21 მარტს პლოვდივში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის პარტიები გაიმართა
21 მარტს პლოვდივში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის პარტიები გაიმართა.

მიხეილ მჭედლიშვილმა, რომელმაც პირველ ტურში მასპინძელ ტიხომირ იანევს სძლია, აზერბაიჯანელ ვუგარ რასულოვთან შეხვედრისას შუა თამაშში საგრძნობი უპირატესობა მიიღო, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო მისი რეალიზება და 50-ე სვლაზე მეტოქეს დაუზავდა.

დავით ბენიძესაც ერთი ქულა ჰქონდა გათამაშების ცხრილში, თუმცა 21 მარტს სომეხ ჰრანტ მელქუმიანს ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა და დამარცხდა.

დანარჩენ ჩვენებურთა პარტიები ასე დამთავრდა: ვასილიოს კოტრონიასი (საბერძნეთი)-დავით ლომსაძე 0,5:0,5, პეტარ დრენჩევი (ბულგარეთი)-ბაადურ ჯობავა 0,5:0,5, ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი)-გაიოზ ნიგალიძე 1:0, შოთა აზალაძე-ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა) 1:0, ალექსანდრ დონჩენკო (გერმანია)-ლევან ფანცულაია 0:1, ლუკა პაიჭაძე-შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, გიორგი ხელაია-ორხან აბდულოვი (აზერბაიჯანი) 0:1.

მეორე ტურში ფავორიტები უფრო თავდაჯერებული ჩანდნენ, რაც ანგარიშებშიც აისახა: ფაბიანო კარუანა (იტალია)-ტამაშ ბანუში (უნგრეთი) 1:0, დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-დავორინ კულიშევიჩი (ხორვატია) 1:0, ბრანკო დამლიანოვიჩი (სერბეთი)-ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) 0:1, ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი)-რობერტ რუქი (უნგრეთი) 1:0, ბორის სავჩენკო (რუსეთი)-ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი) 1:0, არკადი ნაიდიჩი (გერმანია)-ვასილი პაპინი (რუსეთი) 1:0, ემილ სუტოვსკი (ისრაელი)-დარიუშ სვიერჟი (პოლონეთი) 0,5:0,5, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ტამირ ნაბათი (ისრაელი) 1:0.

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ 40 მოჭადრაკე დაწინაურდა.

მე-3 ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ფანცულაია-ბორის გრაჩევი, ფრანკ ჰოლზკე-მჭედლიშვილი, დავიდ ჰოველი-აზალაძე, ლომსაძე-დრაგან შოლაკი, ჯობავა-ვლადიმირ ბუკალი, ბენიძე-გეორგი კჟირჩისკი, ნაიმ საჰითაჯი-პაიჭაძე, ნიგალიძე-ეპამინონდს კურუსისი, ჯახანგირ აგარაგიმოვი-ხელაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა