სტამბულში საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა
სტამბულში მიმდინარე UEFA-ს კონგრესის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა და ამ მიმართულებით საერთო გეგმების დასახვა იყო, თუმცა შეხვედრის მონაწილეებს ჯერჯერობით მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ, რადგან ისინი კვლავ კონგრესის მიმდინარეობას დაუბრუნდნენ.

ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები შეხვედრის დეტალების შესახებ განცხადებებს რამდენიმე საათში გააკეთებენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს, ისევე, როგორც ტურნირის მასპინძლობის მსურველ სხვა ქვეყნებს, UEFA-ში ოფიციალური განაცხადების შეტანა 26 მარტიდან 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ. მანამდე კი, ფეხბურთის ფედერაციებს UEFA-ს დადგენილებები გადაეგზავნებათ, სადაც გაწერილია კრიტერიუმები, რომლებიც მასპინძელმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ.

ამასობაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაილ ერდოღანმა სტამბულში მიმდინარე უეფას კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას აქვს სურვილი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!