველებმა სერია A-ში მორიგი მატჩი ჩაატარეს ეფექტურად
იტალიაში მოასპარეზე ქართველებმა სერია A-ში მორიგი მატჩი ჩაატარეს ეფექტურად - მანუჩარ მარკოიშვილი "პესაროში" "კანტუს" ბომბარდირი გახდა, ხოლო გიორგი შერმადინი - ვიცე-სნაიპერი. როგორ მორჩა შეხვედრა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, აქ კი ქართველთა სრულ მონაგარს გაგაცნობთ.

მანუჩარმა 35 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მაღალი სიზუსტით ისროლა როგორც ახლო, ასევე შორი დისტანციიდან: 5-იდან 3 სამქულიანი და 8-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო. ააცილა ორი საჯარიმო.

გიორგი შერმადინმა კი იტალიაში მოხსნებში პირადი რეკორდი გაიმეორა - 12. მას აქამდე "კანტუს" მაისურით მხოლოდ ერთი "დაბლ-დაბლი" ჰქონდა შესრულებული ("მონფერატოსთან": 11 ქულა, 12 მოხსნა).

ამჯერად "სკავოლინისთან" უფრო ეფექტური დუბლი გამოუვიდა - 15 ქულა, 12 მოხსნა. სიზუსტე არც მას დაეწუნებოდა: 13-იდან 7 ორქულიანი, 2-იდან 1 საჯარიმო. 216 სმ სიმაღლის გოლიათმა ეს ყველაფერი 25 წუთში მოასწრო.

მოძველებული ფრაზა უნდა გამოვიყენოთ: მატჩი დაძაბული გამოდგა და სასიამოვნოა, რომ გადამწყვეტ მომენტში ორივე ქართველი მოედანზე იყო.

მეტსაც გეტყვით: ბოლო 11 წუთში მანუჩარმა 10 ქულა მიითვალა (ორი სამქულიანის რეალიზება მოახერხა), ხოლო გიორგიმ - 8. ასე რომ, ამ მონაკვეთში "კანტუს" მიერ ჩაგდებული 29-იდან 18 ქულა ქართული იყო.

ყურადღებას იმსახურებს შეხვედრის ქრონოლოგიაც. სირენამდე სწორედ 11 წუთით ადრე კანტუელები 11 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ.

თუმცა მდგომარეობა მალე გამოასწორეს და მანუჩარის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (59:63). სამიოდე წუთში შერმადინი-ლეუნენის 6-მა ქულამ ტაბლოზე მინიმალური სხვაობა დააფიქსირა, თუმცა სწორედ ამ დროს ჩააგდო სამქულიანი პესაროელმა დანიელე კავალიერომ: საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე მასპინძელთა 4 ქულით დაწინაურება (69:65) მატჩის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა - "კანტუმ" დარჩენილ დროში თამაში ვეღარ შემოატრიალა. ბოლო წუთზე სტუმრებს ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო მარკოიშვილი და პერკინსი გამოაკლდნენ.

72:69 "სკავოლინის" სასარგებლოდ, რომლის რიგებში რიჩარდ ჰიკმანი 28 ქულით გამოირჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა