სალიცენზიო ტურნირების რეგიონული პირველობების ჯერი დადგა, ანუ ყოველ კონტინენტზე ამ სახის თითო შეჯიბრება ჩატარდება
სალიცენზიო ტურნირები მეორე ფაზაში გადადის - პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, სადაც წონაში 6-6-მა საუკეთესო ფალავანმა გაინაღდა ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა.

ახლა რეგიონული პირველობების ჯერია, ანუ ყოველ კონტინენტზე ამ სახის თითო შეჯიბრება ჩატარდება, მერე კი საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით კიდევ ორი ტურნირი გაიმართება. ცხადია, ამათი თარიღები ყველასთვის საერთოა, რეგიონული პირველობებისა კი განსხვავებულია, თუმცა - მცირედით.

აფრიკა-ოკეანიამ, რომელიც საჭიდაო სამყაროსთვის ჯერაც ყამირია და ამიტომ ერთ ზონადაა გაერთიანებული, უკვე მოამთავრა ანალოგიური შეჯიბრება, რასაც ორიოდ დღეში პან-ამერიკაც გააკეთებს. მარტი-აპრილის მიჯნაზე კი აზიის სალიცენზიო ტურნირია. ევროპული ასპარეზობა 20-22 აპრილს სოფიაშია, რასაც საერთაშორისო შეჯიბრებები მოჰყვება.

აფრიკა-ოკეანიის ზონის სალიცენზიო ტურნირი მაროკოულ მარაკეშში გაიმართა. საინტერესოა, რომ მას ორიოდ დღით უსწრებდა წინ აფრიკა-ოკეანიის პირველობა, რომელსაც ასევე მარაკეშმა უმასპინძლა. ამ ზონიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ეგვიპტეა, რადგან სხვებს სუსტი გუნდები ჰყავთ.

რეგიონში ჭიდაობა, პრაქტიკულად, ახლა იკიდებს ფეხს, ოღონდ არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში იქაურებმა ძალთა ბალანსი ბოლომდე თუ ვერ შეცვალონ, მნიშვნელოვნად დაარღვიონ მაინც - შარშან მსოფლიოს პირველობაზე აფრიკელებმა ორი საგზური მოიპოვეს.

ერთი - ეგვიპტელმა ბერძენ-რომაელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა მოჰამედ აბდელ ფატაჰიმ (96), რაც დიდად გასაკვირი არაა, მაგრამ თავისუფალ სტილში მოჭიდავე ნიგერიელმა სინივიე ბოლტიციმ (96) კი დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა დამამშვიდებლის ფინალში გასვლით. მართალია, იქ დამარცხდა, მაგრამ არათუ მისგან, ზოგადად, აფრიკელთაგანაც კი ამდენს არავინ ელოდა.

იმ მსოფლიომ ძალთა გათანაბრების ტენდენცია დაადასტურა, რაც ლიდერებისთვის საყურადღებო ფაქტია - პუერტო რიკომ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლიცენზიებს კი მასთან ერთად ვენესუელა და სხვა არასაჭიდაო ქვეყნებიც დაეუფლნენ. არაფერს ვამბობთ ინდოეთზე, რომელსაც უკვე მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორიც ჰყავს (დიდწილად ქართველი მწვრთნელის - ვლადიმერ მესტვირიშვილის დამსახურებით, რომელიც კვლავაც იქ მუშაობს).

აფრიკა-ოკეანიის ზონაში 13 ლიცენზიით ეგვიპტე დაწინაურდა. აქედან 6-6 "თავისუფლებსა" და ბერძენ-რომაელებზე მოდის, 1 - ქალებზე, სადაც ოლიმპიადის პროგრამაში სულ ოთხი წონითი კატეგორიაა და არა ვაჟებივით შვიდი.

ჭიდაობის ქომაგისთვის ერთი ფრიად საინტერესო ფაქტი - მარაკეშში ლონდონის ოლიმპიადის საგზური ჩვენთვის არცთუ კარგ მოგონებად დარჩენილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმმა მოიპოვა. ოღონდ ამჯერად - 84-ში და არა 96-ში, საიდანაც, ეტყობა, საბოლოოდ გამოდევნა ფატაჰიმ. აღსანიშნავია, რომ მარაკეშში აფრიკის პირველობაზე არცერთს არ უჭიდავია.

ლიცენზიების რაოდენობით "თავისუფლებში" ეგვიპტეს ტუნისი მოსდევს 2 საგზურით; გვინეა-ბისაუს, ნამიბიას, სენეგალს, ამერიკის სამოას, ავსტრალიას და ნიგერიას კი თითო-თითო აქვთ.

ბერძენ-რომაელებში ლიცენზია სულ ოთხ ქვეყანაზე მოდის და ყველა აფრიკულია - ეგვიპტეს ტუნისი მოსდევს 4-ით, ალჟირსა და მაროკოს კი ორ-ორი აქვთ.

ამდენივე საგზური მოიპოვეს ქალებში ტუნისმა და ნიგერიამ; ეგვიპტემ, სენეგალმა, გვინეა-ბისაუმ და მადაგასკარმა კი თითო დაიმსახურეს. გაბერ იბრაგიმისა და ფათაჰის გარდა, ლიცენზიების სხვა ავტორთა გვარები (თუმცა ჭიდაობაში საგზურს ფედერაცია იღებს და არა სპორტსმენი) მკითხველს ჯერჯერობით არაფერს ეუბნება, დაწვრილებით რომ ჩამოვთვალოთ. მომავალში კი რას იზამენ, ამას დრო გვაჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია