როგორ მოახერხა პატარა ჯადოქარმა "ბარსელონას" მაისურით 234 ოფიციალური გოლის გატანა

ერთი რიგითი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობაც კი უდიდესი მიღწევა იქნებოდა ნებისმიერი 24 წლის ფეხბურთელისთვის, მაგრამ "ბარსელონასი"?

თუმცა საკვირველი რაა - ეს ფეხბურთელი ხომ ლეო მესია. სესარ როდრიგესი შორეულ 40-იან და 50-იან წლებში თამაშობდა, ამიტომაც ლეგენდა ხშირად არ ემთხვევა რეალობას - სტატისტიკოსებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ "ბარსას" ლეგენდარულ ფეხბურთელს 235 კი არა, 232 გოლი გაუტანია.

მესიმ ეს ამბავი "გრანადასთან" თამაშის წინა დღეს შეიტყო. მას 231 გოლი ჰქონდა... არგენტინელმა სეგუნდა დივიზიონიდან აღზევებულ მამაც ანდალუსიურ კლუბთან 1 გოლი არ იკმარა - ჰეთ თრიკი შეასრულა და ახლა "ბლაუგრანას" ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია და ის მხოლოდ 24 წლისაა!

მართალი იყო ვიქტორ ვალდესი, რომელიც თამაშის შემდეგ ამბობდა: "ლეო თავად აწესებს ახალ ნიშნულებს, რომლებიც მომავალმა თაობებმა უნდა დაძლიონ".

8-გოლიანმა თრილერმა "ბარსას" სიხარულთან ერთად ტკივილიც მიაყენა - დაიმტვრა ერთადერთი ჯანმრთელი მარცხენა მცველი გუნდში - ბრაზილიელი ადრიანო. ადრიანო 10 დღეს დაისვენებს. ერიკ აბიდალის ავადმყოფობის შემდეგ "ბარსას" დაცვის მარცხენა ფლანგი მთლად მოუშიშვლდა.

პრესკონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლამ დიდხანს იფიქრა, ვისთვის შეედარებინა თავისი შეგირდი და ბოლოს ასე თქვა: "მესი შეიძლება მხოლოდ ჯორდანს შეადარო. ის ისევე გამორჩეულია ფეხბურთში, როგორი გამორჩეულიც კალათბურთში მაიკ ჯორდანი იყო".

რეკორდი ცალკე აღსანიშნავია - მსოფლიოს სპორტულმა მედიამ მესის მიღწევას (თითქმის უკლებლივ) მიუძღვნა თავისი გამოცემების პირველი გვერდები და მყვირალა სათაურები.

მოდი, ვნახოთ, როგორ მოახერხა პატარა ჯადოქარმა 234 ოფიციალური გოლის გატანა "ბარსელონას" მაისურით:

ყველაზე მეტად მესი მადრიდის "ატლეტიკოს" ერჩის - "როხიბლანკოს" კარში მას 18 გოლი აქვს გატანილი. ყველაზე მეტი გოლი (ბუნებრივია) არგენტინელმა "კამპ ნოუზე" გაიტანა - 132. 94 გოლი ლეომ სტუმრად შეაგდო, 8 - ნეიტრალურ მოედანზე.

ვის კარში?

18 ატლეტიკო

14 სევილია

13 რეალი

12 რასინგი

10 ალმერია

10 ოსასუნა

10 სარაგოსა

10 ვალენსია

9 მალიორკა

8 ბილბაო

როგორ?

185 ცაცია

37 მარჯვენა

10 თავით

2 სხვა

საიდან?

207 საჯარიმოში

27 საჯარიმოს გარეთ

ვინ უპასა?

31 დანი ალვეში

24 ჩავი

17 ანდრეს ინიესტა

12 პედრო

9 ტიერი ანრი

6 ადრიანო

6 სამუელ ეტოო

6 სესკ ფაბრეგასი

5 დეკუ

5 რონალდინიო

სტანდარტულები

21 პენალტი

5 საჯარიმო

ყოველ ახალ სეზონში ლეო მესი ამტკიცებს, რომ მისთვის ზღვარი არ არსებობს - "გრანადასთან" მატჩში ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 54 გოლია - ეს კი ერთით მეტია, ვიდრე შარშანდელ სეზონში. არადა, კარგად გვახსოვს, შარშან 53 გოლის გატანა მესის უდიდეს მიღწევად ჩავუთვალეთ (დამსახურებულადაც).

არგენტინელის ანგარიშზე უკვე 8 ჰეთ თრიკია (აქ ითვლება "ვალენსიასთან" შესრულებული პოკერიც და "ლევერკუზენის" კარში გატანილი 5 გოლიც). ლა ლიგაში, რომლის გასრულებამდე 10 ტური რჩება, მესი 34 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ის საუკეთესოა, ეს უკვე ეჭვგარეშეა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messimania001
უტიტულოს რას ეძახი 3 ჯერ ლიგა მოიგო და 6 ჯერ ლა ლიგა?:) ისე კი გეთანხმები მსოფლიო უნდა მოიგოს მაგის გარეშედაც ლეგენდაა ისედაც სირცხვილია ესეთი გენიოსი მუნდიალის ჩემპი არ იყოს ხოდა კაკრას ბრაზილიაში მოვიგებთ:) რასაც ორმაგი ფასი აქვს არგენტინის ფანებისთვის
nino
მესი ყველაზე მაგარია და რონალდოსაც ჯობია.მე ის ძალაინ მიყვარს და ყოველთვის მეყვარება.იმედია ასეთ მაგარ და პოპულარულ პიროვნებას, როგორიც მესია აუცილებლად შევხვდები
ნიკო
მესუ რა თქმა უნდა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ჯორდანისგან განსხვავებით არცერთი მაღლესი ტიტული არა აქვს, ჯორდანს კი 6 ჰქონდა. იმედია არავინ შემედავება, რომ ფეხბურთში ყველაზე მთავარი ტიტული მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო კალათბურთში ნბა.
zaza968
აი რატომაც მიყვარს ფეხბურთი, ის ნამდვილი ჯადოქარია.ცარმოიდგინეთ ის 24 ცლისაა. მაგის დამყარებულ რეკორდებს ვერავინ, ვერასდროს ვერ მოხსნის.
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა